ფეხბურთი
რეკორდსმენი ფეხბურთელი, რომლის რეკორდების გამეორება შეუძლებელია
2012, 7 სექტემბერი, 16:08
გინესის რეკორდების წ
იგნი - 2013-ის გამოშვებაში „მანჩესტერ იუნაიტედის“ 38 წლის ნახევარმცველის რაიან გიგზის ოთხი რეკორდი შევიდა, რომელთაგან ორის გამეორებას ან/და მითუმეტეს, გაუმჯობესებას ვერასდროს ვერავინ შეძლებს:
1. რაიან გიგზს პრემიერლიგის დაარსებიდან (1992 წ.) დღემდე ყველა სეზონში უთამაშია;
2. რაიან გიგზს პრემიერლიგის დაარსებიდან დღემდე ყველა სეზონში გოლი აქვს გატანილი.
გარდა ამისა, უელსელი ლეგენდა რეკორდსმენია პრემიერლიგაში ჩატარებული მატჩებით (598) და პრემიერლიგის ოქროს მედლების რაოდენობით (12).
„მე ძალიან ამაყი ვარ ჩემი რეკორდების მსოფლიო აღიარებით“, - აცხადებს უელსელი სუპერვარსკლავი. მისი თქმით, ის ბავშვობიდანვე კითხულობდა გინესების რეკორდების წიგნს და მისთვის ამ სიაში მოხვედრა ძალიან საამაყოა.