x
image
თუთიკო ბერძენა
ვატიკანის კატაკომბების უკიდურესად გასაიდუმლოებული დოკუმენტი
image


ვატიკანის არქივებში დაცულ დოკუმენტებს შეუძლიათ ისტორია შეცვალონ. მსოფლიო ისტორია, რომლითაც სკოლაში ტვინებს გვიბურღავდნენ და დღევანდელ მოსწავლეებშიც ასე გრძელდება, ლუი ბონაპარტეს თქმით, სხვა არაფერია თუ არა შეთანხმებულ ტყუილთა ერთობლიობა. კაცობრიობის რეალური ისტორია კი ხელმისაწვდომი მხოლოდ ერთეულებისთვისაა და მას რომ გაეცნო, ამისთვის სულ მცირე, რომის პაპი ან მისი ახლო გარემოცვა უნდა გახდე.


მეცნიერებს1881 წლიდან აქვთ წვდომა ვატიკანის არქივების მხოლოდ მცირე ნაწილზე და ისიც პაპ ლევ მე-13-ის წყალობით, რომელიც წინ აღუდგა მე-19 საუკუნის მოდერნიზაციას და გახსნა დოკუმენტების მხოლოდ უსაფრთხო ნაწილი მეცნიერებისთვის. საზოგადოებრივი ინტერესის განსაკუთრებულმა ზრდამ ვატიკანის ბიბლიოთეკისადმი, საიდუმლო არქივი აიძულა გარკვეულ დათმობაზე წასულიყო და 2012 წელს ზოგიერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტის სახალხო გამოფენა მოეწყო, მაგრამ მეცნიერების აზრით, ეს ღიაობა მხოლოდ სატყუარა იყო!



- რა საიდუმლო დოკუმენტებიდა წიგნები ინახება ვატიკანის კატაკომბებში, რომელიც მთელი მოედნის ქვეშაა განფენილი?




მაგალითად, "წითელ დრაკონს", რომელსაც ასევე "სატანის ევანგელეის" უწოდებენ და რომელიც შავი მაგიის ძალიან საშიში გრიმუარია. ის იერუსალიმში, სოლომონის სამარხშია ნაპოვნი და ვატიკანში შემდეგ გადაიტანეს . მიაჩნიათ, რომ ეს გრიმუარი თვითონ ეშმაკის დაწერილია და მასში დემონების მოსახმობი რიტუალები და ბნელ ძალებთან დადებული ხელშეკრულებებია.


კატაკომბებში ინახება ძალიან საშიში დოკუმენტები - მუსოლინისა და ჰიტლერის მიერ გამოყენებული მაგიური ლიტერატურა და გრიმუარები. ვატიკანის არქივები, როგორც ჩანს, ნაცისტი ოკულტისტებისთვის ღია იყო. ყველაფერი, რაც თარიღდება 1939 წლითმ მეცნიერებისთვისაც კი დახურულია, მათ შორის, პაპი პია მე-12-ის ქაღალდები, რომელიც ჰოლოკოსტის დროს ჰიტლერთან მის თანამშრომლობას ამტკიცებს.


კატაკომბებში უცხოპლანეტელთა არსებობის მტკიცებულებებიც ინახება. აქვეა წმინდა არტეფაქტები უძველესი რელიგიების შესახებ. როცა კერპთაყვანისმცემლობა დემონიზებული გახდა, პაპმა შეინახა ყველაზე ძლიერი რელიკვიები, რომ საკუთარი ძალაუფლება გაეძლიერებინდა. ამ ყველაფერს ალბათ მალავენ იმისთვისაც, რომ მათი გაცნობით მასებში მძიმე ფსიქოლოგიური ძვრების პროვოცირება არ მოხდეს.



არქივში ინახება უკიდურესად გასაიდუმლოებული დოკუმენტი - ტამპლიერების წინააღმდეგ პროცესის პროტოკოლი, რომელიც ცნობილია, როგორც პერგამენტი ანუ შინონის სია. იგი დაკარგულად ითვლებიოდა საუკუნეების მანძილზე და მხოლოდ 2001 წელს იპოვეს სხვა დოკუმენტებთან ერთად ყუთში.


საინტერესოა, რა დოკუმენტები გადაინაცვლებს ვატიკანის კატაკომბებში 2020 წლის კოვიდ პანდემიასთან დაკავშირებით. სწორედ ასეთ საიდუმლო სიმართლეებს მალავს ხოლმე ვატიკანი, რომელსაც ზედხედიდან კლიტის ფორმა აქვს. მისი გასაღები კი მხოლოდ პაპების ტვინშია და მათვე მიაქვთ მისი ცოდნა საფლავში

1
1012
8-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
1012
  
2021, 3 ივნისი, 10:11
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1