x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134513
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
"ნაცრისფერი" უცხოპლანეტელები სინამდვილეში ბიორობოტებია-პოლკოვნიკ კორსოს აღიარებები (ვიდეო)

image

ჯერ კიდევ 1997 წელს, აშშ-ის არმიის ყოფილმა პოლკოვნიკმა, გამოსცა წიგნი, რომელმაც დიდი რაოდენობის სხვადასხვა შეთქმულების თეორიებს დაუდო სათავე. განსაკუთრებული ადგილი წიგნში უცხოპლანეტელების სხეულებს ეთმობა.

image

1997 წ. აშშ-ში გამოვიდა წიგნი სახელწოდებით "როზუელის შემდგომი დღე" ("The Day After Roswell"), რომელიც მაშინვე იქცა სენსაციად უფოლოგებსა და შეთქმულების თეორიის მონაწილეებს შორის. წიგნის ავტორია ფილიპ ჯეიმს კორსო, ყოფილი სამხედრო პოლკოვნიკი, რომელიც აშშ-ის არმიაში მსახურობდა 1942-1963 წლებში. კორსო წიგნში ირწმუნება, რომ იგი პირადად ხელმძღვანელობდა იმ განყოფილებას, რომელიც იცავდა და სწავლობდა ამო-ს ნამსხვრევებს (საუბარია 1947 წ. ქ. როზუელში, ნიუ-მექსიკოს შტატში ნაპოვნ მფრინავ ობიექტზე და მის ეკიპაჟზე) და ამოხსნა ამ მოვლენის მრავალი საიდუმლო და გამოცანა. მათ შორის, ის ირწმუნებოდა, რომ ბოლო ათწლეულების მრავალი ტექნიკური გამოგონება, როგორიცაა ტექნიკური ბოჭკო, ტრანზისტორები, ღამის ხედვის ხელსაწყოები და კომპიუტერის ჩიპები, უცხოპლანეტელთა ტექნოლოგიების შესწავლის პირდაპირი შედეგია.

წიგნში კორსო შეეხო იმდენ სხვადასხვა შეთქმულების თეორიებს, რომ ხშირად უფოლოგები მას ნაწილობრივ გამოგონილად ან გადაჭარბებულად თვლიდნენ. თვითონ კორსო უეცრად გარდაიცვალა გულის შეტევით, წიგნის გამოსვლიდან სულ რაღაც რამდენიმე თვის შემდეგ. კონსპიროლოგები თვლიან, რომ ის უბრალოდ "მოიშორეს", რადგან ძალიან ბევრი რამ გამოიტანა სააშკარაოზე.

პოლკოვნიკ კორსოს არ ჰქონდა ფსიქიური ავადმყოფობები, არ იყო ფანატიკოსი, არ ჰქონდა აკვიატებული ფობიები. თავისი სამხედრო კარიერის მანძილზე, მას მამაც და ხისტ მეთაურად იცნობდნენ: 1945 წ. მისი დახმარებით მოხდა ათასი ებრაელი დევნილის გამოყვანა რომიდან, კორეის ომის დროს დაზვერვაში მუშაობდა, ომის შემდეგ კი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წევრი იყო. მოკლედ, ინტერვიუებშიც და წიგნშიც კორსო ამტკიცებდა, რომ აშშ-ის მთავრობა მალავდა სიმართლეს ამო-ს და უცხოპლანეტელების შესახებ, რათა იგი თავის სასარგებლოდ გამოიყენოს ტექნიკურ სფეროში. მისი სიტყვებით, რეიგანის ცნობილი "ვარსკვლავური ომების" ინიციატივა (სტრატეგიული თავდაცვის ინიციატივა), გათვალისწინებული იყო არა იმდენად საბჭოთა თანამგზავრების წინააღმდეგ, არამედ პოტენციურად დედამიწის ორბიტაზე უცხოპლანეტელთა ხომალდების შემოჭრის წინააღმდეგ.

