x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"დიდი სკანდალი პოსტ ტვ-ში, შალვა ეძებე წყარო"- ელისო კილაძე სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს

image


გაზეთ "ქრონიკა+" - ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე "პოსტ ტვ "- ისთან დაკავშირებით სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს და აცხადებს, რომ ტელეკომპანიიდან თანამშრომლებს მასიურად ყოველგვარი ახნა- განმარტების გარეშე უშვებენ. კილაძე სანდო წყაროზე დაყრდნობით, რომელიც ამავე დროს ზემოაღნიშნული ტელეკომპანიის თანამშრომელია აცხადებს, რომ შალვა რამიშვილს რეიტინგის დადება ადამიანების დაბულინგებისა და დაცინვის ხარჯზე სურდა, და რომ ამის შესახებ მალე ყველა თავად ალაპარაკდება: "დიდი სკანდალი პოსტ ტვ-ში-ექსკლუზიურად ქრონიკა+-ში, ორშაბათს ! შალვა რამიშვილს დავურეკეთ კომენტარზე და მომიკითხა, ცოტა ადრიანად ვუანონსებ, წყარო იქაური და სანდოა, შალვა ეძებე წყარო" - წერს ელისო კილაძე სოციალურ ქსელში. ესეც დაანონსებული დღევანდელი "ქრონიკა+"-ი, ანონიმური წყაროს ექსკლუზიური ინფორმაციით.

image
0
689
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
689