საზოგადოება ქენდალ ჯენერმა თინეიჯერულ აკნეზე ისაუბრა, როგორ გაიქრო სუპერმოდელმა გამონაყარი? იხილეთ რეცეპტი. 2021, 6 ივნისი, 13:49 ქენდალ ჯენერმა თინეიჯერულ აკნეზე ისაუბრა, როგორ გაიქრო სუპერმოდელმა გამონაყარი?
იხილეთ რეცეპტი.
ქენდალ და კაილი ჯენერებმა Youtube-ზე ერთობლივი ვიდეო გამოაქვეყნეს, სადაც Kylie Cosmetics-ის ახალი თვალის ჩრდილები წარადგინეს. პროდუქტების განხილვამდე, ქენდალმა ბავშვობა და თინეიჯერობის წლები გაიხსენა.
შესაძლოა, აკნე და გამონაყარი კანის ფიზიკური პრობლემაა, მაგრამ არანაკლებ ზიანს აყენებს ადამიანის ფსიქიკურ ჯანმრთელობას. აკნესთან ბრძოლის პროცესი განსაკუთრებული გამოწვევებით არის სავსე თინეიჯერობის ასაკში.
მახსოვს, მეცხრე კლასში გადასვლამდე ჩემი აკნე ძალიან პრობლემური გახდა. გამონაყარის დასაფარად, ყოველ დილით, სკოლაში წასვლამდე სახეზე უამრავ პროდუქტს ვიდებდი. მაშინ, მაკიაჟის სწორად გამოყენებაზე არაფერი ვიცოდი – ქენდალ ჯენერი.
„ყოველ დილით, სკოლის კიბეებთან კაილის ვეკითხებოდი- მეტყობა გამონაყარი? რა თქმა უნდა მეტყობოდა და ამას კაილიც ხედავდა, მაგრამ ყოველთვის მეუბნებოდი რომ არა, მშვენივრად გამოვიყურებოდი.”
რა გამოვიყენოთ გამონაყარის გასაქრობად?
ნახევარი ჩაის კოვზი სოდა, ნახევარი ჩაის კოვზი ლიმონის წვენი და ჩაის კოვზი თაფლი. კენდალმა განმარტა, რომ საცხობი სოდა და ლიმონის წვენი ხელს უწყობს ბუშტის გამოშრობას, ხოლო თაფლი გაღიზიანების დაცხრობას.
37 1-ს მოსწონს
|