x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ახლახანს მომაწოდეს სკანდალური ინფორმაცია" - ნახეთ, რა პოსტს ავრცელებს ელისო კილაძე

image


ჟურნალისტი და გაზეთ "ქრონიკა +"- ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და აცხადებს, რომ ერთ-ერთ უმსხვილესს ამერიკულ ინტერნეტ-მაღაზია "ამაზონზე" "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის წიგნი იყიდება, რომლის ღირებულებაც 40 ევროს შეადგენს და რომლის შეძენასაც ის უახლოეს მომავალში გეგმავს: "უიმეე -ახლახანს მომაწოდეს სკანდალური ინფორმაცია!! ირაკლი კობახიძე (გავრილოვის) წიგნი ამაზონზე იყიდება და 40 ევრო ღირს!!! უნდა გამოვიწერო. არ ვღადაობ-ფაქტი იხ.პირველ კომენტარში" - წერს კილაძე. ჟურნალისტის პოსტს ექსპერტი გია ხუხაშვილიც გამოეხმურა და მას შემდეგი შინაარსის კომენტარი დაუტოვა: "ერთადერთი მყიდველი იქნებით". შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ - ერთმა წევრმა, ანრი ოხანაშვილმა პარტიების დაფინანსების შესახებ კანონის განხილვისას ოპოზიციონერ კოლეგას, აკაკი მინაშვილს ურჩია, რომ ირაკლი კობახიძის წიგნები ხშირად იკითხოს, განსაკუთრებით კი, საკონსტიტუციო სამართალში. "თქვენი ერთ-ერთი პოლიტიკის განმსაზღვრელი ადამიანი, ირაკლი კობახიძე 2008 წელს თავის ავტორობით შექმნილ წიგნში წერდა, რომ დაუშვებელია პოლიტიკურ პარტიას უარი ეთქვას დაფინანსებაზე მის მიერ საქართველოს პარლამენტისთვის ბოიკოტის გამოცხადების მიზეზით, ანუ როდის იყავით გულწრფელები, ახლა თუ მაშინ?", — იკითხა აკაკი მინაშვილმა. ანრი ოხანაშვილმა კი კოლეგას ასეთი პასუხი გასცა: "კარგია ბატონო აკაკი, გააგრძელეთ ბატონი ირაკლი კობახიძის წიგნების კითხვა, ბევრ რამეს ისწავლით". მსურველებს "ამაზონზე" წიგნის შეძენა მხოლოდ გერმანულ ენაზე შეუძლიათ. ნაშრომი გერმანიისა და საქართველოს პარტიული სისტემების შედარებას წარმოადგენს.


image
















0
752
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
752