x
მეტი
  • 23.12.2024
  • სტატია:138981
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512526
ერთი ჯადოსნური სიტყვა, რომლითაც ყველა სიტუაციაში გამარჯვებული გამოხვალთ
image


საიდუმლოს გასაღები ჩვენს აღქმაში და სტერეოტიპულ აზროვნებაშია. ჩვენ ხომ ბავშვობიდანვე ვიცით და მიჩვეულნი ვართ რომ „მადლობა“ და „გეთაყვა“ დადებითი და კარგი დამოკიდებულების აღმნიშვნელი სიტყვები, ერთგვარი საპასუხო გადასახადია კეთილი საქმისთვის. პატარა ბავშვს ბებიასთვის წყლის მიწოდებისთვის ან ნებისმიერ საქმეში „დახმარებისთვის“ პირველ რიგში „მადლობა, რა ყოჩაღი და კარგი ხარს აგებებენ ხოლმე“. „ჯადოსნური სიტყვების“ გაგონებისთანავე, ჩვენს ქვეცნობიერში ჯაჭვი იბმება: კარგი საქციელი–>მადლობა–>მე კარგი ვარ–>კომფორტი. სხვანაირად არც შეიძლება.


ჯაჭვის არასრულობა ხომ შემაწუხებელ დისკომფორტს გამოიწვევს. უარყოფით ემოციას დაბადებს ის აზრიც, რომ რაღაც ცუდისთვის გადაგიხადეს მადლობა. საიდუმლო სწორედ ამაშია! დაუმსახურებელი მადლიერება ვინმეს მიმართ საკმაოდ დიდ ფსიქოლოგიურ დისკომფორტს იწვევს, რადგან ჯაჭვის რგოლი - "მე კარგი ვარ" - არარეალურია და ვერ ებმება სიგრძეში. ადამიანისთვის მადლობის გადახდა იმისთვის, რაც რეალურად არ არის კარგი, მას თავის თავში ჩაახედებს და რეალურად დაანახებს თავის შეცდომებს, თქვენ კი ამ ყველაფრის მიღმა აღზრდილი, კეთილგანწყობილი და საქმისმოყვარული პიროვნების სახელს ინარჩუნებთ.


„მადლობა“ მხოლოდ ზრდილობის გამოსახატად არ არსებობს - ეს საოცარი სიტყვა მართლაც ჯადოსნური თვისების მატარებელია, რადგან სერიოზული კორექტივებისა და დადებითი მუხტის შეტანა შეუძლია თქვენს ცხოვრებაში. სიტყვა „მადლობა“ დადებითად აღიქმება ადამიანების მიერ რადგან თითოეულმა ჩვენგანმა იცის, რომ თუ ვინმე მადლობას გვიხდის, ესე იგი ის მადლიერია ჩვენი. რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ კარგები ვართ და ამ ფაქტის გაანალიზება ცვლის ჩვენს დამოკიდებულებას მის მიმართ, ვინც მადლიერებას გამოხატავს.



image


  • მაგალითად: წარმოიდგინეთ, რომ თათბირზე ხელმძღვანელმა თქვენს არაპროდუქტიულობაზე და უარყოფით თვისებებზე ისაუბრა, გაუსვა ხაზი ბოლო თვის განმავლობაში თქვენ გამო წარმოქმნილ ხარვეზებს და საჯარო გახადა პრობლემები, რომლებიც მიუხედავად იმისა, რომ ბოლომდე არ გეხებოდათ, მაინც თქვენ გადმოგატეხათ. თქვენ კი თანამშრომლების თანდასწრებით და ხელმძღვანელის პოსტიდან გამომდინარე, მისი უპირატესობის გამო, საშუალება არ გაქვთ რეალურად დაიცვათ და გაიმართლოთ თავი და ეს რა თქმა უნდა, გიფუჭებთ ხასიათს. სცადეთ შეხედოთ ხელმძღვანელს პირდაპირ თვალებში და წარმოთქვათ ასეთი ფრაზა: „დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ობიექტური კრიტიკისთვის, თქვენს შენიშვნებს აუცილებლად გავითვალისწინებ და გამოვასწორებ ხარვეზებს, გმადლობთ“. რა რეაქციას გამოიწვევს მსგავსი მოულოდნელი განცხადება თქვენზე უპირატესობის ქონით გაზულუქებულ შეფში ან თქვენი დატუქსვით გულაჩუყებულ/გახარებულ თანამშრომლებში წარმოგიდგენიათ?!
  • როდესაც ვინმე ბოროტი უტიფრად მოგახლით თუნდაც იმას, რომ ახალი ვარცხნილობა საერთოდ არ გიხდებათ, რა სჯობს უპასუხოთ სანაცვლოდ? - „მადლობა, რომ ჩემი ახალი ვარცხნილობა შეამჩნიეთ, მიუხედავად იმისა, რომ თქვენი აზრი საერთოდ არ ემთხვევა სხვებისას“. როდესაც ვინმეს არ სჯერა თქვენი და საქმეს არ განდობთ იმის შიშით, რომ თავს ვერ გაართმევთ: - „მადლობა რომ ჩემზე ზრუნავთ, მე აუცილებლად ვცდი და თავს არ დავზოგავ დავალების შესრულებისას“.
  • თუ „არას“ თქმა არ გეხერხებათ ჩაანაცვლეთ ის „მადლობით“! თუნდაც მაშინ, როდესაც დიეტაზე ხართ და სტუმრად ყოფნის დროს შოკოლადის ნამცხვარი ან ტკბილეულით სავსე კალათი მოგაწოდეს პასუხი მარტივია: - „ მადლობა, ცოტა ხანში გეახლებით“… - როდის დადგება ეს „ცოტა ხანი“ კი არავინ იცის.
  • როდესაც გთხოვენ რამე ისეთის გაკეთებას, რაც არც სიამოვნებას მოგანიჭებთ და არც თქვენს გეგმებში შედის, მარტივად მიაგებეთ: „მადლობა ნდობისთვის, მაგრამ ვერ დაგეხამრებით, დაკავებული ვიქნები“.

ასევე დაგაინტერესებთ:


3 ნიშანი, რომ ცხოვრებას უაზროდ ფლანგავთ - როგორ შევცვალოთ ყველაფერი

კაცი, რომელმაც სამყარო შეცვალა - მაჰათმა განდის ცხოვრების 7 წესი


"ყველაფერი, რაც გინდა იყო, უკვე ხარ" - რუმის 25 ცხოვრებისეული გაკვეთილი, რომლითაც ცხოვრებას შეცვლით



მიეცი ადამიანებს უფლება, იყვნენ შენით იმედგაცრუებულნი - ჯეფ ფოსტერის გენიალური წერილი



არ ეწყობა თქვენი ცხოვრება? - თქვენ არღვევთ სამყაროს ამ 7 კანონს


5-წუთიანი ტესტი, რომელიც საკუთარ ქვეცნობიერთან გასაუბრების საშუალებას გაძლევთ


ფსიქოლოგიური ტესტი - მოახერხებთ თუ არა თქვენი მიზნების ბოლომდე რეალიზებას


ამოირჩიე სახე, რომელიც ყველაზე მეტად გაღიზიანებს და გაიგე შენი ჩახშობილი მიდრეკილებების შესახებ


3 რამ, რისიც ყველა ადამიანს ეშინია - დოსტოევსკის მიხედვით



სტატიის მომზადებისას, შესაბამისი ნებართვით, გამოყენებულია mental.ge-ს მასალები

0
5309
2-ს მოსწონს
ავტორი:მაია 24
მაია 24
5309
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0