x
ნუმეროლოგია და წყვილები
image ნუმეროლოგია არის მეცნიერება, რომელიც შეისწავლის რიცხვების გავლენას ადამიანის ბედზე, მათ მიღწევებზე. ამ სტატიათა სერიაში შემოგთავაზებთ კონკრეტული ციფრის გავლენის ქვეშ მყოფი ადამიანების თანაცხოვრების შესაძლო ვარიანტებსა და ზოგად მახასიათებლებს.

იმისთვის, რომ განვსაზღვროთ თუ რომელი ციფრის ნიშნით დავიბადეთ მოვიყვან მაგალითს და ამის შემდეგ ინდივიდუალურად შეძლებთ თქვენი და თქვენი პარტნიორის პირადი ციფრის განსაზღვრას. მაშ ასე ვთქვათ ადამიანი დაიბადა 1978 წლის 30 აგვისტოს. რადგან აგვისტო წელიწადის მე-8 თვეა გამოთვლას ვაწარმოებთ შემდეგნაირად ( თვის ნომერს ვუმატებთ დაბადების რიცხვს და შემდეგ წლის შემადგენელ ციფრებს სათითაოდ) 8 + 30+1+9+7+8=63 მივიღეთ ორნიშნა რიცხვი რომელსაც ასევე ვშლით და ვკრებთ 6+3=9 ანუ ამ ადამიანის ცხოვრების რიცხვია9. სულ არსებობს 9 ვარიანტი 1-დან 9-მდე, ანუ ადამიანის ცხოვრების ციფრი შეიძლება იყოს 1-დან 9-მდე ნებისმიერი ერთი ციფრი-ზოგის 1, ზოგის 2 და ა.შ.

ახლა კი დავიწყებ და თანდათან მოგაწვდით ერთნაირი თუ სხვადასხვა ციფრის მქონე ადამიანთა თანაცხოვრების შესაძლო ვარიანტებს:


1 და 1



ორი 1-იანის წყვილში საკმაოდ ძნელია მოვძებნოთ ლიდერი. მათ იშვიათად აქვთ პრობლემები და კავშირიც ძირითადად ჰარმონიულია და დიდხანს გრძელდება. ამ ურთიერთობას ნაკლებად ემუქრება მოწყენილობა, საყოფაცხოვრებო პრობლემები და სერიოზული კონფლიქტები. ფორმირების საწყის ეტაპზე შესაძლოა თავი იჩინოს მცირე გარჩევებმა, რაც ძირითადად გამოწვეულია ორივე პარტნიორის სურვილით იყოს დომინანტი, თუმცა მოგვიანებით ისინი მთელს ძალისხმევას აერთიანებენ საერთო მიზნების მისაღწევად.

ორი 1-იანის კავშირში უმთავრესია ორივემ ისწავლოს დათმობაზე წასვლა, რათა თავი არ იჩინოს მბრძანებლურმა ასპექტმა. თუ მათი თანაცხოვრება არ იძლევა სასურველ შედეგს მაშინ, ორივენი კავდებიან საყვარელი ჰობით, თუმცა ცხოვრების ბოლომდე ინარჩუნებენ უმტკიცეს სულიერ კავშირს.

ასეთი წყვილის სექსუალური ცხოვრება საკმაოდ კაშკაშა და მრავალფეროვანია. არცთუ უმნიშვნელო როლს მათ ურთიერთობაში ასრულებს მუდმივად ლიდერობისკენ სწრაფვა.

თუ ერთერთი პარტნიორი იძულებულია დათმოს პოზიციები საყოფაცხოვრებო ან საქმიანი პრობლემების გადაჭრისას, ის ამ დანაკარგს აუცილებლად აინაზღაურებს სექსუალური ურთიერთობისას-პარტნიორის სურვილების იგნორირებით.

