სხვა "წესიერება სულ დაივიწყეს!": 9 საუკუნოვანი ტრადიციები, რომლებიც სამეფო ოჯახის წევრებმა არაერთხელ დაარღვიეს 2021, 1 ივნისი, 15:12 სამეფო ოჯახის წევრობა საკმაოდ - მძიმე ტვირთია. თავადაც კარგად მოგეხსენებათ, რამდენად მნიშვნელოვანი და აუცილებელია თითოეული მათგანისთვის წესებით დადგენილი პროტოკოლის ზედმიწევნით დაცვა. სამეფო ოჯახის წარმომადგენლებს განაწესი კარნახობთ, თუ როგორ იკვებონ, როგორ ჩაიცვან ან საზოგადოების წინაშე როგორ მოიქცნენ, თუმცა დროთა განმავლობაში მრავალი ეს წესი მოძველდა, რის გამოც დღეს, უკვე სამეფო ოჯახის წევრები ყველანაირად ცდილობენ მათ თავი შეძლებისდაგვარად აარიდონ.სამეფო ოჯახის წარმომადგენლებს ბიკინის საჯაროდ ტარება ეკძალებათ. პირველმა ეს წესი პრინცესა დაიანამ დაარღვია, შემდეგ კი, პაპარაცებმა პრინც უილიამის საცოლის, ქეითის საცურაო კოსტიუმში დაფიქსირება მოახერხეს.სამეფო ოჯახის წევრი მამაკაცები როგორც წესი, ბეჭდებს არ ატარებენ, ქალებს კი, საქორწინო სამკაულის თავად არჩევა ეკრძალებათ, თუმცა ბეჭედი, რომელიც ახლა თავს კემბრიჯის ჰერცოგინიას თითზე იწონებს დაიანამ თავად აირჩია. პრინცი ჰარი - სამეფო ოჯახში პირველი მამაკაცი გახლავთ, რომელმაც საქორწინო ბეჭდის ტარება დაიწყო, და მანამდე ეს არც მის ბაბუას, არც მამას და არც მის ძმას არ გაუკეთებია.საშობაო წვეულებაზე სამეფო ოჯახის მომსახურე პერსონალს გამოჩენა ეკრძალება. დედოფალი გამონაკლისს მხოლოდ შეფ - მზარეულებისთვის უშვებს.საკუთარ ქორწილში საჯაროდ, სიტყვის წარმოთქმა აკრძალულია, ყველაფერი ტრადიციულ ტექსტს უნდა შეესაბამებოდეს, თუმცა პრინცესა დაიანამ, ქეით მიდლტონმა და მეგან მარკლმა ქორწილზე ის სიტყვა წარმოსთქვეს, რაც საჭიროდ თავად ჩათვალეს.საზოგადოების წინაშე გადაჯვარედინებული ფეხებით ჯდომა არ შეიძლება, ამ დროს მუხლები აუცილებლად დაფარული უნდა იყოს, ამ წესს ელისაბედ დედოფალი და ქეითი ყოველთვის იცავენ, აი, მეგან მარკლი კი - არღვევს.სამეფო ოჯახის წარმომადგენელმა ქალბატონებმა სხეულზე მომდგარი კაბები და ქვედაბოლოები უნდა ატარონ, თუმცა ქეით მიდლტონმა გადაწყვიტა ამ აკრძალვისთვის თავი აერიდებინა, რაც კემბრიჯის ჰერცოგინიას საკმაოდ ძვირადაც დაუჯდა.სამეფო ოჯახის წევრებს პოლიტიკაში ჩარევა ეკრძალებათ. ერთხელ პრინც ჩარლზს ამის მცდელობა ჰქონდა, რის გამოც საზოგადოების მხრიდან კრიტიკის ქარცეცხლში აღმოჩნდა.ქალებს კოლგოტის ტარება მოეთხოვებათ. ისინი საზოგადოების წინაშე შიშველი ფეხებით არ უნდა წარსდგნენ, თუმცა მეგან მარკლი ამ წესს საკმაოდ მოძველებულად და არასაჭიროდ მიიჩნევს.სამეფო ოჯახის წევრები განქორწინებულებზე არ უნდა დაქორწინდნენ, თუმცა პრინც ჩარლზმა და მისმა ვაჟმა ჰარიმ ამ წესის წინააღმდეგ წასვლა მაინც შეძლეს.538 შეფასება არ არის |