სხვა ამერიკელმა მოკლა მოლარე იმის გამო,რომ პირბადის გაკეთება მოსთხოვა 2021, 15 ივნისი, 15:30 ![]() პოლიციის ცნობით, სამართალდამრღვევი სასურსათო მაღაზიაში შევიდა და უკვე სალაროსთან მისული, მას და მაღაზიის თანამშრომელს შორის კამათი გაიმართა. მოლარემ სთხოვა მამაკაცს მთხოვა პირბადის გაკეთება, რის საპასუხოდ დამნაშავემ იარაღიდან ცეცხლი გახსნა. ამ დროს მაღაზიაში კიდევ რამდენიმე მყიდველი იყო. " დაპირისპირება დაიწყო პირბადის ტარებასთან დაკავშირებით, რომლის დროსაც დამნაშავემ იხმარა იარაღი და მოლარეს ესროლა, ” - განაცხადა შტატის პოლიციის უფროსმა მელოდი მედოქსმა. დამნაშავე აღმოჩნდა 30 წლის ვიქტორ ლი ტაკერი(ქვემოთ ფოტოზე). წინასწარი მონაცემებით, მოლარესთან შელაპარაკების შემდეგ იგი მაღაზიიდან გავიდა, მაგრამ ცოტა ხანში ისევ დაბრუნდა, ამჯერად პისტოლეტი ხელში. მაღაზიის დაცვამ, პენსიაზე გასულმა ყოფილმა პოლიციელმა, სწრაფად მოახდინა რეაქცია. მასსა და კრიმინალს შორის აჩაღდა სროლა, რის შედეგადაც ორივე დაშავდა. ![]() აღსანიშნავია, რომ გასული წლის მაისში და COVID-19 პანდემიის ფონზე, მსგავსი ტრაგედია მოხდა ქალაქ ფლინტში (მიჩიგანი). Family Dollar-ის საცალო მაღაზიის დაცვის თანამშრომელსა და მყიდველს შორის დაპირისპირება სამედიცინო პირბადის ტარების თაობაზე ტრაგედიით დამთავრდა.კლიენტმა ცეცხსასროლი იარაღით მოკლა 23 წლის დაცვის თანამშრომელი. 113 3-ს მოსწონს
|