x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
აფეთქება ჰიროსიმაში ჩამოგდებული ატომური ბომბის ტოლფასი იყო-რა მოხდა სსრკ-ში 1989 წლის 4 ივნისს
image


1989 წლის 4 ივნისის ღამეს, საბჭოთა კავშირისა და რუსეთის ისტორიაში ყველაზე დიდი სარკინიგზო კატასტროფა მოხდა აშა-ულუ-ტელიაკის მონაკვეთზე, ბაშკირეთის ასსრ-ის იგლინსკის რაიონში. No211 "ნოვოსიბირსკი - ადლერი" და # 212 სამგზავრო მატარებლების გვერდის ავლის დროს მოხდა უმძლავრესი აფეთქება, რომელიც იქვე ახლოს მდებარე ციმბირის გაზსადენის გაჟონვამ გამოიწვია. ოფიციალური მონაცემებით, აფეთქების სიმძლავრე ჰიროსიმაში ჩამოგდებული ატომური ბომბის ტოლფასი იყო. ტრაგედიას შეეწირა 575 ადამიანი გახდა, მათ შორის 181 ბავშვი. 600-ზე მეტმა მიიღო სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება და დამწვრობა. ზოგიერთი სამუდამოდ დაინვალიდდა .სხვა წყაროების თანახმად, სიკვდილიანობის მაჩვენებელი კიდევ უფრო შთამბეჭდავია: 675 -დან 780 ადამიანამდე . როგორც გამოძიებამ დაადგინა, გასზადენის მილში 1.7 მ სიგრძის ბზარი იყო გაჩენილი.







მილსადენიდან გაჟონილი გაზი ეპიცენტრიდან 900 მეტრში დაბლობზე გაიშალა, რომლის გასწვრივ ტრანს-ციმბირის მაგისტრალი გადიოდა.

კატასტროფამდე 3 საათით ადრე სარკინიგზო მაგისტრალთან ახლოს მდებარე გაზსადენზე გაზის წნევა დაეცა. იმის ნაცვლად, რომ მორიგე პერსონალს გაერკვია წნევის დაცემის მიზეზი, გაზარდა გაზის მიწოდება. სხვათაშორის დისპეტჩერმა რამდენჯერმე გააფრთხილა მატარებლების მემანქანეები, რომ მაგისტრალის 1710-ე კილომეტრის მიდამოში, ჩელიაბინსკის რაიონის ქალაქ აშადან 11 კილომეტრში ძლიერი გაზის სუნი შეინიშნებოდა და ფრთხილად ყოფილიყვნენ. მაგრამ რატომღაც ამას მნიშვნელობა არავინ მიანიჭა - მოგვიანებით გაზეთები წერდნენ, რომ ტრაგედიის თავიდან აცილება შეიძლებოდა, თუ პასუხისმგებელი პირები საჭირო სიფხიზლეს გამოიჩენდნენ.მართლაც სწორედ ადამიანთა ფაქტორმა გამოიწვია შეუქცევადი შედეგები.


image

აფეთქება მოხდა დაუსახლებელ და, როგორც მათ ხაზგასმით აღნიშნეს მაშინ, მიუწვდომელ ადგილზე, თუმცა მიუხედავად ამისა, ამან ადამიანები მასობრივი სიკვდილისგან ვერ იხსნა.


საკურორტო სეზონის დასაწყისი იყო და მატარებლები გადაჭედილი იყო- მიდიოდნენ კრასნოდარის მხარეში .ან უკან ბრუნდებოდნენ ციმბირის დიდ ქალაქში. ორი მატარებლის 1, 384 ოფიციალურად რეგისტრირებულ მგზავრს შორის იყო 383 ბავშვი, მათ შორის ბავშვთა ჰოკეის გუნდი ჩელიაბინსკის "ტრაქტორი -73", რომელიც თითქის მთლიანად დაიღუპა. დიდი ალბათობით მატარებელში რეალურად უფრო მეტი მგზავრი იყო: ვიღაცა ალბათ უბილეთოდ მგზავრობდა გამცილებელთან შეთანხმებით. გარდა ამისა, ბილეთები არ გაიცემოდა 5 წლამდე ასაკის ბავშვებზე. მატარებლების ეკიპაჟის წევრები კი 86 ადამიანისგან შედგებოდა . აფეთქება მოხდა ადგილობრივი დროით ღამის 1:15 საათზე.


