x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
როგორ შეცვალა ფორთოხლის ქერქის გროვამ ეკოსისტემა ცენტრალურ ამერიკაში

image


1996 წელს გარემოს დამცველებმა დენიელ იენტცენმა და ვინი ჰოლვაქსმა ცნობილ ფორთოხლის წვენის მწარმოებელ კომპანია "Del Oro"- ს მათთვის სამრეწველო ნარჩენების გადაცემის თხოვნით მიმართეს. სწორედ ამის შემდეგ მოხდა უსარგებლო ფორთოხლის ქერქისა და რბილობის იმ ადგილზე განთავსება, რომელიც ერთი შეხედვით, ბრძოლის ველს მოგაგონებდათ: ეს იყო ეროვნული პარკის მიტოვებული და გამეჩხერებული ტყის ტერიტორია ცენტრალურ ამერიკაში. იმ ადგილას სპეციალური ნიშანიც კი დაამონტაჟეს, რომლის შესახებ მომდევნო 17 წლის განმავლობაში ყველამ დაივიწყა, თუმცა აი, ბუნება მთელი ამ ხნის განმავლობაში აქტიურად "მუშაობდა", ხოლო ფორთოხლის ქერქის გროვამ აღნიშნული ტერიტორიის ეკოსისტემა პრაქტიკულად მთლიანად შეცვალა. ზემოთ მოყვანილი ფოტო 12 ტონა ფორთოხლის კომპოსტის ადგილზე განთავსების დროს არის გადაღებული. ეკოლოგიური ექსპერიმენტი კოსტა - რიკის გუანაკასტეს ეროვნულ პარკში დაიწყო. ამრიგად, პენსილვანიის უნივერსიტეტის მეცნიერები პარკის იმ ნაწილის ნიადაგის მდგომარეობის გაუმჯობესებას ცდილობდნენ, რომელიც ხანძრისა და საქონლის მიერ საძოვრის გათელვის შედეგად გაპარტახდა.


image


თუმცა, მალევე "Del Oro"– ს კონკურენტმა კომპანია "TicoFruit"– მა სასამართლოში სარჩელი შეიტანა, იმასთან დაკავშირებით რომ ამგვარი "ექსპერიმენტი" პარკის დაბინძურებას იწვევდა. პროექტი დაიხურა, და მხოლოდ 2013 წელს მეცნიერებმა თავიანთი ექსპერიმენტის შედეგების ნახვა გადაწყვიტეს.


image


პირველი, ვინც ქერქის დაყრის ადგილას გაგზავნეს, იყო სტუდენტი ტიმოტი. "იქ დიდ ყვითელ ნიშანს დაინახავ", - აუხსნეს მას ეკოლოგებმა. "შეუძლებელი ის ვერ შეამჩნიო". შემთხვევის ადგილზე მისულმა ტიმოტიმ ნიშანი ვერ იპოვა. ტელეფონზე უფრო დეტალური ინსტრუქციის მიღების შემდეგ კი, ის დარწმუნდა რომ მთელი ამ დროის განმავლობაში სწორ ადგილას იმყოფებოდა, უბრალოდ მისი ამოცნობა შეუძლებელი იყო. "რთული იყო იმის დაჯერება რომ ფორთოხლის ქერქმა ეკოსისტემა თავიდან ბოლომდე შეცვალა ", - განაცხადა მან.


image


მეცნიერებმა საოცარი რამ აღმოაჩინეს: მანამდე უნაყოფო ნიადაგზე ხშირი ტყე გაშენდა. მიმანიშნებელი ხაზის მარცხნივ გახლავთ სწორედ ის ადგილი, სადაც ქერქი დაყარეს. ნაგავსაყრელზე უღრანი ტყე გაშენდა, და თუკი მოსაზღვრე მინდვრებში მცენარეულობა პრაქტიკულად არ არსებობდა, აქ უკვე ტროპიკული ბუჩქების გავლა იყო საჭირო. როგორც შემდეგ გაირკვა, ადგილზე სადაც 1996 წელს ნარჩენები დაიყარა მომიჯნავე მინდვრებთან შედარებით, 176 % -ით მეტი ხე გაიზარდა.


image


მომდევნო სამი წლის განმავლობაში, პრინსტონის უნივერსიტეტის მკვლევარებმა გარდაქმნილი ტერიტორია დეტალურად შეისწავლეს და ის, იმ ნიადაგს შეადარეს, რომელიც კომპოსტით არ იყო დაფარული. შედეგები ჟურნალ "Restoration Ecology"- ში გამოქვეყნდა. მომიჯნავე ნაკვეთში კი, სადაც ფორთოხლის ქერქი არ იყო დაყრილი, მხოლოდ ერთი დომინანტი ხის სახეობა ხარობდა, ხოლო იქ, სადაც ქერქები იყო, ათასობით მცენარის სახეობა გაიზარდა. კვლევის შედეგი შემდეგი იყო: ტყის ხელახალ გაშენებას კლიმატის ცვლილების შენელებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.


image


ასე გამოიყურებოდა ეს ადგილი გუანაკასტეს ეროვნულ პარკში ექსპერიმენტამდე და მის შემდეგ. აი, სწორედ ასეთი შემთხვევითი გზის მიგნებით გახდა შესაძლებელი სამრეწველო ნარჩენების, ტროპიკული ტყეების დასაბრუნებლად გამოყენება.













0
689
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
689