x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"9 წელი ატყუეთ ხალხი, რომ უნაცო საქართველოს აშენებდით…. და რა ბოლოს?!" - ხათუნა ხოფერია მმართველ გუნდს

image


საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში მორიგ, ვრცელ პოლიტიკურ პოსტს აქვეყნებს და კობახიძე – მდინარაძის "ქართულ ოცნებას" სიცრუეში ადანაშაულებს, რომლებიც 9 წლის განმავლობაში ადამიანებს მხოლოდ იმას აჯერებდნენ რომ "უნაცო" საქართველოს აშენებდნენ, თუმცა ყველაფერი პირიქით მოხდა. ყოფილი დეპუტატი ლიბერალ - გლობალისტებს საჯაროდ მიმართავს და ურჩევს "ნაცი მოდის", "მიშა ჩამოდის" ძახილით! ხალხის დაშინებას საბოლოოდ, შეეშვან. პარლამენტის ყოფილი წევრის საგანგებო ფეისბუქპოსტს, რომელიც მან სულ ცოტა ხნის წინ გაავრცელა უცვლელად გთავაზობთ:"ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს…. მე რომ გახარიას მხარდამჭერი არ ვარ, უკვე ვთქვი! იმდენად ფსევდოლიბერალური იყო მისი გამოსვლა და პრესკონფერენცია, რომ ყველაფერი ლოგიკურად დალაგდა. ბოკერია-სააკაშვილ-კობახიძის ტრიადას, რომელიც ნეოლიბერალურ ნიშაშია გამაგრებული, გახარია მიემატება თუ არა სოროს- როტშილდის ფულების წილში ჩასაჯდომად“ ჩემი ქვეყნის სასიკეთოდ არაფერს შეცვლის.ისიც ვთქვი უკვე, რომ კობახიძე – მდინარაძის “ქართული ოცნება” აღარ არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის აქტივობების და მისდამი გარკვეული ნდობის გამო ხალხის მხარდაჭერს იმსახურებდა. ეს იმის წინაპირობად, თუ რატომ ვწერ ამ პოსტს.მინდა რამდენიმე ნაფიქრალი შემოგთავაზოთ და ჩემი გახლეჩილი, სხვადასხვა მხარეს მდგარი მეგობრების აზრი გავარკვიო! (ისე, ძალიან განვიცდი, მეგობრებო, თქვენ შორის დაპირისპირებასა და კამათს … ამიტომ ვცდილობ არ ჩავერიო და პატივი ვცე თქვენს არჩევანს).ორი დღეა ინტენსიური თავდასხმები მიდის გახარიაზე. ძირითადი ბრალდება, რამაც გაიჟღერა, არის მისი კავშირები ნაცმოძრაობასთან, მისი გადაწყვეტილებების ბმა რევოლუციურ სცენერთან, მისი პრონაციონალური მომავალი და ა, შ. ბევრ არგიმენტს მეც ვეთანხმები და ვთვლი, რომ ლოგიკასთან ახლოსაა. აქვე, ამ ბრალდებებს, ფონად გასდევს 9 წლიანი ხანდაზმულობის მქონე განცხადებები, რომ გახარია ხმებს წაართმევს ოცნებას, გახარია წყალს დაასხამს ნაცების წისქვილზე და ერთადერთი, რასაც მიაღწევს ეს იქნება ნაციონალური მოძრაობის გამარჯვება არჩევნებში, შესაბამისად ქართული სახელმწიფოს კრახი და ხელისუფლებაში სისხლისმსმელების დაბრუნება! დიახ, ამ “ბრალდებებშიც” არის ლოგიკური საშიშროება, მაგრამ… არსებობს ფაქტები: 1.