პარამეცნიერებები "არავის სჯერა ჩემი. ყველა მეძებდა, მაგრამ მთელი ამ ხნის განმავლობაში სახლში ვიყავი" - რეალური ამბავი, რომლის დაჯერებაც ძალზე ძნელია 2021, 30 მაისი, 23:56 ფბ პოსტად ედო ნ, მ-ს. თუცა მხოლოდ მეგობრებისთვის და ამიტომ არ მოვახდენთ მის ინდენტიფიცირებას, თუმცა თვითონ მოვლენა არის ზალიან საინტერესო და პარანორმალური. "ჩემთვის ძალიან რთულია ამის შესახებ წერა, მაგრამ უნდა გავაკეთო. ნორმალური ადამიანისთვის რთულია დაიჯეროს ის, რაც დამემართა. სიმართლე გითხრათ, მე თვითონ არ დავიჯერებდი, ვინმეს რომ მსგავსი რამ ეთქვა. და რადგან ეს ჩემთან მოხდა, ეს ნიშნავს, რომ ეს სხვებსაც მოუვიდათ. ზუსტად ერთი წლის წინ დაკარგული ვიყავი. ყველას ასე ეგონა, მაგრამ ასე არ იყო. აქამდე ჩემს ახლობლებს, მეგობრებსა და ნაცნობებს სჯერათ, რომ გავიქეცი და ოჯახი დავტოვე. ჩემი ცოლი სამი თვის განმავლობაში დარჩა ერთი წლის ქალიშვილთან მარტო. ვხედავდი, როგორ იტანჯებოდა, როგორ ტიროდა. დეტალურად ბგაინტერესებთ რა დამემართა? დასვენების დღე მქონდა. ცოლი გარეთ გავიდა ქალიშვილთან სასეირნოდ. ამასობაში გადავწყვიტე, გამეხარებინა იგი და ბინაში ყველაფერი დამელაგებიმა. ოთახში გვაქვს ჩამონტაჟებული კარადები სარკისანი კარებით. სწორედ მანდ მოხდა ჩემი ამბავი. პირსახოცს ვუსვამდი, როდესაც ვიგრძენი, როგორ დაიწყო სარკეში ჩემი ჩავარდნა. ვერ მივხვდი რა ხდებოდა, ავტომატურად დავიწყე წინააღმდეგობის გაწევა, მაგრამ ამას საპირისპირო შედეგი მოჰყვა. რაც მეტს ვეწინააღმდეგებოდი, მით უფრო მისრუტავდა. მე არასდროს ჩავძირულვარ ჭაობში ან ფხვიერ ქვიშაში, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ იგივე შგრძნებები იქნებოდა. ამ ყველაფერმა ერთ წუთზე მეტხანს გასტანა და გონზე მოსვლის დროც არ მქონდა, რადგან აღმოვჩნდი იმ სივრცეში, რომელიც უფრო შესანიშნავად თეთრ და ამავდროულად გამჭვირვალე ოფისს ჰგავდა. სამი თვის იქ გატარების შემდეგაც არ ვიცი, კედლები იყო თუ არა. მე ეს არ გადავამოწმე, რადგან ძალიან მეშინოდა იმ ერთი კედლის დაკარგვის, რომლითაც ჩვენი ოთახი ჩანდა. დავინახე ჩემი ცოლი დაბრუნდა. ძალიან გაუკვირდა, როდესაც სახლში არ დავხვდი. ბავშვის ლოგინში ჩაწვენის შემდეგ მან შეამჩნია, რომ ჩემი ყველაფერი ადგილზე იყო: მანქანის გასაღებები, ტელეფონი, ფეხსაცმელი და ჩემი ტანსაცმელი. უცნაური გრძნობაა, როდესაც საყვარელი ადამიანი შენს გვერდით დგას, ყვირი, მუშტებს იქნევ, მაგრამ ისინი არ გისმენენ. შიშის გრძნობამ შეცვალა უმწეობის განცდა და პირიქით. დავინახე როგორ ღელავდა ჩემი ცოლი. დაურეკა ჩემს მშობლებს, ჩემს ყველა მეგობარს და ნაცნობს. საღამოს ყველანი შეიკრიბნენ. სხვადასხვა ვარაუდი გამოითქვა. საღამოსთვის გადაწყდა პოლიციასთან დაკავშირება. თანამშრომელმა