x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ირანელი ლამაზმანების" საიდუმლო გამჟღავნდა: ქალები ჰარემიდან სულაც არ არიან ისეთები, როგორადაც თავს ასაღებდნენ

image


ნამდვილად ნახეთ შოკისმომგვრელი ფოტოები ირანის მმართველის ნასერ ალ-დინ შაჰ ყაჯარის ჰარემიდან და ნამდვილად ფიქრობდით რომ ირანელი ლამაზმანები რეალურად სწორედ ასე გამოიყურებოდნენ? როგორც აღმოჩნდა, ისინი სულაც არ არიან ისეთები, როგორებადაც თავს ასაღებდნენ.


image


მოგეხსენებათ, შაჰ ყაჯარი ფოტოგრაფიით იყო გატაცებული და ამ საკითხში მას ყაჯარების დინასტიის კარის ფოტოგრაფი ანტუან სევრიუგინი ეხმარებოდა, რომელიც იმ პერიოდში ირანში ყველაზე წარმატებული ფოტოატელიეს მფლობელიც გახლდათ, მაგრამ საქმე იმაშია რომ შარიათის თანახმად, ადამიანების და განსაკუთრებით კი, ქალების სახის გადაღება არ შეიძლებოდა.


image


სახელმწიფოს მეთაურს რა თქმა უნდა, ამ წესის დარღვევა შეეძლო, ოღონდ ეს მხოლოდ საკუთარ თავსა და კარზე მომუშავე მოსამსახურეებზე ვრცელდებოდა, მაგრამ არამც და არამც ჰარემის ქალებზე. მაშ ვინ არიან ეს ქალები ფოტოებზე? და რატომ არ არიან ისინი ისეთივე ლამაზები და მშვენიერები, როგორც ისინი წიგნებში არიან აღწერილნი?


image


როგორც ირკვევა, სინამდვილეში ესენი არა თუ ჰარამხანის ქალები, არამედ არც შაჰის ცოლები, და ზოგადად, საერთოდ... ქალებიც კი არ არიან! რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, ამ ფოტოებზე აღბეჭდილი ნასერ ალ-დინ შაჰ ყაჯარის მიერ შექმნილი პირველი სახელმწიფო თეატრის მსახიობები არიან, რომელიც ევროპული კულტურის დიდი თაყვანისმცემელი გახლდათ.


image


თეატრის ორგანიზატორი მირზა ალი აქბარ ხან ნაგაშბაში გახლდათ, რომელიც თანამედროვე ირანული თეატრის ერთ-ერთ ფუძემდებლად ითვლება. იმ დროის სპექტაკლებში კი, მოგეხსენებათ მხოლოდ კაცები თამაშობდნენ, რადგან 1917 წლამდე ირანელ ქალებს სცენაზე გამოსვლა ეკრძალებოდათ. ეს არის და ეს "ირანელი პრინცესების" მთელი საიდუმლო: დიახ, ეს არის შაჰის ჰარამხანა, მაგრამ მხოლოდ თეატრალურ დადგმაში.


imageimageimageimage



















0
355
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
355