ნაციონალურმა მოძრაობამ უარი ათქმევინა “ქართულ ოცნებას” 2020 წლის არჩევნებში ხალხის მიერ მოპოვებულ გამარჯვებაზე, რომლის შედეგიც იყო საპარლამენტო უმრავლესობა და ქვეყნის მართვის ლეგიტიმაცია. ნაციონალური მოძრაობა დაბრუნდა ხელისუფლებაში და მოახდინა კოალიციური პარლამენტის ფორმირება! ანუ, “ქართულმა ოცნებამ” დააბრუნა (გარიგების საფუძველზე თუ თავისი ნების საწინააღმდეგოდ, ეს შექმნილ სურათს ვერ ცვლის) სააკაშვილის დამნაშავე რეჟიმი ხელისუფლებაში! 2. შარლ მიშელის მიერ შემუშავებულ “კაპიტულაციის აქტზე” ხელმოწერით კობახიძე-მდინარაძის პარტიამ უგულვებელჰყო საქართველოს კონსტიტუცია და უარი თქვა საქართველოს სუვერენიტეტზე! რომლის მიზეზიც ისევ და ისევ ნაციონალური მოძრაობისთვის ანგარიშგაწევა გახდა. (ისევ ვიმეორებ, “მეგობრების” რჩევით თუ ზეწოლით, ეს შემდგარ ფაქტს არ ცვლის). 3. კობახიძის განცხადება გახარიას პოლიტიკურ მომავალთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც ნაციონალურ მოძრაობას გარანტირებულ მეორე ადგილს უწინასწარმეტყველებს, სხვა არაფერია, თუ არა დღეს არსებული პოლიტიკური სიამტკბილობის, ნაცებსა და ოცნებას შორის კოალიციური მმართველობის გაგრძელების დაპირება! ჰო და, აი აქ გავჩერდები და უბრალოდ ვიკითხავ: 1. თუ გახარია ნაცების თამაშს თამაშობს და მათთან აპირებს ქვეყნის კოალიციურ რეჟიმში მართვას, ჩვენთვის რა იცვლება?! 2. თუ კობახიძემ იმთავითვე იცის, რომ ნაცსექტა არის მეორე პოლიტიკური ძალა ქვეყანაში და აპირებს არჩევნების შემდეგაც გააგრძელოს მათთვის ხელისუფლების გადაბარება, ჩვენთვის რა იცვლება?! 3. თუ ბრძოლა მიდის იმაზე, ვინ დაიკავებს ხელისუფლებაში ადგილს ნაცებთან ერთად- გახარია თუ კობახიძე, ჩვენთვის რა იცვლება?! და ბოლოს… მორჩით 9 წლიან ბღავილს და ხალხის შეშინებას “ნაცი მოდის”, “მიშა ჩამოდის” ძახილით! “ცრუ” მაინ არ გაქვთ წაკითხული? სულ არ მაინტერესებს ლიბერალ- გლობალისტთა ეს შიდასექტანტური დაპირისპირება და სავარძლებისთვის ბრძოლა! საქართველოსთვის მინდა ხმის მიცემა! ჩემი სამშობლოს ინტერესების დაცვა მინდა! ჩემი ოჯახის და ჩემი რწმენის სადარაჯოზე მინდა დავდგე! ბევრს გვინდა!!! ძალიან ბევრს! თქვენ, დღეს ერთმანეთში ვერგარკვეულებმა 9 წელი ფიცი-მტკიცით ატყუეთ ხალხი, რომ სამშობლო და სამართალი გტკიოდათ! რომ უნაცო საქართველოს აშენებდით…. და რა ბოლოს?!.. დიახ, ამიტომაა, რომ ფიცი მწამს და ბოლო მაკვირვებს! P.S – ჰო, რომელ საპარლამენტო კომიტეტებს აბარებთ ნაცმორაობას (მიშელის ხელშეკრულებიდან გამომდინარე?… ანუ, რომელი სამინისტროები და მათდამი დაქვემდებარებული სფეროები უნდა გააკონტროლონ ქვეყნის მტრებმა?"- წერს ხათუნა ხოფერია "ფეისბუქის" პირად გვერდზე.









0
362
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
362