ნარკვევები საქართველოსა და ქართველი ხალხის დიდი მეგობარი არტულ ლაისტი იმერლების შესახებ წერდა 2021, 8 ივნისი, 4:05 ![]() ცოცხალი იმერლისა და უფრო მძიმე ხასიათის აღმოსავლეთ საქართველოს მცხოვრებთა შორის არის დიდი განსხვავება. იმერლების დამახასიათებელი თვისებაა სიმარდე. ისინი მოქნილნი, ჭკუამახვილნი, კარგი მოლაპარაკენი, მაგრამ ამასთან ერთად ზარმაცებიც არიან, ეს სამხრეთის ხალხის დამახასიათებელი თვისებაა. იმერლები უფრო მხიარული ხალხია, ვიდრე აღმოსავლეთის მხრის ქართველები. მათ თავისი განმანსხვავებელი თვისებები უსათუოდ თანდათანობით გადმოიღეს წარსულში ბერძენთა მცხოვრებლებისგან. ვინც საბერძნეთში ყოფილა, განსაკუთრებით ათენში და დაკვირვებია ბერძენთა ცხოვრებას სხვადასხვა გარემოებაში, ის დარწმუნდება რომ მათი ცხოვრება ძალიან ჰგავს იმერლების ცხოვრებას, ამითვე შეიძლება დამტკიცდეს იმერლების ნიჭი ვაჭრობაში. ცოცხალი ტემპერამენტისა და ლაპარაკის უნარის მხრივ ბერძნებს იმერლებს ბევრი საერთო აქვთ. იმერული კილო გამოითქმება ჩქარა და ხშირად არ გვაძლევს დროს დაუფიქრდე მის აზრს. იმერლები ძალიან ნიჭიერი მსახიობები არიან, როგორც ცხოვრებაში, ისე სცენაზეც, ამით აიხსნება ის შემთხვევაც, რომ მსახიობთა უმეტესი ნაწილი ქართულ სცენაზე იმერლები არიან. ოცი ან ოცდაათი წლის შემდეგ ისინი დაიპყრობენ სხვა პროფესიებსაც, რომელშიაც ჯერ არ არიან გაწაფულნი. 657 3-ს მოსწონს
|