x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
რატომ "სძულს ბავშვები" ტილ ლინდემანს?-"სკანდალი" ახალი კლიპის გარშემო(ვიდეო)
image

1 ივნისს გამოვიდა სიმღერა "Ich hasse Kinder" ("მე ვძულვარ ბავშვები"), რომლის მოქმედება მთლიანად სსრკ-ში მიმდინარეობს. ეს ბევრად უფრო ახლოსაა ძველ რამშტეინის ესთეტიკასთან; მასში ტილი აფეთქებს ავტომობილ "მოსკვიჩს", აღებინებს წითელ მოედანზე და კლავს რამდენიმე ადამიანს.ვიდეომ ერთ-დღე რამეში 2 მილიონი ნახვა დააგროვა


რა ხდება ვიდეოში?


როგორც ჩანს, პიონერულ ბავშვობაში ტილ ლინდემანის გმირს თანაკლასელები მაგრად აწვალებდნენ . ახლა უკვე სრულწლოვანი გახდა და გადაწყვიტა სასტიკად დასაჯოს ისინი : ერთს ცოცხლად მარხავს კუბოში, მეორეს კიბიდან აგდებს, მესამეს ბენზოხერხით უსწორდება, მეოთხეს კი ჩამოკიდებს ... მაგრამ ამ დროს მილიციას არ სძინავს, მაგრამ მილიციის კაპიტანი ძალის გამოყენებით ახდენს კრიმინალის დაკითხვას.



რაზეა სიმღერა?


ტექსტში პიონერები საერთოდ არ არიან ნახსენები. ლინდემანის ლირიკული გმირი თვითმფრინავში საკუთარ ადგილისკენ მიემართება და უცებ ესმის ბავშვის საშინელი ტირილი. თურმე აღმოჩნდა, რომ სავარძელში მის გვერდით არის ბავშვი!

”ეს ბადებს ყველა კლასის საერთო კითხვას:” შეიძლება და უნდა გვძულდეს ბავშვები? ” მშობლები დიდ ყურადღებას არ აქცევენ ახალშობილს: დედა ჟურნალს ათვალიერებს და პარალელურად ვაშლს ჭამს, მამას სძინავს. "უფალს ჩემი დასჯა სურს!" მაგრამ შემდეგ უცებ ბავშვის ტირილი წყდება და გმირი აღმოაჩენს, რომ ბავშვი მას ღიმილით უყურებს. სიძულვილი მაშინვე ექსტაზით იცვლება, გმირი ხელებს გაიშვერს ბავშვისკენ, შემდეგ კი ისევ ყვირილს იწყებს!


მისამღერი: ”მე მძულს ბავშვები, მძულს ბავშვები! არა, მე ისინი მიყვარს, დიახ, ისინი მიყვარს! დიდი და პატარა - მაგრამ ისინი ჩემი უნდა იყვნენ! "



ვინ გადაიღო ვიდეო? ვიდეოზე ხელმოწერილია სახელი Serghey Grey. მისი ნამდვილი სახელია სერგეი სპინუ და რომ მან ცნობილი რუსი ვარსკვალვებისთვის ათეულობით კლიპი აქვა გადაღებული.. იგი დიდი ხანია თანამშრომლობს ტილ ლინდემანთან - მაგალითად, მან გადაიღო საკონცერტო ფილმი "Lindemann: Live in Moscow", სადაც აღბეჭდილია ტილის გამოსვლა რუსეთის დედაქალაქში, 2020 წლის 15 მარტს, მასიური პანდემიის დაწყებამდე.


საიდან აქვს ლინდემანს საბჭოურის მიმართ ასეთი გატაცება?


ის, ისევე როგორც რამშტეინის სხვა წევრები, დაიბადა გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში (სადაც, სხვათა შორის, იქ ერნსტ ტელმანის სახელობის პიონერული ორგანიზაცია არსებობდა). ცოტა ხნის წინ ინტერვიუში რეჟისორმა ტიმურ ბექმამბეტოვმა ( ლინდემანისთვის გადაიღო ვიდეოკლიპი ”საყვარელი ქალაქი), განაცხადა, რომ ”ის პიონერი იყო”. ”მამამისმა, რომელიც მწერალი იყო ცხოვრებეს დიდი ნაწილი გაატარა საბჭოთა კავშირში.ხოლო დედა მას ბავშვობაში უმღეროდა მარკ ბერნესის სიმღერას. (შენიშვნა:საბჭოთა მოღერალი, შანსონიე და მსახიობი)



image

ასევე დაგაინტერესებთ

გერმანიაში მათ დაასახელე სიმღერა, რომელმაც სსრკ დაანგრია. ამის შესახებ გერმანული ვებ-გვერდი T-Online წერს. სტატიაში აღინიშნულია დასავლური პოპ-კულტურის მთავარი როლი საბჭოთა კავშირის დაშლის პროცესში. კერძოდ, გერმანელი ექსპერტების აზრით, ზოგიერთმა მუსიკალურმა კომპოზიციამ დიდი წვლილი შეიტანა სსრკ-ს დაშლაში. გამოცემის ავტორის აზრ...


ცნობილმა რეჟისორმა პიტერ ჯექსონმა შექმნა თითქმის მთელი მსოფლიოსთვის საახალწლო განწყობა, მან წარმოადგინა ხუთწუთიანი ვიდეო თავისი ახალი დოკუმენტური ფილმიდან, "The Beatles: Get Back." " გვსურს, რომ საახალწლო საჩუქარი გავუკეთოთ Beatles- ის ფანებს მთელ მსოფლიოში. ამის საპატივცემულოდ ჩვენ მოვამზადეთ ხუთწუთიანი ვიდეო, რომელიც გაგაცნობთ მ...


ამ დღეებში აღინიშნება დიდი ბეთჰოვენის დაბადების 250 წლისთავი. დანამდვილებით ცნობილია მხოლოდ მისი ნათლობის თარიღი - 17 დეკემბერი. იმ დროინდელი წეს-ჩვეულებების მიხედვით, სავარაუდოდ ის ერთი დღით ადრე დაიბადა. მისი კლასიკური მემკვიდრეობის შესახებ ორი საუკუნის განმავლობაში იმდენი დაიწერა და ითქვა, რომ მასში რთულია რაიმე...


ალბათ ბევრისთვის უცნობია, რომ ხმის ჩამწერი სახელმწიფო ფირმა "მელოდია" ოფიციალურის გარდა ე.წ. "ლევად" ანუ საავტორო უფლებების გვერდის ავლით უშვებდა პოპულარული დასავლელი შემსრულებლები ჩანაწერებს მინიონებზე(ახლა რომ სინგლს ვუწოდებთ), რა თქმა უნდა ჩანაწერები ულაპარაკოდ "დეფიციტის" კატეგორიაში გადადიოდა.აღსანიშანავია, რომ გა...


არსებობს ინსტრუმენტული თემები, რომლებზეც იმდენად მოულოდნელად იზრდება მათზე მოთხოვნილება, რომ ასობით ფილმში, სატელევიზიო თუ რადიო გადაცემაში ფონად არის გამოყენებული.. ამავე დროს, არავინ იცის არც ავტორის და არც შემსრულებლის ვინაობა, ზოგჯერ თან ამ ნაწარმოებების(ან სიმღერების) ნაწილი ოფიციალურად არც კი ითვლებოდა ჰიტ...


1
150
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
150
  
2021, 2 ივნისი, 12:56
რამდენი დღე ველოდი ამ სიმღერის გამოსვლას
0 1 1