x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"უცებ კიბეზე, მაღალი მამაკაცის სილუეტი გამოჩნდა..." - ნახეთ, რას წერს ლალი მოროშკინა

image


ჟურნალისტი, მწერალი და პიარტექნოლოგიების სპეციალისტი ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში მამა პეტრე კოლხის მოულოდნელი სტუმრობის შესახებ წერს და მასთან გადაღებულ რამდენიმე ფოტოსაც აზიარებს. მოროშკინას თქმით, მამა პეტრე კოლხმა (კვარაცხელიამ) მას შემდეგ, რაც ბოდბე მოილოცა, ეს მადლი მასაც გაუზიარა და სიღნაღში პირადად ჩააკითხა: "ერთი ამბავი უნდა გიამბოთ. დღეს დილიდან ჟრიამული იყო აუზზე... ბავშვები წყალში ლაზღანდარობდნენ, უფროსები ბართან, მხოლოდ ერთი ქალბატონი შეფიქრიანებული მეჩვენა. უცებ კიბეზე, მაღალი მამაკაცის სილუეტი გამოჩნდა... ვერ წარმოგიდგენიათ ამ ქალბატონის სიხარული, თვალები ცრემლებით აევსო... თურმე წლებია ოცნებობდა მამა პეტრესთან შეხვედრაზე და ეს სურვილი ნინოობაზე აუხდა! მე კი უბრალო, ადამიანური მადლიერება მინდა გამოვხატო Petre Kolxi -ის მიმართ. დღეს ბოდბე მოილოცა და ეს მადლი მეც მიწილადა... სიღნაღში ჩამომაკითხა. მიყვარს ეს დღე, წმ.ნინოს სულ ველაპარაკები, ვიცი რომ ის მაძლიერებს... მადლობა სამყაროს", - წერს ლალი მოროშკინა "ფეისბუქის" პირად გვერდზე.


imageimageimage











0
727
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
727