ასტროლოგია ნუმეროლოგია და წყვილები ნაწილი 2 2012, 7 სექტემბერი, 10:06 წინა სტატიაში განვმარტე თუ, როგორ გამოითვლება ცხოვრების ციფრი და განვიხილე 1-ანი და 1-ანის და 1-ანი და 2-ანის თანაცხოვრების შესაძლებლობები. ახლა გადავიდეთ შემდეგზე:
1-ანი და 3-ანი ეჭვიც არ უნდა შეგვეპაროს, რომ ასეთი წყვილის თანაცხოვრება იქნება მრავალფეროვანი და არცთუ მშვიდი. თუ მათი საქმიანობის სფერო იქნება შემოქმედება ან ხელოვნება მაშინ საკმაოდ ხშირად მათი ერთობლივი საქმიანობა მოიტანს დიდ მატერიალურ შემოსავალს ოღონდ როლები შემდეგნაირად იქნება გადანაწილებული- ერთიანი იქნება იდეების საბადო, ხოლო სამიანი იპოვის საჭირო ადამიანებს და ფინანსებს ამ იდეების განსახორციელებლად. ანუ თუ მათ მოღვაწეობის სფერო და ინტერესებიც საერთო ექნებათ ყველაზე მცირე, რასაც მიაღწევენ იქნება ფინანსური სტაბილურობა. ერთიანი უნდა შეეგუოს იმ ფაქტს, რომ ყველა შემთხვევაში გარშემო მყოფებისთვის ლიდერის პოზიციას დაიკავებს არა ის, არამედ სამიანი. ამ უკანასკნელთან საერთო ენის გამონახვა არ გაუჭირდება თუ მიეჩვევა მის ენაზე საუბარს-გამოკვეთილად, გასაგებად, მინიშნებების და ქარაგმების გარეშე და ძირითად აქცენტს გააკეთებს გრძნობებზე. ჰარმონიის მიღწევა სექსუალურ სფეროში საკმაოდ ძნელია, განსაკუთრებით საწყის ეტაპზე, როცა ორივე მათგანი სულ სხვა რამისკენ ისწრაფვის. მათი მხრიდან დიდი შეცდომა იქნებოდა ამ საკითხისადმი ზერელე დამოკიდებულება, სამიანი ზოგადად გრძნობებს გასაქანს მხოლოდ იმ შემთხვევაში აძლევს, როცა დარწმუნებულია, რომ უყვართ და ამას ყურადღების და სითბოს გამოვლენით გამოხატავენ. ზოგადად 1-ანს ძალიან უჭირს შეუქმნას პარტნიორს ფსიქოლოგიური კომფორტი და ამის კომპენსირებას ახდენს ზერელე დამოკიდებულებით, არ ცდილობს გრძნობებს ჩაუღრმავდეს, უამისოდ კი, მარტო ინტუიციის იმედად ძნელია იპოვონ სექსუალური ჰარმონიის გასაღები. 1-ანი და 4-ანი მათი კავშირი წარმატების მომტანია არამარტო ოჯახში არამედ სამსახურშიც. იდეების საბადო ერთიანი და მუდმივად ჩრდილში მყოფი ოთხიანი, რომელიც სულ იმის მიღწევაშია არ გამორჩეს მხედველობიდან არც ერთი წვრილმანი და ყველაფერი იყოს ზედმიწევნით კარგად. ისინი საერთოდ ადვილად პოულობენ საერთო ენას. მთავარია ერთიანს არ დაავიწყდეს ხაზი გაუსვას პარტნიორის დამსახურებას საკუთარ წარმატებაში და არ ატკინოს გული მას უნდობლობითა და უხეშობით. 4-ანი მიაჩვევს პარტნიორს იხელმძღვანელოს წარსულის გამოცდილებით, იყოს არა მხოლოდ მიზანსწრაფული და თავდაჯერებული არამედ აკურატულიც და შეეძლოს დახმარების მიღებაც და დაფასებაც. ოთხიანი იზრუნებს იმაზეც, რომ სახლი იყოს მყუდრო და ატმოსფერო შიგნით კომფორტული. ინტიმურ სფეროში მათ საკმაოდ უჭირთ ჰარმონიის მიღწევა. ვინაიდან ერთიანებს არ ახასიათებთ მოქნილობა, ოთხიანებს კი საკუთარი გრძნობების და სურვილების ფორმულირება არ შეუძლიათ, ორივე პარტნიორი განიცდის დიდ დისკომფორტს მაგრამ ვერ ხვდება ამის მიზეზს. შეცდომა იქნებოდა მათი მხრიდან არ იფიქრონ ამ პრობლემის მოგვარებაზე, მითუმეტეს, როცა მათი ურთიერთობის დიდ პლუსად ითვლება ის, რომ მათი მოთხოვნები და მისწრაფებები მსგავსია და დიდი ძალისხმევა არ იქნება საჭირო პრობლემების მოსაგვარებლად. 1-ანი და 5-ანი მათ საკმაოდ უჭირთ ჰარმონიის მიღწევა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შეუძლებელია. ამისათვის 1-ანმა უნდა აღიაროს, რომ პარტნიორს აქვს უფლება პირადი ცხოვრების და ინტერესების. ეს კავშირი არ იქნება სტაბილურად ერთფეროვანი. ეს ის შემთხვევაა, როცა ურთიერთობა ან ვითარდება ან იფერფლება მაგრამ არ შეიცვალოს არ შეიძლება. ერთიანისთვის მნიშვნელოვანია მიხვდეს, რომ 5-ანი მასში აფასებს პირველ რიგში შემოქმედებით საწყისს, აზროვნების ორიგინალურ სტილს და სხვების გაგების უნარს და არა ნებისყოფას, ლიდერის თვისებებს და პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე არების უნარს. თუ ასეთი კავშირი დიდხანს გასტანს, ის აუცილებლად მიაჩვევს პარტნიორებს უკეთ ესმოდეთ არა მარტო ერთმანეთის არამედ საკუთარი თავისაც. სექსუალური ცხოვრებაც არასტაბილურად ვითარდება იმის ფონზე, რომ 5-ანები გაუმაძღრები არიან ახალი შთბეჭდილებების მიმართ და გრძნობების მხრივ, რის გამოც პარტნიორს სულ ეჩვენებათ ისინი ძალიან მომთხოვნებად. ამასთან 5-ანები ურთიერთსიმპატიებს სექსუალური თავგადასავლის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევენ, რაც საკმაოდ აღიზიანებს მესაკუთრე და პარტნიორის მუდმივი კონტროლის მოყვარულ 1-ანებს. ჰარმონიას მიაღწევენ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ 1-ანი მიეჩვევა აყვეს არა მარტო გონების კარნახს და იმოქმედოს 5-ანივით ემოციების გავლენით. 280 2-ს მოსწონს
|