პოეზია გურამ დოჩანაშვილის გამონათქვამები 2021, 4 ივნისი, 14:23 გურამ დოჩანაშვილის გამონათქვამები:
ვისაც არ უნდა შეედარო, შენ მაინც იგივე იქნები, ზუსტად იგივე...
ხმამაღალ-კარგი არ შეიძლება, ჩუმ-კარგი უნდა იყო, ვინც რა უნდა თქვას, ვისაც რა უნდა, ის გააკეთოს, შენ კი სიცუდეში არავის არ უნდა აჰყვე და ჩუმ-კარგი იყო.
ყოველი ნორმალური მოთხრობის წაკითხვის შემდეგ ხდები ოდნავ უკეთესი ვიდრე ხარ, უფრო ჭკვიანი ვიდრე იყავი.
იქ, სადაც სიყვარული ურევია, ყოველივე ლამაზია.
დედამიწას სიყვარული ატრიალებს... ასე რომ არა დაიქცეოდა, ამდენი ცოდვა დაამძიმებდა, ვეღარ შესძლებდა ბრუნვას, ზოგ-ზოგებისადმი სიყვარული რომ არა.
დაწოლისას, დაძინებამდე არის ერთი, რაღაც პატარა, გარდამავალი წამი, როცა საკუთარი თავი ყველამ ვიცით.
არაფერი ისე გადამდები არ არის როგორც გულწრფელი ღიმილი, მთქნარებაზე მეტადაც კი...
272 2-ს მოსწონს
|