იმავე წიგნში "როზუელის შემდგომი დღე" კორსო აღწერს არა მხოლოდ ამო-ს ნამსხვრევებს, არამედ მოგვითხრობს უცხოპლანეტელთა სხეულების შესახებ, რომ ისინი აღმოჩენილ იქნა ჩამოვარდნილ ობიექტში და დეტალურად იქნა შესწავლილი.

imageსქრინშოტი

image

კორსოს სიტყვებით, ყველაფერი იმაზე მეტყველებდა, რომ ეს "ნაცრისფერი" არსებები არა უცხოპლანეტელები იყვნენ, არამედ სპეციალურად სხვა პლანეტებზე მუშაობისთვის შექმნილი ბიორობოტები. იგი წერდა, რამდენადაც მისთვის ცნობილია, საერთოდ არავის და არასოდეს უნახია რეალური უცხოპლანეტელი, ყველა თვითმხილველს და გატაცებულს დიდთავა და შავთვალებიან "ბიომანქანებთან" ჰქონდათ კონტაქტი. ამის მტკიცებულებად კორსო აღწერდა, რაც ნანახი იქნა მათი სხეულების გაკვეთის დროს: მათ არ აღმოაჩნდათ არავითარი საჭმლის მომნელებელი სისტემა, ამასთან ეს სხეულები ელექტრონულად დაკავშირებული იყო კოსმოსური ხომალდის მართვის ელემემტებთან.

image

image

"შესაძლოა ჩვენ უნდა განვიხილოთ ეს აბო (არამიწიერი ბიოლოგიური ობიექტები), როგორც მათ მოიხსენიებდნენ გაკვეთის ანგარიშებში, როგორც ჰუმანოიდური ობიექტები, და არა როგორც სიცოცხლის ფორმები, შემუშავებული სივრცეში და დროშ დიდ მანძილებზე მოგზაურობებისთვის"-წერდა კორსი.

"თუმცა ექიმებმა ვერ დაადგინეს როგორ მუშაობს მათი ორგანიზმი (ქიმიის თვალსაზრისით), მათ დაადგინეს რომ ისინი არ შეიცავენ ადამიანებისთვის უცხო ძირითად ელემენტებს. განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენდა სითხე, რომელიც მათ სისხლის მაგივრობას უწევდა, და როგორც ჩანს, ორგანიზმის ფუნქციებს არეგულირებდა, როგორც ამას გამომყოფი ჯირკვლები ასრულებენ ადამიანის ორგანიზმში.

ამ ბიოლოგიური ობიექტებში სისხლისა და ლიმფის მიმოქცევის სისტემები გაერთიანებული იყო. თუ ამ სისტემებში იყო კიდეც რაიმე საკვებ ნივთიერებათა ცვლა, ეს მოხდებოდა მხოლოდ კანის ზედაპირისა ან რომელიმე გარეგანი დამცავი საფარველის მეშვეობით, რომლითაც ისინი იყვნენ დაცული, რადგან მათ არ ჰქონდათ საჭმლის მომნელებელი სისტემები და სისტემები, რომლის მეშვეობითაც საკვების ნარჩენები გამოიდევნება ორგანიზმიდან."






იხილეთ შემდეგი:







ჰიპოთეზა: "უცხოპლანეტელები" როზუელიდან საიდუმლო ექსპერიმენტების შედეგად დასახიჩრებული ადამიანები იყვნენ


image


საიდუმლოებით მოცული მონეტა, რომელიც ეგვიპტეში აღმოაჩინეს

image


ნაპოვნი ბროლის კოსმონავტი, რომელიც არ ჯდება ოფიციალური მეცნიერების ჩარჩოებში

image


ბულგარეთში, არქეოლოგიური გათხრების დროს, არტეფაქტი-"უცხოპლანეტელის" ნიღაბი აღმოაჩინეს

image


ანტარქტიდის გამოცანა: შუქი სავარაუდო ლუკიდან გამოდიოდა? და გვირაბის თავზე მდებარე გაყინული ტბების დნობა(ვიდეო)

image


ანტარქტიდაში აღმოჩენილი გიგანტური "შესასვლელები". ხელოვნურია თუ ბუნებრივი წარმონაქმნი?

image


ვარსკვლავებიანი ცის რუქა ეგვიპტურ აკლდამაში: შეცდომა თუ საიდუმლო ცოდნა?

image






0
1079
5-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
Mediator image
1079