ქალი და მამაკაცი საკითხები, რომლებიც ყველა წყვილმა უნდა განიხილოს ქორწინებამდე! 2021, 3 ივნისი, 12:03 სიყვარული არის პიროვნული მიმაგრებულობის ემოცია. ფილოსოფიურ კონტექსტში კი სიყვარული სათნოებაა, რომელიც წარმოადგენს ყველა ადამიანურ სიკეთეს, თანაგრძნობასა და ერთგულებას.
საიდუმლო არ არის, რომ წყვილის ჯანსაღი ურთიერთობა ორივე პარტნიორის კარგ ქცევებსა და ურთიერთგაგების შედეგზეა დამოკიდებული. ასევე, ფსიქოლოგები გვარწმუნებენ, რომ ურთიერთობის დროს მთავარი პრობლემა არის წყვილებიდან ერთ-ერთი მათგანის მეორის მიმართ ინტერესის დაკარგვა. ამის ყველაზე ხშირი მიზეზებია შიდა პრობლემები და ხასიათის ზოგიერთი თავისებურება. ფსიქოლოგები ამბობენ, რომ სიყვარულსაც გააჩნია სტადიები, რომლებსაც წყვილები ეტაპობრივად გადიან ურთიერთობის დროს. შეამოწმეთ, რა სტადიაზეა ახლა თქვენი სიყვარული და სრულყოფილების მისაღწევად რა უნდა გახსოვდეთ. სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ასრულებს ურთიერთობას სიხარულისა და სიყვარულის შეწყვეტით. იქნებ ასე იმიტომ ხდება, რომ ჩვენ ვახდენთ ამ ჩვენივე სიყვარულის იდეალიზაციას? რატომ ვართ დარწმუნებული, რომ სიყვარული აუცილებლად სრულყოფილი უნდა იყოს? თანამედროვე კულტურა და საზოგადოება მხოლოდ ერთ რამეს გვაფიქრებინებს - სიყვარულში პრობლემები არ არსებობს, მაგრამ თუ გაჩნდა, მაშინ უნდა შეწყვიტო ურთიერთობა. შედეგად, ურთიერთობებში ზოგჯერ ვიხდით ძალიან მაღალ ფასს, მაგრამ თუ ურთიერთობა დაიძაბა, უნდა მივხვდეთ დროულად, რომ უბრალოდ რთულ ეტაპზე ვართ და გვახსოვდეს, რომ ცხოვრებაში არის რუტინა, ყოველდღიური სირთულეები, გაუცხოება, იმედგაცრუება და სხვა მსგავსი რაღაცები, რომელთა გაცნობიერებით შეძლებთ გაზარდოთ გრძნობები და სიყვარული მიიყვანოთ სრულყოფილებამდე. ხასიათის შეუთავსებლობა და კომუნიკაციის ნაკლებობა, წყვილებში განქორწინების ძირითადი მიზეზებია. წყვილები, მანამ, სანამ საქორწინო ფიცს წარმოთქვამენ, ვალდებულები არიან ერთმანეთს გაუზიარონ საკუთარი მოლოდინები, რითიც მინიმუმამდე დაიყვანენ მოსალოდნელ გართულებებს. დღევანდელ სტატიაში მინდა ვისაუბრო რამდენიმე საკითხზე, რომლებიც წყვილებმა აუცილებლად უნდა განიხილონ ქორწინებამდე, რათა შეინარჩუნონ ჯანსაღი ურთიერთობა მრავალი წლის მანძილზე. ¸¸✿⊱•* *•⊱✿¸¸ ¸¸✿⊱•* *•⊱✿¸¸ ¸¸✿⊱•* *•⊱✿¸¸ ¸¸✿⊱•* *•⊱✿¸¸ 1. როგორ უნდა დაიხარჯოს ბიუჯეტი. 2. რა სახის და რაოდენობის საბანკო ვალდებულებები გვაქვს. 3. როგორ დავზოგავთ თანხას პენსიამდე. 4. ვგეგმავთ თუ არა შვილების ყოლას. 5. როგორ მოვიქცევით იმ შემთხვევაში, თუ გვინდა, მაგრამ შვილები არ გაგვიჩნდა. 6. როგორ გავინაწილებთ სახლის საქმეს. 7. რას ნიშნავს ჩვენთვის ღალატი. 8. როგორი სამომავლო გეგმები გვაქვს. 9. განშორების რა მიზეზი შეიძლება გვქონდეს. 10. როგორ და რა გზით მივხედავთ და ვუპატრონებთ მშობლებს. 11. სად გვსურს ცხოვრება. 12. რამდენად დიდი დროის გატარება მოგვიწევს ერთად. 13. როგორი იქნება ჩვენი სოციალური ცხოვრება. 122 7-ს მოსწონს
|