x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
გლამურის დედოფლები სეზონის ახალ ჰიტს - ღრმად დეკოლტირებულ ტოპს დემონსტრირებენ
image


მზე სულ უფრო მცხუნვარე ხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ნახევრად შიშველი სექსუალური ლამაზმანები მზის სხივებს სულ უფრო ხარბად ეტანებიან. თამამ სამოსსა და საცურაო კოსტიუმებში გამოწყობილი მოდელები და მსოფლიო შოუ - ბიზნესის ცნობილი წარმომადგენლები სოციალურ ქსელებში სულ უფრო აქტიურად აქვეყნებენ თავიანთ ცხელ - ცხელ ფოტოებს. წლევანდელი სეზონის ჰიტი მოგეხსენებათ რომ - ღრმად დეკოლტირებული ტოპია, რომელიც პირველ რიგში, ქალბატონების "ღირსებებს" უსვამს ხაზს.


image


გარეთ ივნისის შუა რიცხვებია, თერმომეტრის სკალაზე ხაზი სულ უფრო მაღლა მიცოცავს. ჰაერში ტემპერატურასთან ერთად ცდუნების ხარისხიც იზრდება. ქვედაბოლოს სიგრძე მოკლდება, დეკოლტის ჭრილი კი სულ უფრო - ღრმავდება. ამ სეზონზე ყველაზე ტრენდული მჭიდროდ მოდგარი ტოპია, რომელიც თავისი პატრონის ყველა "ღირსებას" აშიშვლებს. ცნობილი მოდელები, მსახიობები და ინფლუენსერები დროს უქმად არ კარგავენ ამ სიახლის საკუთარ სხეულზე მოსარგებად და შემდეგ სოციალურ ქსელებში მაცდური ფოტოების გასაზიარებლად. დები კარდაშიანები, ლიზ ჰერლი და ემილი რატაკოვსკი - აი, ის ზოგიერთი ცნობილი ქალბატონი, რომელმაც სოციალურ ქსელში მილიონობით გამომწერი თავიანთი წარმოუდგენლად სექსუალური იმიჯით მოხიბლა. მაშ ასე, ნახეთ, როგორ გამოიყურება ეს მოდური სიახლე გლამურის დედოფლებზე.


image



ამერიკელი მომღერალი მეგან თი სტალიონი კოქტეილის წრუპვისას მზის სხივებს ეფიცხება.

image



შეუდარებელი ელიზაბეტ ჰარლი კიდევ ერთხელ ახდენს თავისი ბრწყინვალე სხეულის დემონტრირებას.


image


რეალითი შოუს სკანდალურმა ვარსკვლავმა კიმ კარდაშიანმა თავისი მოდური კომპლექტის გაზიარება აშკარად იჩქარა.


image


ქეით მოსის უმცროსი და, ლოტი მოსი თამამ ტოპში ლონდონის ქუჩებში სეირნობისას.


image


ბრიტანელმა მოდელმა რიან სუგდენმა ახალი ფოტოსესიისთვის სექსუალური, თეთრი ფერის ბოდი მოირგო.



image


ქლოია ფერი არასდროს ერიდება საკუთარი სხეულის თაყვანისმცემლებისთვის დემონსტრირებას.


image


კაილი ჯენერი როგორც ყოველთვის ჩვეულ ამპლუაშია.


image


კორტნი კარდაშიანი დებს უკან არ რჩება და საკუთარ ინსტაგრამგვერდზე ცხელ - ცხელ ფოტოებს აზიარებს.


image


ემილი რატაკოვსკიმ რომანტიული ვახშმისთვის მუქი ფერის, თამამი ტოპი შეარჩია.


image


შესანიშნავი შავი ტყავის კომპლექტი ეფექტურად უსვამს ხაზს ზარა მაკდერმოტის სექსუალობას.











0
605
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
605