x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
საინტერესო და შოკისმომგვრელი ფაქტები მაიას ტომის შესახებ

ყველას სმენია მაინც მაიას ტომის შესახებ, წარმოგიდგენთ საინტერესო ფაქტებს, რომლებიც ამ ხალხის ცხოვრების და კულტურის უკეთ გაცნობაში დაგეხმარებათ:


მაიას ტომი და აცტეკები ცენტრალური ამერიკის ორი უდიდესი ცივილიზაცია იყო. მაიას იმპერია სინამდვილეში აცტეკების გამოჩენამდე არსებობდა რამდენიმე ასეული წლით ადრე . ბოლო ორი ათასი წლის განმავლობაში მან რამდენიმე მნიშვნელოვანი აღზევება და დაცემა განიცადა, თუმცა ტომი ჯერ კიდევ არსებობს და აისახება იმ ხალხთა ადათ-წესებში, რომლებიც იუკატანის ნახევარკუნძულზე ბინადრობენ.

image

მიუხედავად იმისა, რომ მათი ცივილიზაცია თითქმის მთლიანად განადგურდა, მექსიკისა და გვატემალას ბევრ სოფელში მაიას კულტურა და ენა შემორჩა, ისინი ძველებურად იცავენ თავიანთ წესებს და ცდილობენ მომავალ თაობებსაც დაუტოვონ.

image

ბოლო მონაცემებით, დაახლოებით მაიას ტომის შვიდი მილიონი შთამომავალი კვლავ ცხოვრობს იუკატანის ნახევარკუნძულზე.

image

კოლუმბიელი მაიას ტომი სერიოზულად უყურებდა შვილების ფიზიკურ მახასიათებლებს და ხშირად სურდათ მათი გაუმჯობესება. მაგალითად, დედები შვილებს პატარაობიდანვე შუბლზე დაფას ადებდნენ და ცდილობდნენ ნაოჭების გასწორებას. ასევე ჩვეულებრივი მოვლენა იყო ბავშვის თვალების წინ რაიმე საგნის ჩამოკიდება, იმისათვის, რათა ბავშვებში სტრაბიზმი ანუ სიელამე განვითარებულიყო - კიდევ ერთი თვისება, რომელიც ხაზს უსვამდა კეთილშობილურ წარმოშობას.


მაიას უძველესი მედიცინა რეალურად საკმაოდ განვითარებული იყო. ისინი ადამიანის თმისგან კერავდნენ ჭრილობებს, აბჟენდნენ კბილებს და პროთეზებსაც ამზადებდნენ.

ზოგიერთი ტომი დღემდე მსხვერპშეწირვითაა დაკავებული. მათ დიდი ხანია დამიანების მსხვერპლებზე უარი თქვეს და ახლა თავიანთ ღმერთს ქათმებს სწირავენ.

image

მაიას ტომი იყენებდა და იყენებს ბუნებრივი ინგრედიენტებისგან მიღებული ტკივილგამაყუჩებლებს, როგორც რელიგიური რიტუალების დროს (როგორც ჰალუცინოგენები), ასევე მედიცინაში (ანესთეზიის სახით).

image

აცტეკების მსგავსად, მაიას ტომიდანაც იყვნენ მესოამერიკული ბურთის თამაშის მოყვარულები. სათამაშო მოედნები იმპერიის ყველა დიდ ქალაქში აღმოაჩინეს. ხშირად თამაში სრულდებოდა მსხვერპლების თავების მოკვეთით რომლებიც, სავარაუდოდ წაგებული გუნდის ფეხბურთელები იყვნენ. ასევე, ამბობენ, რომ მოჭრილი თავები ბურთის ფუნქციასაც ასრულებდნენ.

image

საუნები და აბანოები დიდ როლს თამაშობდნენ მათ კულტურაში. ხალხს სწამდა, რომ წყალი მათ სულებს ბოროტებას აცილებდა.

image

ნანგრევები და პირამიდები, რომლებსაც ხშირად ნახავთ სურათებზე, სავარაუდოდ, მაიას ერთ – ერთ უდიდეს ქალაქში ჩიჩენ იცაში გადაიღეს. მთავრობამ ის კერძო მესაკუთრისგან შეიძინა რამდენიმე წლის წინ.

image

მონებს, პატიმრებს და სამხედრო ტყვეებს ლურჯად ღებავდნენ მომავალი მსხვერპლშეწირვისთვის და ამ მზადების დროს ზოგჯერ აწამებდნენ კიდეც.

image

მაიას წერის ძალიან მოწინავე სისტემა ჰქონდა და მისი გამოყენება იმდენად უყვარდათ, რომ წარწერებს ყველგან ტოვებდნენ სადაც კი მიაღწევდნენ, შენობების კედლებზეც კი. სამწუხაროდ, მათი ჩანაწერების უმეტესი ნაწილი დაიკარგა ახალ სამყაროში ესპანეთის დაპყრობების დროს.

image

აცტეკების მსგავსად, მაიას ტომს არასოდეს უმუშავია რკინასთან ან ფოლადთან. მათი იარაღები მზადდებოდა ობსიდიანის (ვულკანური მინა) ან ვულკანური ქანებისგან.

image

ბრტყელი შუბლისა და სიელმის გარდა, მაიას დიდგვაროვანი წევრები უბრალო ხალხისგან გამოირჩეოდნენ ცხვირის მოკაუჭებული, ნისკარტისებრი ფორმით, ხოლო კბილებში ნეფრიტი ჰქონდათ ჩადებული. ასევე, მაიას არისტოკრატებს უყვარდათ წვეტიანი კბილები, რასაც გაქლიბვის შედეგად აღწევდნენ.

image

მაია იყო პირველი ცივილიზაცია, რომელმაც გამოიყენა ციფრი 0, როგორც რიგითი ნომერი.

image

არავინ იცის თუ რატომ დაეცა მაიას იმპერია. მეცნიერები ვარაუდობენ შემდეგ თეორიებს- გვალვას, შიმსილს, ჭარბ პოპულაციას და კლიმატის ცვლილებებს.

image








0
598
2-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
598
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0