x
ნუმეროლოგია და წყვილები ნაწილი 3
image მაშ ასე ვაგრძელებთ მიმოხილვას და გადავდივართ:


1-ანი და 6-ანი


6-ანთან კავშირი ძალზედ ხელსაყრელია ერთიანისთვის და დიდ ბედნიერებასაც უქადის მას თუ იგი გაითვალისწინებს რამოდენიმე რჩევას და შეიცვლის საქციელს. 1-ანისთვის შეიძლება სიურპრიზიც კი აღმოჩნდეს ის ფაქტი, რომ მისი პარტნიორი მიუხედავად საოცარი მოქნილობისა და სირბილისა, საკმაოდ მომთხოვნია ურთიერთობისას და არ მისცემს ვინმეს უფლებას უბრძანოს რაიმე. სჯობს 1 -ანი დაემშვიდობოს ლიდერობას და ფარულადაც კი არ შეეცადოს ამის მიღწევას. ენდეთ თქვენს ინტუიციას, დაეჭრდენით ლოგიკას და მიხვდებით თუ რა შეიძინეთ 6-ანთან კავშირით.

6-ანი არავის მოუთმენს დესპოტიზმს და ტირანიას მშვიდობის ხათრითაც კი.ზოგადად მასთან უნდა იყვნენ თავაზიანები, მშვიდი ტონით ისაუბრონ და პატივი სცენ მის აზრს.


როგორც წესი ამ წყვილის სექსუალურ სფეროში საკმაოდ მალე ისადგურებს ჰარმონია, მათ შეიძლება ოჯახში კიდეც იკამათონ, ერთმანეთს პირობები წამოუყენონ მაგრამ ინტიმურ სფეროში სრული თანხვედრა აქვთ ინტერესებისა და მოთხოვნების. ხშირად სწორედ სექსი წყვეტს მათ ცხოვრებაში ბევრ პრობლემას და ეხმარება მათ სრული ჰარმონია პირად საქმეებშიც გადმოიტანონ. მათ ურთიერთობას მოწყენა არ ემუქრება რადგან ორივე ნიშანი აქტიურად ებრძვის მას გაერთიანებული ძალებით.



1-ანი და 7-ანი


ამ კავშირს არცთუ დიდი შანსი აქვს დიდხანს გაძლოს. ორივე პარტნიორი მომთხოვნი, ძლიერი ნებისყოფის და არ უყვარს დათმობაზე წასვლა. მათი მისწრაფებები იმდენად განსხვავებულია, რომ ამას თუ შეეგუებიან, თორემ შეცვლა სრულიად შეუძლებელია.

შესაძლებელია ძლიერი გრძნობის ფონზე ხანდახან მოახერხონ კომპრომისებზე წასვლა მაგრამ ასეთი რამ ძალიან იშვიათია.

ასეთ კავშირში ყველაზე ცუდ მდგომარეობაში, როგორც წესი 1-ანები არიან მათ უწევთ შეეჩეხონ პარტნიორის მუდმივ მოთხოვნებს, გაბუტვებს და არცთუ იშვიათად მკაცრ პირობებს.

ვინაიდან ორივე საკმაოდ ძლიერი ნატურაა მათ შორის სექსუალურ სფეროში ხშირია უდიდესი მიზიდულობა და ძლიერი ვნება, მაგრამ ყველაფერი კარგადა მანამ ვიდრე ერთი მათგანი ინარჩუნებს ამოუცნობის სტატუსს, როგორც კი ყველა კითხვაზე პასუხი გაიცემა ვნება იფერფლება.

ვინაიდან 7 -ანი მუდმივ მრავალფეროვნებას ესწრაფვის მას შეუძლია უღალატოს კიდეც პარტნიორს და ასე დააღწიოს ერთფეროვნებას თავი. ამის თავიდან ასაცილებლად მათ სერიოზული ბარიერების გადალახვა და კომპრომისის მოძებნა მოუწევთ.



