x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
რატომ გაუკეთეს 77 წლის რობერტ დე ნიროს ოპერაცია?

image




77 წლის მსახიობს რობერტ დე ნიროს გაუმართლა, რომ მას ახალ როლში ძირითადად როლის შესრულება მჯდომიარე უხდება.





- "უბრალოდ რაღაცას დავაბიჯე და დავეცი. ტკივილი საშინელი იყო, ეს ხდება განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბერდები." - იხსენებს დე ნირო.





ინციდენტი მოხდა ოკლაჰომაში, სადაც რობერტი გაფრინდა გადაღებაზე ტრილერ-ვესტერნის "მკვლელები ყვავილოვანი მთვარიდან."ამის შემდეგ მსახიობი დაუყოვნებლივ წავიდა ნიუ-იორკში და ექიმს მიმართა.







- "უბრალოდ, ოპერაციის გაკეთება მჭირდება, ფეხი გარკვეულ მდგომარეობაში უმოძრაოდ უნდა მქონდეს, რომ მოშუშდეს. ფილმში, გარკვეულწილად, მჯდომარე სახით მიწევს როლის შესრულება. მადლობა ღმერთს, რომ ძალიან არ ვმოძრაობ. ასე რომ, ჩვენ ამას გაუმკლავდებით." - თქვა მსახიობმა.




რამდენიმე დღის წინ ქირურგებმა წარმატებით ჩაატარეს ოპერაცია კინო-ლეგენდის ფეხზე. გამოჯანმრთელებას დაახლოებით ორი თვე სჭირდება.






ეს ფილმი რობერტსა და რეჟისორ მარტინ სკორსეზეს შორის მეათე თანამშრომლობა იქნება. ხოლო, მისი პარტნიორისთვის, ლეო დი -კაპრიოსთვის - მეექვსე.





პანდემიის გამო, გადაღებების დაწყება გადაიდო 2020 წლის მარტიდან 2021 წლის თებერვლამდე. სტუდიას შეეშინდა ფილმის სალაროებში წარუმატებლობის გამო და მკაცრად შეამცირა თავდაპირველად დაგეგმილი ბიუჯეტი -200 მილიონი დოლარი. პროდიუსერები უკმაყოფილონი იყვნენ დე ნიროსა და დიკაპრიოს სცენარის მონტაჟით. შედეგად, ლეო დი-კაპრიო სულ სხვა როლს შეასრულებს. კარგია, რომ რობერტის ტრავმამ არ შეანელა სამუშაო, რადგან, ის დასასვენებლად აპირებდა წასვლას.






"მკვლელები ყვავილოვანი მთვარიდან" მოგვითხრობს ფედერალური დაზვერვის ბიუროს ორი საიდუმლო აგენტის შესახებ. ისინი იძიებენ ინდოელების იდუმალ სიკვდილს ოსეიჯეის დასახლებაში, სადაც ნავთობის საბადოები აღმოაჩინეს. ამან გაამდიდრა მოსახლეობა, მაგრამ სიკვდილი მოუტანა მათ. სურათს საფუძვლად უდევს დევიდ გრანის წიგნი ”ყვავილოვაი მთვარის მკვლელები. ნავთობი. ფული სისხლი ”.

0
228
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
228
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0