x
image
მაია 24
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც ფულისა და სიყვარულის პლანეტა 27 ივნისამდე სურპრიზებს მოუწყობს - "მათთვის დაიწყება ერთწლიანი პერიოდი, რომელიც პირად ცხოვრებასა და ფინანსებზე დიდ გავლენას მოახდენს"
image


ასტროლოგი რამაზ გიგაური კირჩხიბის ზოდიაქოში ვენერას გადასვლის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:


"2 ივნისს, თბილისის დროით 17:19 საათზე პლანეტა ვენერამ ტყუპების ზოდიაქოდან - კირჩხიბის ზოდიაქოში გადაინაცვლა და იქ 27 ივნისამდე დარჩება. ასტროლოგიაში - პლანეტა ვენერა სიყვარულის, სილამაზის პლანეტად ითვლება. ამიტომ მისი კირჩხიბში გადასვლა გაააქტიურებს სასიყვარულო სფეროს.


ამ პერიოდში პირადი ცხოვრება უფრო რომანტიკული და მდგრადი გახდება, რადგან ვენერა - ეს არის მგრძნობიარობა, ხოლო კირჩხიბი - მზრუნველობის ნიშანია. ამიტომ ვენერას ეს ინგრესია წინ წამოწევს ერთმანეთზე ზრუნვის მოთხოვნილებას. რა თქმა უნდა, ამ პერიოდში გაძლიერდება პირად ცხოვრებაში ახალი იმპულსების შექმნის ან გაძლიერების ალბათობა. ეს შეიძლება იყოს ძველი ურთიერთობის აღდგენა (რაიმე კუთხით) ან ახალი პარტნიორის გამოჩენა.



მოიმატებს პირადი ცხოვრების, სასიყვარულო ურთიერთობების დაწყების და ქორწინების ალბათობა. გარდა ამისა, ვენერა - მართავს ფინანსებსაც, ხოლო კირჩხიბი მისი მზრუნველი ხასიათიდან გამომდინარე, უკავშირდება ოჯახურ გარემოებებს. ამიტომ ასევე შესაძლებელი გახდება საცხოვრებელი სივრცის კომფორტულად მოწყობა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება. ცხადია, ასევე მოიმატებს ფინანსების უძრავ ქონებაში ინვესტირების ალბათობაც.


ნეგატიური კუთხით, მოსალოდნელია გააქტიურდეს პარტნიორზე მეტისმეტად მიჯაჭვა და პრეტენზიულობა.


ცხადია ყველაზე მნიშვნელოვანი იმ ადამიანებისთვის, ვისაც პირად ჰოროსკოპში ვენერა სწორედ კირჩხიბის ზოდიაქოში აქვთ. მათთვის იქნება ვენერას ე. წ. „დაბრუნება“, ამიტომ შეჯამდება დაახლოებით ბოლო 10 თვის პერიოდში სასიყვარულო სფეროსთან, პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული საკითხები.


ეს პერიოდი სასიკეთო იქნება კირჩხიბისთვის (პიკი: როდესაც ტრანზიტული ვენერა - მათ ინდივიდუალურ, ნატალურ მზეს შეუერთდება). მათ ცხოვრებაში დაიწყება დაახლოებით ერთწლიანი პერიოდი, რომელიც პირად ცხოვრებაზე და ფინანსურ სფეროზე სერიოზულ გავლენას მოახდენს.


image


ეს პერიოდი ასევე სასიკეთო იქნება წყლის დანარჩენი ნიშნებისთვის - მორიელისთვის და თევზებისთვის. პირველის შემთხვევაში მოსალოდნელია წინ წამოვიდეს სასიყვარულო სფეროსთან და ბავშვებთან დაკავშირებული საკითხები, მეორეს შემთხვევაში კი ეს უფრო განათლებასთან ან უცხოეთთან დაკავშირებული საკითხების გააქტიურებაზე მიუთითებს (განსაკუთრებით თუ უცხოეთისა და სიყვარულის გადაჯაჭვის ალბათობა არსებობს).


პირად ცხოვრებაში სასიკეთო ცვლილებების პერიოდი იქნება კუროსთვის და ქალწულისთვის. თუმცა მათგან განსხვავებით თხის რქისთვის შესაძლოა გარკვეული გადაფასების პერიოდი იყოს. მოსალოდნელია, რომ პირად ცხოვრებაში მისი ან მისი პარტნიორის მხრიდან მოიმატოს შეცდომების დაშვების ალბათობამ.


ნეიტრალური იქნება ჰაერის სტიქიის ნიშნებისთვის - ტყუპისთვის, სასწორისა და მერწყულისთვის.


ყველაზე მეტი ყურადღების გამოჩენა ცეცხლის სტიქიის ნიშნებს - ვერძს, ლომსა და მშვილდოსანს მართებთ. რადგან ვენერა წყლის სტიქიის ნიშანში ინგრესია ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანებს შინაგან დინამიკას დაუკარგავს და პრეტენზიულობას გაზრდის. ამიტომ სასიყვარულო პარტნიორის მიმართ მეტი მოთმინების გამოჩენა იქნება საჭირო.


ყველას ბედნიერ პირად ცხოვრებასდა მყარ ფინანსურ მდგომარეობას გისურვებთ!"


ასევე დაგაინტერესებთ:




კარმის პლანეტა "უკანმავალი" გახდა - რა უნდა მოასწროთ 2021 წლის ოქტომბრამდე და რა "საჩუქრებს" გიმზადებთ სატურნი ზოდიაქოს ნიშნებს



ბედნიერების პლანეტა ნიშანს იცვლის - ასტროლოგები მსოფლიოში მოსალოდნელ დიდ ცვლილებებსა და ზოდიაქოს 3 ნიშანზე, რომლებსაც ერთი წელი სასიკეთო პერიოდი ელით

"შხაპის ქვეშ ვიდექი და ღმერთს ვუყვიროდი, რომ ქორწინება აუტანელი გახდა..." - ისტორია, რომელიც ყველა დაქორწინებულმა წყვილმა უნდა წაიკითხოს

რას მოგიტანთ ბედნიერების პლანეტა იუპიტერი 2022 წლის დეკემბრამდე, თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - "გაიხსენეთ რა ხდებოდა თქვენს ცხოვრებაში 2010 წელს..."




"დაბნელებების დერეფანი" და სუპერსავსემთვარეობა - რა მოვლენებს უნდა ველოდეთ 26 მაისიდან 10 ივნისამდე და როგორ უნდა გავატაროთ ეს პერიოდი



ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც ზაფხულში დიდ სიყვარულს იპოვიან - ვის პირად ცხოვრებას შეცვლის სამუდამოდ მომდევნო სამი თვე?

0
2805
შეფასება არ არის
ავტორი:მაია 24
მაია 24
2805
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0