ფსიქოლოგია აზროვნების პათოლოგია 2021, 14 ივნისი, 20:32 ![]() გარდა აღმოცენებისა ასევე თემატიკის, შინაარსის მიხედვით გამოიყოფა ბოდვის მრავალი ტიპი: დევნის ბოდვა; დამოკიდებულების ბოდვა; განდიდების ბოდვა; დანაშაულის ბოდვა; იპოქონდრიული და სხვა. გარდა ბოდვისა და მათი ტიპებისა ასევე მნიშვნელოვანია ვისაუბროთ ობსეიებსა და კომპულსიებზე. ობსესიები წარმოადგენს პერიოდულად განმეორებად პერსისტენტულ აზრებს, იმპულსებს ან ხატებს, რომლებიც, მიუხედავად მათი შეჩერების მცდელობისა, მაინც აღწევენ გონებაში. აკვიატებულ აზრებთან საქმე გვაქვს მაშინ, როდესაც გონებაში არაკეთილსასურველი ან აბსურდული აზრები აღმოცენდება და პიროვნება, აცნობიერებს მის აბსურდულობას და განიცდის მას. ობსესიების მნიშვნელოვანი მახასიათებელია ის რომ პაციენტი წინააღმდეგობას უწევს თავის აკვიატებას, ეს კი ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან ეს, სხვა ნიშნებთან ერთად, საშუალებას გვაძლევს, ობსესია ბოდვისაგან განვასხვაოთ. თუმცა, პრაქტიკაში მათი ერთმანეთისაგან განსხვავება შეიძლება უფრო რთული აღმოჩნდეს, რადგან ხანგრძლივი ობსესიის შემთხვევაში წინააღმდეგობის გაწევის შესუსტება შეინიშნება. ობსესიებს შეიძლება სხვადასხვა ფორმა ჰქონდეს: ობსესიური აზრები; ობსესიური ეჭვები; ობსესიური იმპულსები; ობსესიური ფობიები. კომპულსიები ობსესიის საპასუხო განმეორებადი, გარეგნულად მიზანშეწონილი ქცევებია. კომპულსიებს ყოველთვის თან ახლავს ერთი მხრივ სუბიექტური განცდა იმისა, რომ ქცევა აუცილებლად უნდა განხორციელდეს და მეორე მხრივ ქცევის განხორციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ძლიერი სურვილი. რაც შეეხება ასოციაციური პროცესების დარღვევებს განასხვავებენ რამდენიმე ფორმას: ასოციაციური პროცესის ფორმის დარღვევის დადგენა ჩვეულებრივ მეტყველებისა და წერის მაჩვენებლების მიხედვით ხდება, თუმცა ზოგჯერ ის პაციენტის ქცევაშიც აშკარად ვლინდება. აზროვნების ფორმის დარღვევა რამდენიმე სახისაა. მაგალითად პერსევერაცია არის ერთი და იმავე აზრის მუდმივად და უადგილოდ გამეორება. ამ დარღვევის დადგენა პიროვნების მეტყველებისა და ქმედებების შესწავლით ხდება. პერსევერაციას ვხვდებით დემენციისა და შუბლის წილის დაზიანებისას; თუმცა, სხვა დაავადებების დროსაც აღინიშნება. აზრთა ქარიშხალის დროს აზრები და მეტყველება სწრაფად ინაცვლებს ერთი თემიდან მეორეზე. ერთი აზრი ბოლომდე არ არის დასრულებული, როდესაც პაციენტი მეორეზე გადადის. ჩვეულებრივ, აზრების ნორმალური, ლოგიკური თანმიმდევრობა შენარჩუნებულია, მაგრამ მათი ერთმანეთთან დაკავშირება შეიძლება გარემოდან შემოსულმა შემთხვევითმა სტიმულებმა გამოიწვიოს. აზრებს შორის კავშირის შესუსტება აზროვნების ნორმალური სტრუქტურის დაკარგვის მაჩვენებელია. პაციენტის საუბარი აბნეულია, ალოგიკურია და დამატებითი კითხვების დასმით უფრო ნათელი არ ხდება. ინტერვიუერებმა, საკუთარი გამოცდილებიდან კარგად იციან, რომ, რაც უფრო მეტად ცდილობენ ისინი ნათელი გახადონ პაციენტის აზრები (ან რაც უფრო დიდხანს არ აწყვეტინებენ პაციენტს საუბარს), მით უფრო ნაკლებად ესმით მისი ნათქვამი. 53 შეფასება არ არის
|