ყოველდღიური ურთიერთობის დარეგულირებასთან ერთად, მათი ურთიერთობა ყველა სფეროში სტაბილურდება და სიცოცხლეს ბოლომდე ერთმანეთზე ზრუნვაში ატარებენ.



1 და 2


1 -ანის და 2-ანის კავშირი იმდენადაა მარტივი რამდენადაც მყარი. როლები თავიდანვე გადანაწილებულია 1-იანი ლიდერია ხოლო 2-ანი მისი ერთგული, დამთმობი და საიმედო პარტნიორია, რომელიც მუდმივად ზრუნავს იმაზე, რომ ურთიერთობა ჰარმონიული და კომფორტული იყოს. ასეთი კავშირი ძალიან სტაბილურია მათში იშვიათია კონფლიქტები ან ცვლილებები.

1-ანს უნდა ახსოვდეს, რომ მისი პარტნიორი საკმაოდ მგრძნობიარე და ნატიფი სულიერების პატრონია. ამიტომ უმჯობესია არ მოითხოვოს მისგან ძალიან ბევრი-ის ისედაც მზადაა გასცეს ყველაფერი რაც გააჩნია ოღონდ გარშემო იყოს ყველა ბედნიერი. რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს მუდმივად ლიდერი 1-ანი ინტიმურ სფეროში სულაც არ ავლენს ამ თვისებას. მართალია თავის თავს უარს არაფერზე ეტყვის მაგრამ, არასოდეს ივიწყებს პარტნიორი 2-ანის სურვილებს. ორივეს აერთიანებს ჰარმონიულობისკენ სწრაფვა და ამას ყოველთვის ახერხებენ. ხშირად ისინი ისეთ სრულყოფილ ჰარმონიას აღწევენ, რომ ვერც ოჯახში არსებული ფსიქოემოციური კლიმატი და ვერც გარემო ფაქტორები მათ ურთიერთობაზე გავლენას ვერ ახდენს.


შემდეგ სტატიაში შემოგთავაზებთ ინფორმაციას მომდევნო წყვილების შეთავსებაზე.

11
824
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:იზა კო
იზა კო
824
  
2012, 24 სექტემბერი, 17:50
1+9+8+0=18 ანუ 1+8=9 22+3=25 2+5=7 შემდეგ ვკრებთ წელიწადის რიცხვების შეკრებით მიღებულ 9 და 7 ეს იქნება 16 და მერე უკვე 1+6=7 ანუ თქვენი რიცხვია 7
2012, 24 სექტემბერი, 16:52
1980 22 მარტი
2012, 9 სექტემბერი, 13:44
საინტერსოა ძალიან
2012, 9 სექტემბერი, 9:44
ორნიშნა რიცხვის მირებისას ის დაგვყავს ერთნიშნამდე, ვკრრიბავთ მის შემადგენელ ციფრებს, თქვენს შემთხვევაში 1+2=3 ანუ თქვენი ციფრი 3 გამოდის.
2012, 9 სექტემბერი, 2:16
რაღაც არ ემთხვევა მე გამოვედი 12, რატომ არ შეიძლება რიცხვი 9ის ზემოთ
2012, 8 სექტემბერი, 10:17
მესამე ნაწილში უკვე წერია თქვენი ვარანტის შესახებ, გისურვებთ წარმატებებს
2012, 7 სექტემბერი, 20:00
ააააააააააააააა :D გასაგებია :) და როგორ იქნება აბა საქმე :) მე 7 ის 1
2012, 7 სექტემბერი, 19:55
10 ხომ მიიღეთ ეხლა 1+0=1 ანუ თქვენი რჩეულის ციფრი არის 1
2012, 7 სექტემბერი, 19:53
1995 წლის 12 იანვარი ... 12+1+1+9+9+5=37 3+7=10
2012, 7 სექტემბერი, 17:03
0 არაფრით არ გამოვა, მომწერეთ თუ გნებავთ თქვენი რჩეულის დაბადების თარიღი და მე დაგეხმარებით
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10