დაათვალიერა ბინა, მეუღლემ კი აჩვენა ჩემი ყველაფერი. მე სხვა გზა არ მქონდა, ვურტყამდი სარკეს შოგნიდან, . ვცდილობდი მათი ყურადღება მიმეპყრო. გასაკვირია, რომ იქ არანაირი ტკივილი და შიმშილი არ მიგრძვნია. ყველა გრძნობა გამორთული ჰქონდა. დღეები ღამეებს მოჰყვებოდა. ჩემი მეუღლე ხშირად ტიროდა. ვერსია, რომლის მიხედვითაც გავიქეცი, პასუხისმგებლობისგან შეშინებული, მთავარი გახდა. გაჩნდა ვერსია, რომ მეორე ოჯახი მყავს და ყველაფერი დავტოვე. კოლეგებმა ჩემი გაქცევა არ დაიჯერეს. მე ნამდვილად მიყვარს ჩემი საქმე. ცოტა ხნის წინ დამაწინაურეს და ხელფასის მნიშვნელოვანი ზრდაც მქონდა. ყველანი დაბნეულები იყვნენ, მე სხვა გზა არ მქონდა, კედლის გვერდით ჯდომის და ჩემი ოჯახის ტანჯვის ყურების გარდა. . ჩვენი ქალიშვილი საწოლიდან წამოდგა, ჩემი მიმართულებით გამოიხედა, მომეჩვენა, რომ დამინახა. შესამოწმებლად, დავიწყე გვერდიდან გვერდზე სიარული და ჩემდა გასაკვირად, მან მზერა გამოაყოლა ჩემს მოძრაობას. გადავწყვიტე მთელი ჩემი ძალის დახარჯვა ჩემი ქალიშვილის ყურადღების მიპყრობაზე. თუ ჩემი მეუღლე შეამჩნევდა, ის შეძლებდა ჩემს დახმარებას. ჩემდა სამწუხაროდ, ლიზას მზერა ჩვეულებრივ ცნობისმოყვარეობად მიიჩნიეს. დრო ძალიან ნელა გადიოდა. ვუყურებდი როგორ მივლიდა გვერდს ცხოვრება. მაგრამ ერთ დღეს რაღაც წარმოუდგენელი მოხდა. ცოლმა ბავშვი ჭოჭინაშიჩ ასვა და თვალს ადევნებდა მას. ლიზა სარკეს მოუახლოვდა, მიყურებდა. ცოლი ცდილობდა გაეგო, რას უყურებდა ქალიშვილი.მაგრამ სულ ტყუილად. აი დროს, როდესაც იგი სამზარეულოსკენ წავიდა, ლიზამ სარკეზე ხელები მოათათუნა. როგორც კი ხელები მივადე მის ხელებს შიგნიდან, ჩემი ბინის იატაკზე აღმოვჩნდი. მაშინვე ჩავეხუტე ქალიშვილს. როდესაც ცოლი კარში გამოჩნდა, ის ერთ წუთზე მეტხანს იდგა ადგილზე გაქვავებული და თვალებს არ უჯერებდა. შ მე ყველაფერი მოვუყევი, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ მათი საუბრები მცირე დეტალამდეც მოვახსენე, აღვწერე ჩვენთან მოსული პოლიციელი, მაინც არ დამიჯერა. მე თავს დამნაშავედ არ ვგრძნობ და ეს კიდევ უფრო აღიზიანებს ყველას. მეუბნებიან ბოდიში მოიხადეო, მაგრამ არ მესმის, რატომ. რაც მთავარია, დავბრუნდი. შიში, რომელიც განვიცადე, ახლა სამუდამოდ ჩემთანაა. მე იქ ვიყავი, რისი არსებობა არც კი ვიცოდი. ახლა კი მუდმივად ვეკითხები ჩემს თავს: კიდევ რა არის ამქვეყნად, რომლის შესახებ მხოლოდ რამდენიმემ იცის. ის ფაქტი, რომ ჩემი ცხოვრება არ იქნება იგივე, ეს ნამდვილად დარწმუნებულია. კარადა გადავაგდემ სარკეები დავამსხვრიე და ახლა მთელი ძალით ვცდილობ დავივიწყო, რაც დამემართა", აცხადებს მობრუნებული ფბ გვერდზე. ჩვენს სამყაროში კიდევ ბევრი ფენომენია შეუსწავლელი. 236 3-ს მოსწონს
|