საქართველო "დაშლის ოპერაცია იყო აბსოლუტურად გაუგებრად დაგეგმილი გახარიას მხრიდან" 2021, 14 ივნისი, 22:41 "რაც ხდებოდა 20 ივნისს, ამასთან დაკავშირებით ჩვენ, ბუნებრივია, გაგვიჩნდა კითხვის ნიშნები. დაშლის ოპერაცია იყო აბსოლუტურად გაუგებრად დაგეგმილი გახარიას მხრიდან. რამაც საბოლოო ჯამში, სამწუხაროდ, მძიმე შედეგებამდე მიგვიყვანა. ვგულისხმობ მარტივ რაღაცას – ვინც ერკვევა, ამაზე კონსულტაციებიც მაქვს გავლილი და გარკვეული კითხვები მაქვს დასმული: რატომ იდგნენ შინაგან სამინისტროს სპეცჯგუფები ჭიშკრის გარეთ და არა ჭიშკრის შიგნით, ამ კითხვაზე პასუხი არ არსებობს. ოპერაციის დაგეგმვაზე თვითონ იყო პასუხისმგებელი გიორგი გახარია. ამას აკეთებდა ერთ-ერთ მოადგილესთან ერთად. ეს იყო პირველი ნიშანი. მეორე - რატომ არ იქნა გამოყენებული წყლის ჭავლი და სხვა რბილი საშუალებები".
თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მთავარი არხის ეთერში 143 შეფასება არ არის
|