x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
ვერც კი წარმოიდგენთ, რომელი ფრინველის კვერცხი ითვლება უიშვიათეს დელიკატესად

ფოლკლენდის კუნძულები ფაქტობრივად ბრიტანეთის საზღვაო ტერიტორიაა, თუმცა ამ უფლებებს არგენტინა არ აღიარებს. რაც არ უნდა იყოს, სწორედ ამ კუნძულზე გვხვდება უიშვიათესი დელიკატესი, კერძოდ კი პინგვინის მოხცარშული კვერცხი.

image
პინგვინები კვერცხებს სხვა ფრინველების მსგავსად არ დებენ, სეზონზე მხოლოდ რამდენიმე ცალს დებენ, სწორედ ამიტომაც ითვლება მოხარშული კვერცხი დელიკატესად

ადგილობრივი მოსახლეობის საფირმო კერძი პინგვინის მოხარშული კვერცხია, რომელსაც მზარეულები მთელი 45 წუთის განმავლობაში ხარშავენ ადუღებულ წყალში. ნაწილობრივ მისი ზომის გამო, მაგრამ უფრო მეტად სპეციალური ცილის არსებობის გამო, რომელიც იცავს ემბრიონს ტემპერატურის უკიდურესი ცვლილებებისგან და ყინვაში გადარჩენის საშუალებას აძლევს. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მოსამზადებლად აუცილებლად იყენებენ პინგვინის გაუნაყოფიერებელ კვერცხს.

image

მოხარშული კვერცხის ცილაც კი გამჭვირვალეა და ალბათ ამიტომაც იწვევს ტურსიტების ინტერესს. ვინაიდან ამ კერძის გასინჯვა სხვაგან არაა შესაძლებელი, კუნძულზე ჩასული მოგზაურები აუცილებლად აგემოვნებენ მას.

imageimage







0
466
2-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
466
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0