ერთმანეთის გვერდით გავლის დროს მატარებლებმა დაამუხრუჭეს და შედეგად წარმოშობილმა ნაპერწკალმა აირის აალება გამოწვია.მისი სიმძლავრე, როგორც სამხედროებმა დაადგინეს, 3-4 კგ-ი იყო 1 კვადრატულ სანტიმეტრზე, საერთო მოცულობა 250-300 ტონა ტრინიტროტოლუოლი. ექსპერტთა ნაწილმა იგი შეადარა ჰიროსიმაში ჩამოგდებულ ატომურ ბომბს.

image




მატარებლებლის უკანა ვაგონებმა ინერციით გაიარეს 200/ 600 მეტრი, აფეთქების შედეგაად განადგურა 37 ვაგონი და ორივე ელმავლი, შვიდი ვაგონი მთლიანად დაიწვა, 11 ვაგონი აფეთქების ტალღამ მოისროლა. ოთხი კილომეტრის რადიუსში დაიწვა ხეები, სოფლებში და 10 კილომეტრით დაშორებულ ქალაქ აშაში სახლებში მინები ჩაიმსხვრა, ცეცხლის ალის სვეტი მოჩანდა 100 კმ-ის დაშორებით.. როგორც თვითმხილველები იხსენებენ, ერთ წამში ღამე გაკაშკაშდა და ჯოჯოხეთურ სინათლედ იქცა.



image


"გამაღვიძა იმან, რომ ზედა თაროდან იატაკზე გადმოვარდი - გარშემო ყველაფერი უკვე აბრიალებული იყო. მეგონა, რომ რაღაც კოშმარულ სიზმარს ვხედავდი: მკლავზე ცეცხლი მეკიდა, ჩემს ფეხებთან ცეცხლწაკიდებული ბავშვი მოხოხავდა, ჩემსკენ მოდიოდა ხელგაშლილი და გაყინული თვალებით ჯარისკაცი, ჩემს გვერდზე არის ქალი, რომელიც საკუთარ თმებზე წაკიდებულ ცეცხლის ჩაქრობას ცდილობს ..კუპეს აღარც თაროები, აღარც კარები და აღარც ფანჯრები ჰქონდა"

-გადარჩენილი მგზავრის, ნატალია კ.ს მოგონებიდან



image




პირველი ჟურნალისტები კატასტროფის ადგილზე დაახლოებით 14 საათის შემდეგ მიიყვანეს, როდესაც უკვე დამკრძალავ ჯგუფებს ნაწილობრივ გაწმენდილი ჰქონდათ ჯოჯოხეთად ქცეული ადგილი, მაგრამ ესეც საკმარისი იყო მათთვის.

image

მაგრამ რა მოუვიდათ იმათ ვინც დილით სტუმრობდა კატასტროფის ადგილს? ამბობენ, რომ მაშველ ჯარისკაცებს, ისევე როგორც ფრონტის წინა ხაზზე, ალკოჰოლს აძლევდნენ, ისინი საშინლად შეძრწუნებულები იყვნენ, ბევრს გული ერეოდა და ცუდად ხდებოდა.

image

უფის კოლონიაში მჯდომმა პატიმრებმა, საკუთარი ინიციატივით, დაიწყეს სამაშველო ჯგუფების შექმნა, ისინი სტიქიის ადგილზე გაგზავნას ითხოვდნენ. როდესაც მათ უარი მიიღეს, დამნაშავეებმა სისხლის ჩაბარება გადაწყვიტეს.


პარალელურად კატასტროფის ადგილს მოროდიორებიც შეესივნენ.



4 ივნისის უკვე ნაშუადღევს სამთავრობო კომისიამ დაიწყო მუშაობა, რომელსაც სსრკ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, გენადი ვედერნიკოვი ხელმძღვანელობდა. გამოძიებამ დაადგინა, რომ მატარებლები არ უნდა შეხვედროდნენ ერთმანეთს გაზის გაჟონვის არეალში. ერთ მათგანმა თითქმის საათზე მეტი დააგვიანა. თუ იგი გრაფიკით ივლიდა, შეხვედრა აფეთქების ადგილიდან 35 კილომეტრში მოხდებოდა.

image

ცნობილია, რომ ერთი მატარებელი 50 კმ / სთ სიჩქარით მოძრაობდა, მეორე - 70 კმ / სთ. სასამართლო პროცესი ექვსი წლის განმავლობაში გაგრძელდა და დასრულდა ახალ რუსეთში. ცხრა ჩინოვნიკს წაუყენეს ბრალი. ორს მათგანს ამნისტია შეეხო. მაქსიმალური სასჯელი 5 წლით განისაზღვრა. ოფიციალური ვერსიით, გაზმა გაჟონვა დაიწყო აფეთქებამდე 40 წუთით ადრე, რომელიც გამოწვეული იყო გაბზარული მილით, რომელიც ჯერ 1985 წლის ოქტომბრის მშენებლობის დროს ექსკავატორმა დააზიანა.

image


0
576
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
576
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0