x
image
მაქს კავალერა
გახარიას ბოდიში და ენემის პასუხი პარლამენტში შესვლაზე

არც თუ ისე შორეულ წარსულში, როცა ჯერ კიდე ქართული ოცნება კარგად გრძნობდა თავს ძალაუფლების სადავეებთან, გადაწყვიტა ახალგაზრდებისთვის ჭკუა ესწავლებინა და კლუბებს თავს დაესხა, როგორც დამთავრდა ბასიანსა და გალერიში სპეცრაზმით შეჭრა და იქედან ნახევრად ფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ხალხის უგონოდ გამოყვანა, ეს ცალკე საკითხია, მაგრამ მაშინ აქციებმა ისეთი ფორმა და სახე მიიღო, გახარიას ბოდიშის მოხდა მოუწია და ტემპერატურაც დაეცა.

მის მერე ბევრმა ხანმა განვლო, თუმცა ბოღმამ და სიბრაზემ ვერ ნახა თავისი გამოსვლის და გამოშვების საშუალება და გავრილოვის ღამეს, ზუსტად მაშინ იფეთქა ამდენი ხნის საპროტესტო ტალღამ, ხელისუფლებამაც არ დაიშურვა ძალისხმევა და რაც შეეძლო და არ შეეძლო, ყველაფერი გააკეთა რომ მაქსიმალურად მეტად დაეზიანებინა და დაესაჯა აქციის მონაწილეები, იმ ღამეს ნამდვილი სასაკლაო მოაწყვეს ჩვენმა სისტემის მეთაურებმა, თვალების დათხრით დაწყებული, თითოეული ადამიანის დევნით, ქუჩა-ქუჩა, უბნებში, სკვერებში, პირდაპირ ინადირეს მათზე.

პ.ს ბიძინა წავიდა, გახარია მოვიდა, ნაცები პარლამენტში შედიან, ნამახვანჰესი ისევ შენდება, მოკლედ ივერია მალე გაბრწყინდება და ჩვენც გვეშველება და მათაც.image



0
101
შეფასება არ არის
ავტორი:მაქს კავალერა
მაქს კავალერა
101
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0