x
მეტი
  • 22.07.2024
  • სტატია:136086
  • ვიდეო:351963
  • სურათი:510359
ევროპული საფეხბურთი ზეიმი იწყება-საინტერესო ფაქტები
imageდღეს იტალია-თურქეთის მატჩით იხსნება ევროპის რიგით მე-16 ჩემპიონატი ფეხბურთში, რომელიც ერთი თვე გაგრძელდება, როგორც ცნობილია ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში ერთი წლით გადაიდო კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გამო.ევრო-2020(21) პირველი ჩემპიონატი არის ასპარეზობის ისტორიაში, რომელიც კონკრეტულად ერთ ქვეყანაში არ ჩატარდება, არამედ რამდენიმე ქვეყნის ქალაქში.


ქვემოთ შეოგთავაზებთ რამდენიმე საინტერესო ფაქტს ევროპის ჩემპიონატის ისტორიიდან:




1)ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის პირველი ტურნირი გაიმართა 1960 წელს და მანამდე ერქვა ევროპის ნაციონალური თასი( 1968 წლამდე) პირველი ჩემპიონი გახდა საბჭოთა კავშირი, რომელმაც ფინალში დაამარცხა იუგოსლავიის ნაკრები 2:1.

image




2)ყველაზე გამოცდილი და ტიტულოვანი ნაკრები ევროპის ჩემიონატების ისტორიაში გერმანიის ნაკრებია. ამ ქვეყნის ეროვნული გუნდი ფინალურ ეტაპზე 12-ჯერ გავიდა და 3-ჯერ გახდა ჩემპიონი (ესპანეთთან ერთად)

image


3)ევროპის ჩემპიონატის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირები მიშელ პლატინი და კრიშტიანუ რონალდუ არიან – 9/9 გოლი.მას მოჰყვება ინგლისელი ალან შილერი 7 გოლით.მიშელ პლატინის კიდევ ერთი რეკორდი ეკუთვნის-ერთადერთი ჰეთ-ტრიკის ავტორია.

image


4)ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში სულ 3 ქვეყანაა, რომლებმაც ერთზე მეტჯერ მოიგეს ევროპის ჩემპიონატი, ესაა გერმანია და ესპანეთი 3/3 ჯერ და საფრანგეთი ორჯერ.

image


5)ასევე მხოლოდ სამი ნაკრებია, რომელიც მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის ტიტულს ერთდროულად ატარებდა– გერმანია, საფრანგეთი და ესპანეთი.

image


6)სულ ორი გუნდია, რომელიც ყველაზე მეტჯერ- სამჯერ იყო მეორეადგილოსანი, ანუ სამჯერ გავიდა ფინალში და დამარცხდა, ესაა გერმანია და საბჭოთა კავშირი.

image


7)2021 წლის ევროპის ჩემპიონატზე რონალდო და იბრაჰიმოვიჩი გახდებიან ერთადერთი ფეხბურთელები, რომლებსაც ევროპის ოთხ ჩემპიონატში ექნებათ მონაწილეობა მიღებული.

image

0
103
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
103
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0