x
მეტი
  • 23.11.2024
  • სტატია:138421
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
უნიკალური აღმოჩენა კახეთში - დავითგარეჯის კომპლექსის უცნობი ეკლესია, მკვლევარებმა სრულიად შემთხვევით იპოვეს
image


კახეთში, დედოფლისწყაროს რაიონში ექსპედიციის დროს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და კვლევის ცენტრის თანამშრომლებმა კლდეში ნაკვეთი გუმბათიანი ეკლესია სრულიად შემთხვევით იპოვეს. ტაძრის შესახებ აქამდე არანაირი ინფორმაცია არ არსებობდა. სპეციალისტების ვარაუდით ძეგლი IX-X საუკუნით თარიღდება და ის გარეჯის სამონასტრო კომპლექსის, სატორგეს მონასტრის ნაწილია.


image


სატორგეს სამონასტრო ქვაბული მდებარეობს დასავლეთიდან აღმოსავლეთით გაწოლილ ყაჯირის ქედზე, მდ. ივრის მარჯვენა ნაპირზე, დალის წყალსაცავის დასავლეთით. მონასტრის ქვაბულები, ისევე როგორც გარეჯის სხვა მონასტრების შემთხვევაში, ძირითადად ქედის სამხრეთ და აღმოსავლეთ ფერდზეა ნაკვეთი, დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით და დაახლოებით 8 კმ-ზე გრძელდება. ქვაბულები ჯგუფ-ჯფუფადაა ნაკვეთი და ალპინისტური აღჭურვილობის გარეშე ძირითადად მიუვალია. ამ დრომდე სატორგედან ცნობილი იყო ერთი გუმბათიანი ეკლესია, რომელიც 1980-იან წლებში პირველად დააფიქსირა შალვა ლეჟავამ.



რაც შეეხება ახლადაღმოჩენილ მეორე გუმბათიან ეკლესიას, სამეცნიერო ლიტერატურის დამუშავებისა და სპეციალისტებთან კონსულტაციის შედეგად აღმოჩნდა, რომ სატორგეს კომპლექსის ეს ეკლესია უცნობი იყო, როგორც სამეცნიერო ლიტერატურაში, ასევე სპეციალისტებს შორის.


როგორც კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და კვლევის ცენტრის დამფუძნებელი ანზორ მჭედლიშვილი ამბობს, ერთ-ერთი ექსპედიციის დროს, როცა სატორგეს მონასტრის მონახულებისას, გზიდან შემთხვევით შეამჩნიეს გამოქვაბული, რომელსაც ფოტო გადაუღეს და გზა განაგრძეს, რადგან ამ ადგილას, რუკაზე არაფერი იყო აღნიშნული.


"როცა კომპიუტერში ფოტოებს ვამუშავებდი, დიდ ეკრანზე უკვე კარგად გამოჩნდა კლდეში გამოკვეთილი თაღები და ცხადი გახდა, რომ ეს ეკლესია უნდა ყოფილიყო" - ამბობს მჭედლიშვილი.


image


ტაძრის შესწავლის მიზნით, 2021 წლის 25 აპრილს განხორციელდა მორიგი ექსპედიცია, შესაბამისი სამთო-ალპინისტური აღჭურვილობით, რადგან ძეგლთან მისვლა სპეციალური აღჭურვილობის გარეშე შეუძლებელია. ცენტრის ხელმძღვანელმა ვასილ ჭიჭაღუამ, საკმაოდ რთული რელიეფის მიუხედავად, მოახერხა ეკლესიაში შესვლა. კლდეში ნაკვეთი უნიკალურია მისი მოყვანილობით და მხატვრული გაფორმებით შემორჩენილ ეკლესიას ოთხკუთხა ფორმა აქვს და სამხრეთით, კლდეში გაჭრილი კარით უკავშირდებოდა დანარჩენ ქვაბულებს... განაგრძეთ კითხვა <<<



0
5681
7-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
5681
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0