სხვა გამოქვეყნა პუტინის ფეშენებლური იახტის ფასი,რომელიც პირველად მოხვდა კადრში(ვიდეო) 2021, 1 ივნისი, 19:45 ![]() მედიის ყურადღება 54-მეტრიან იახტა "ჩაიკაზე" იყო მიპყრობილი, რომელზეც ორი ქვეყნის ლიდერები მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ. აღინიშნა, რომ ძვირადღირებული ხომალდი კადრში პირველად გამოჩნდა. ბრიტანული BBC იუწყება, რომ 2009 წელს თურქეთში აგებული გემი შეფასებულია 30 მილიონ ევროდ, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ იგი შეიძინა 2011 წელს. CharterWorld პორტალი აქვეყნებს მონაცემებს, რითაც ირკვევა იახტის ერთი კვირით დაქირავება 23 მილიონი რუბლი ღირს.მარტო წელს მის მომსახურეობაზე და მოვლაზე 66 მილიონი რუბლი არის გამოყოფილი. ![]() გამოცემა "დოჟდის" ინფორმაციით, პრეზიდენტი ალბათ მთავარ კაიუტაში იმყოფება. მას იქ აქვს სამუშაო ოთახი, ბარი და აბაზანა. ოთახი აღჭურვილია პანორამული ფანჯრებით და გამჭვირვალე ჭერით. მედიამ გაარკვია, რომ ადრე იახტას "ლეო ფანი" ან "სირიუსი" ერქვა, ახლა კი "ჩაიკა"(თოლია) ჰქვია. იახტის დიზაინი შეიმუშავა ფრანგმა გემთმშენებელმა ჟან გაი ვერგერმა. წყაროების თქმით, გემის სიგრძე 54 მეტრია, ხოლო სიგანე 9, 5 მეტრი. 165 2-ს მოსწონს
|