x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
ინდოეთში 11 წლის წინ დაკარგული გოგონა იპოვეს- მთელი ეს დრო ის მეზობელ სახლში იყო გამომწყვდეული

ინდოეთში იპოვეს გოგონა სახელად საჯიტა, რომელიც 11 წლის წინ გაუჩინარდა. აღმოჩნდა, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში ის გზის პირას მდებარე მეზობელ სახლში ცხოვრობდა - ახალგაზრდა გოგონა მშობლებს ეკამათა და გაიქცა მეზობელ მხატვართან, რომელმაც შემდგომ ის თავის სახელოსნოში გამოკეტა.

image

Indian Express-ის თანახმად, საჯიტა და მხატვარი რაჰმანი სხვადასხვა რელიგიურ კონფესიას ეკუთვნოდნენ, რის გამოც მათ გადაწყვიტეს, საყვარელ ადამიანებისთვის არ ეთქვათ ურთიერთობის შესახებ. 2010 წლის თებერვლის ერთ დღეს, გოგონა მშობლების ეკამათა და გაიქცა სახლიდან. ნათესავები გოგონას რამდენიმე თვე ეძებდნენ, შემდეგ კი ხელი ჩაიქნიეს, იფიქრეს, რომ ის ვიღაცას გაჰყვა ცოლად და სხვა ქალაქში ან სოფელში გადავიდა. გოგონას პოვნა ვერც პოლიციამ შეძლო.

მთელი ეს დრო საჯიტა გზის პირას მდებარე სოფლის სახლში ცხოვრობდა ჩუმად სახელოსნოში, რათა არავის დაენახა. იქიდან კი მხოლოდ ოჯახცის სახლიდან გასვლის შემდეგ გამოჰყავდა. რაჰმანის ძმის, ბაშირის თქმით, მამაკაცი აგრესიული იყო, მუდამ ნერვიულობდა, ბრაზდებოდა თუ ვინმე მის სახელოსნოში შესვლას დააპირებდა და საჭმელიც იქ ჩაჰქონდა ხოლმე:

“ ”ზოგჯერ ის ფსიქიურად არასტაბილური ადამიანივით იქცეოდა და სასტიკი ხდებოდა, თუ ვინმე შეეცდებოდა მის ოთახში შეღწევას. იქ ჭამდა კიდეც ... დღისით, როდესაც ყველა სამსახურში იყო, რაჰმანს საჯიტა ოთახიდან გაჰყავდა... ”.

საბოლოოდ, ბაშირმა შემთხვევით აღმოაჩინა გოგონა, რის შემდეგაც მან დაარწმუნა რაჰმანი სიმართლე ეთქვა. წყვილი პოლიციაში მივიდა, სასამართლომ შეაფასა ინციდენტის ყველა გარემოება და მათ ერთად ცხოვრების უფლება მისცა. თვითონ მხატვარმა უარი თქვა აეხსნა თუ რატომ ჰყავდა 11 წელი გოგონა თავის სახელოსნოში გამოკეტილი.

0
749
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
749
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0