1-ანი და 8-ანი


პერსპექტიული კავშირია, რომელიც ორივე პარტნიორს ბედნიერებას და კმაყოფილებას პირდება. ეს არის ყველაზე შედეგის მომცემი კავშირი. ამ ორი ციფრის ვიბრირება იძლევა უდიდეს ენერგიას და ამ ენერგიით მთების დაძვრაც შესაძლებელია.მათ შორის კამათი შეიძლება ერთიანის შემტევმა და მოუთმენელმა ხასიათმა გამოიწვიოს, 8-ანი, როგორც წესი კარგად მოფიქრებული ტაქტიკით მოქმედებს.მათთვის მნიშვნელოვანია დაისახონ, არამარტი საინტერესო არამედ ღირსეული მიზანი და ერთობლივი ძალებით ბევრს მიაღწევენ. ამ კავშირის მთავარი საყრდენი წერტილები არა მხოლოდ დიდი მიზიდულობა და ურთიერთპატივისცემაა, არამედ ნდობა, სამართლიანობა და თანასწორუფლებიანობაცაა.

ემოციურ სფეროში 8-ანის რთული ხასიათი პრობლემებს უქმნის მათ ჰარმონიას. მას არ შეუძლია გადმოსცეს საკუთარი გრძნობები და სურვილები, მთლიანად მინდობილია პარტნიორზე და არ ცდილობს დაეხმაროს მას საკუთარი თავის შეცნობაში. როგორც წესი ურთიერთობის დასაწყისში ინიციატივას თავის თავზე იღებს 1-ანი და ცდილობს უფრო მგრძნობიარე გახადოს ურთიერთობა, მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ დგება კრიზისი, რომელიც ან მდგომარეობის გამოსწორებას შეძლებს ერთიანი ძალებით ან სრულიად ანადგურებს ამ კავშირს. ამიტომ ამ წყვილისთვის მთავარია ოჯახურ ცხოვრებაში არსებული ურთიერთგაგება ინტიმურ სფეროშიც გადმოიტანონ და პატივი სცენ ერთმანეთის სურვილებს.


1-ანი და 9-ანი


ამ კავშირის უდავო ლიდერი იქნება 1-ანი, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ კომფორტული გარემოს შექმნაზე მარტოს მოუწევს ზრუნვა.9-ანი მზადაა გაუწიოს პარტნიორს მორალური მხარდაჭერა, თანაგრძნობაც კი, მაგრამ ის იმდენად იქნება ჩაძირული საკუთარ ინტერესებში, ინიციატივის გამოჩენას არასოდეს შეეცდება. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ 1-ანს მოუწევს, იზრუნოს არამარტო, საკუთარ თავზე და პარტნიორზე არამედ, ოჯახში კლიმატის შექმნაზეც. ამასთან შეინარჩუნოს ფორმა და ტალანტიც რადგან 9-ანებს მალე ბეზრდებათ პარტნიორი, რომლითაც არ არიან აღტაცებულნი.

9-ანთან კავშირი საკმაოდ მყიფეა. 1-ანს ბევრი სიძნელის გადალახვა მოუწევს რათა შეინარჩუნოს საღი აზრი და შეეგუოს პარტნიორის ხასიათის ცვალებადობას. 9-ანი სექსუალურ სფეროში ძალიან მომთხოვნი, ხანდახან კი ინფანტილურიც ხდება და ახდენს საკუთარი დამოუკიდებლობის დემონსტრირებას. მას შეუძლია თუ მოინდომებს იქცეს ნამდვილ ექსპერტად ინტიმურ სფეროში და პარტნიორისგანაც იგივეს ითხოვს, ამიტომ თუ 1-ანი შეძლებს ტაქტიანად მიახვედროს პარტნიორს საკუთარ სურვილები-მისი მცდელობა შესაბამისად დაჯილდოვებული იქნება.

1
224
1-ს მოსწონს
ავტორი:იზა კო
იზა კო
224
  
2012, 9 სექტემბერი, 13:46
ძალიან საინტერესოა
0 1 1