საქართველო "მიშა, შენ არ იყო მიშა, თუ ეს არ გააკეთო – ნახეთ, რა მიმართვას აქვეყნებს მეგი გოცირიძე 2021, 14 ივნისი, 14:09 "ნაციონალური მოძრაობის" წევრი მეგი გოცირიძე სოციალურ ქსელში გარდაცვლილი მეგობრის კოტე ბერიძის წერილს აქვეყნებს და საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს საჯაროდ მიმართავს. გოცირიძის ვრცელ ფეისბუქპოსტს უცვლელად გთავაზობთ: "იმ საბედისწერო არჩევნების შემდეგ არაერთი ჩემი მეგობარი გარდაიცვალა დარდისგან და მათ შორის ჩემი უახლოესი მეგობარი - კოტე ბერიძე, რომლის ანდერძიც აუცილებლად შესასრულებელია - არ შევეგუოთ ოკუპაციას! ხსოვნა იყოს და არ დავიწყება ჩემი მეგობრის, ჩვენი კოტე ბერიძის, რომელიც ტკივილამდე მაკლია და მენატრება .... მიშა, შენ არ იყო მიშა : თუ მაგათ საქართველოს გმირის ღირსება გაათელინო !თუ მაგათ სისხლით და ოფლით ნაშენები ქართული არმია დააშლევინო !თუ მაგათ პატრული ГАИ–თ გადააქცევინო !თუ მაგათ პოლიცია МИЛИЦИЯ–დ გადააკეთებინო !თუ მაგათ ქურდების პარპაში დააბრუნებინო !თუ მაგათ ჩვენი ახალგაზრდები ისევ ნემსზე შეაჯენინო !თუ მაგათ ევროპული ცივილიზაციიდან საქართველო შუა საუკუნეების ბნელეთში, ინკვიზიციაში დააბრუნებინო !თუ მაგათ სხვა აღმსარებლობის ადამიანები დააჩაგვრინო !თუ მაგათ NATO–სკენ გზიდან გადაახვევინო !თუ მაგათ ЗАК.ЖД. ისევ გაახსნევინო !თუ მაგათ თბილისში ЗАК.ВО. დააბრუნებინო !თუ მაგათ აფხაზეთი და სამაჩაბლო აღიარებინო !თუ მაგათ რუსებისთვის ოკუპანტის სტატუსი მოახსნევინო !თუ მაგათ თბილისში ოკუპაციის მუზეუმი გააუქმებინო !თუ მაგათ რუსული არმია "მშვიდობისმყოფელებად" გადააქცევინო !თუ მაგათ ქართული კულტურა ორენოვნად გადააქცევინო ! თუ მაგათ ქართული ენერგეტიკის კვლავ რუსეთზე დამოკიდებულების საშუალება მისცე !თუ მაგათ 9 წლის მანძილზე ნაშენებზე თითი უშნოდ დააკარებინო !თუ მაგათ წარმატებული სახელმწიფო ინსტიტუტები საბჭოთა КАНТОРА–დ გადააქცევინო !თუ მაგათ ამ ინსტიტუტებში მექრთამეობა კვლავ დააბრუნებინო;თუ მაგათ უკანასკნელი ორი საუკუნის მანძილზე პირველად, ნელნელა, წვალებით ფეხზე წამომდგარი ქართული სახელმწიფოს რუსული იმპერიის წინაშე დაჩოქების საშუალება მისცე და ჩვენი შვილების მომავალი მიწასთან გაასწორებინო !და ბოლოს ყველაზე მთავარი ! შენ მართლა არ იყო ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი - მიშა, თუ მტერს დანებდე და მე და ჩემსავით ათიათასობით პატრიოტ ადამიანს საქართველოს მომავლისათვის გადამწყვეტ ბრძოლაში მონაწილეობა არ მიგვაღებინო ! ! !" - წერს მეგი გოცირიძე.268 შეფასება არ არის |