x
საკუთარ თავზე ჩასატარებელი ძალიან უჩვეულო ცდები
imageჩართეთ რადიო მიმღები ან ტელევიზორი, ოღონდ კონკრეტულ არხს ნუ დაიჭერთ და ისე ქენით, რომ მოწყობილობა მხოლოდ ზომიერ შიშინს გამოსცემდეს. ამის სემდეგ მიიღეთ ჰორიზონტალური მდგომარეობა იატაკზე ან საწოლზე და თვალები შუაზე გაჭრილი პინგ-პონგის ბურთებით დაიფარეთ ისე, რომ მხოლოდ ზომიერ თეთრ ფერებს ხედავდეთ. როგორც ამბობენ, რამდენიმე წუთის შემდეგ ძალიან უცნაურ "სპეცეფექტებს" დაინახავთ – ფერად–ფერად ფორმებს, გაიგებთ ხმებს და თქვენ წარმოიდგინეთ, შესაძლოა, რაღაც სუნებიც კი იგრძნოთ.

სპეციალისტების განმარტებით, ადამიანს ასეთი უცნაურობა ინფორმაციის არარსებობის გამო ემართება, რომელიც ჩვეულებრივ, ვიზუალური ან ხმოვანი არხებით მოიპოვება. ამდენად, თავის ტვინი არარსებული და დაკლებული შეგრძნებების გამოგონებას იწყებს.

###

აიღეთ ორი სკამი, ერთი წინ დადგით მეორე მის უკან. თავად დაბრძანდით უკან, წინ კი სხვა ადამიანი დაისვით. აიხვიეთ თვალები და ხელი თქვენ ცხვირზე დაიდეთ, მეორე ხელი კი წინ მჯდომ ადამიანის ცხვირზე. ორივე ცხვირზე ხელები ერთდროულად აატარ–ჩამოატარეთ. დაახლოვებით ერთ წუთში იგრძნობთ, რომ პაპა კარლოს მიერ გამოჩორკნილ ცნობილ ხის ბიჭუნას დაემსგავსეთ და თქვენი ცხვირი არანორმალურად გრძელი გახდა.


რატომ და როგორ ხდება ამ ეფექტის გამოწვევა, სამწუხაროდ, ზუსტი ახსნა არ არსებობს.

###

სკამზე მჯდარმა ან საწოლზე წამოწოლილმა ასწიეთ მარჯვენა ფეხი და საათის ისრის მიმართულებით ტრიალი დაიწყეთ. ახლა მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითით ჰაერში ციფრი 6 შემოხაზეთ. ამ დროს თქვენი ფეხი თავისით შეიცვლის ბრუნვის მიმართულებას საწინააღმდეგო მხარეს, რაც არ უნდა იწვალოთ, ამის გამოსწორებას, ფაქტობრივად, ვერაფრით შეძლებთ.

სპეციალისტების განმარტებით, ეს ხდება იმიტომ, რომ თავის ტვინის ნახევარსფერო, რომელიც ჩვენი სხეულის მარჯვენა ნაწილს აკონტროლებს, პასუხისმგებელია მოძრაობის რიტმზე. ამდენად, ადამიანების 99 პროცენტს უბრალოდ, არ შეუძლია, ერთდროულად აკონტროლოს მოძრაობა ერთმანეთის საპირისპრიო მხარეს.

2
374
3-ს მოსწონს
ავტორი:ალეკო3538
ალეკო3538
374
  
2012, 4 ოქტომბერი, 16:39
მესამე გამომივიდაა
2012, 7 სექტემბერი, 23:56
მესამე გავაკეთე და გამომივიდა და პირველი რო არ მიცდიკა ))
0 1 2