საქართველო სააკაშვილის ალტერნატიული მთავრობა და გახარიას რევოლუციური გეგმა 2021, 5 ივნისი, 0:28 პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ვარაუდობს, რომ გიორგი გახარია რევოლუციურ სცენარში მონაწილეობდა და სააკაშვილის გეგმას ასრულებდა. მისი თქმით, 17 თებერვალს, როდესაც გადაწყვეტილი იყო ნიკა მელიას დაკავება და სასამართლო განაჩენიც მზად იყო, გახარიამ მათ მიმართა, ეს კიდე იმას ნიშნავდა რომ 2-3 დღით ითხოვდა პროცესის გადადებას, ეს კიდე მთავრობის ლეგიტიმაციას ეჭვქვეშ დააყენებდა ავტომატურად და ნაციონალების რევოლუციურ გეგმას ფრთები შეესხმებოდა. სააკაშვილის გამოცხადებული ალტერნატიული მთავრობის გეგმაც, ამის ნაწილი იყო, კობახიძის აზრით გახარიამ ამის შესახებ შეგნებულად იცოდა და გუნდის შიგნითაც ამზადებდა სიტუაციას გადასაყენებლად. ახლა ამ სცენარის გაგრძელება: ე.წ ალტერნატიულ მთავრობაში გადადიან ძალოვნები, შს სამინისტროს წარმომადგენლები, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, ეს შეიძლება ყოფილიყო სულ 15 კაცი და შემდეგი გეგმის ნაწილი იყო ის რომ სააკაშვილი უნდა შემოსულიყო სარფიდან. 528 შეფასება არ არის
|