ასტროლოგია 2, 3, 4 და 21 ივნისი დიდი ბედნიერების დღეებია - რა უნდა იცოდეთ მომდევნო თვის მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ 2021, 30 მაისი, 23:38 ივნისი მნიშვნელოვანი მოვლენებითაა დატვირთული. ახლა დაბნელებების დერეფანში ვიმყოფებით. სასურველია, ვიყოთ პოზიტიურ განწყობაზე და გააზრებულად ვიმოქმედოთ და მივიღოთ სწორი გადაწყვეტილებები. 21 ივნისამდე მზე ტყუპის ზოდიაქოშია. ჩვენი მთავარი აქცენტია: კომუნიკაცია, კონტაქტები, სწავლა, ახალი ნაცნობობა. იყავით დაკვირვებული რა ინფორმაციას იღებთ, როგორ აღიქვამთ და რას ავრცელებთ. კარგი პერიოდია პიარისა და რეკლამისთვის. კარგ შედეგს მოგიტანთ ყიდვა-გაყიდვა. აქვე გილოცავთ ტყუპის ზოდიაქოს წარმომადგენლებს იუბილეს. ახლა თქვენი ასტროლოგიური ახალი წელი იწყება. გისურვებთ საინტერესო ადამიანების გაცნობას, მოგზაურობას, შთაბეჭდილებებს, ერთგულ მეგობრებს, ბარაქიანობასა და სიყვარულს. 29-30 მაისს საუკეთესო დღეებია, დანიშნეთ მნიშვნელოვანი საქმეები. პირველი ივნისი ცოტა რთული დღეა. ეცადეთ, არაფერი განსაკუთრებული არ მოიმოქმედოთ. დაკვირვებულად მიიღეთ გადაწყვეტილებები. 2 ივნისი დაბნელებების შუა წერტილია (26 მაისსა და 10 ივნისს შორის). ზოგისთვის ეს რთული დღეა, ანგრევს გეგმებს, ზოგისთვის - ბედნიერი. გირჩევთ დააკვირდეთ, მაგრამ ფრთხილადაც იყოთ, დაგეგმილი მოვლენები შეიძლება გაურკვეველი სცენარით განვითარდეს. ივნისში პლანეტები აქტიურად მოძრაობენ. ვენერა - სიყვარულისა და ფულის პლანეტა სწრაფად გაივლის ტყუპს, კირჩხიბს და თვის ბოლოს გადავა ლომში. 2 ივნისს ესტუმრება კირჩხიბს, სადაც დარჩება 27 ივნისამდე. სასიყვარულო სფეროში მომატებულია მგრძნობელობა, ბუტიაობა. კარგი იქნება, თუ განაახლებთ ინტერიერს ბინაში. საოჯახო საქმეებიც კარგად გამოგივათ. მიიპატიჟეთ შინ მეგობრები და გაუმასპინძლდით ოჯახური კერძებითა და დესერტით. 2, 3 და 4 ივნისს ვენერას ჰარმონიული ასპექტი ექნება იუპტერთან. ვენერა არის პატარა ბედნიერება, იუპიტერი - დიდი ბედნიერების პლანეტა. ამიტომ, ეს დღეები მაქსიმალურად უნდა გამოიყენოთ. ამასთან, კარგი დღეები გვექნება კიდევ 22-24 ივნისის შუალედში, როცა იუპიტერი ჰარმონიულ ასპექტს შექმნის მზესთან. 5-6 ივნისს გველოდება მარსი პლუტონის დაპირისპირება. შეამცირეთ კონტაქტები, არც კი დაუშვათ კამათი. ავტომობილით მგზავრობისას იყავით მაქსიმალურად ფრთხილი და დაკვირვებული. ასეთი ასპექტი შარშან, 2020 წელს გვქონდა სამჯერ: 13 აგვიტოს, 9 ოქტომბერს და 23 დეკემბერს, გაიხსენეთ, რა ხდებოდა ამ დღეებში თქვენი ან თქვენი ახლობლების ცხოვრებაში. სიფრთხილე გმართებთ მჭრელ და ბასრ საგნებთან, ცეცხლსასროლ იარაღთან. 10 ივნისი თვის მთავარი მოვლენა - მზის დაბნელება გველოდება 14:42-ზე ტყუპის მე-20 გრადუსში. ამ დღეს ახალმთვარეობაცაა, მაგრამ მთვარე ეფარება მზეს. შეიძლება გართულდეს ინფორმაციის მიღება-გადაცემა, ვერ გაიგოთ სწორად ნათქვამი ან თქვენ ვერ გაგიგონ, გაჭირდეს სწავლა, გადაიდოს დაგეგმილი შეხვედრა. გაფრთხილდით, რომ არავინ მოგატყუოთ, არაფერი დაკარგოთ, დაგრჩეთ. რაციონალურობა და ლოგიკურობა დაქვეითებულია. მოუფრთხილდით საფულეს, ძვირფასეულობას. ნუ შეიძენთ ძვირად ღირებულ ნივთებს. გადაამოწმეთ ყველა საბუთი, ინფორმაცია. 11 ივნისს მარსი დატოვებს კირჩხიბის ნიშანს და გადავა ლომში, სადაც დარჩება 29 ივლისამდე. მარსი კირჩხიბში არის მომართული საოჯახო საქმეების შესრულებაზე. ნეგატიურიდან შეიძლება მომატებული იყოს შთოფი, ემოციურობა. ლომში მარსი მეტად მიზანდასახულია, აქტიურია, აქვს ლიდერული თვისებები და არ გაუჭირდება სასურველის, მიზნების მიღწევა. სასურველია, მოთოკოს აგრესია და მართოს ემოციები. 15 ივნისი - სატურნი ურანის დაპირისპირება შეიძლება შევადაროთ ძველისა და ახლის ბრძოლას. სატურნს სურს ძველის შენარჩუნება, ეს არის აკრძალვა, შეზღუდვა. ურანს კი - რევოლუცია, სიახლეები, თავისუფლება და რეფორმა, მაგრამ გამოცდილება არ აქვს და სურს ყველანაირი ძველის დანგრევა. სატურნი მართვს სახელმწიფო სტრუქტურებსაც, დიდ, იერარქიულ სისტემებსაც, ურანი კი კავშირშია თანამედროვე, ქსელურ კავშირებთან და ამ ორ მხარეს შორის დაპირისპირება მოიტანს ცვლილებებს მათ სფეროებში. 20 მაისის რეტროგრადული გახდება იუპიტერი, 10 ოქტომბრამდე. გადახედეთ თქვენს იდეალებს, მიზნებს, სურვილებს, რა მიმართულებით გსურთ განვითარება. რომელ სფეროში გსურთ წარმატების მიღწევა. მიუბრუნდით ძველ პროექტებს, უცხო ენის შესწავლას. 21 ივნისს, 07:32-ზე გველოდება ზაფხულის მზებუდობა და ამ დღესვე მზე კირჩხიბის ნიშანში გადადის. ამ დღეს მზე ყველაზე ძლიერია, მას კარგი ასპექტი აქვს იუპიტერთან - დიდი ბედნიერების პლანეტასთან. მოიმატებს წარმატების, სასურველის მიღწევის შანსების გამოვლენა. გამოჩნდება ახალი პერსპექტივები. მერკური დირექტული გახდება 23 ივნისს. გამარტივდება კომუნიკაცია, მიმოსვლა, ცოდნის მიღება. თუმცა, მისი რეტოგრადულობა გვეხმარება გამოვასწოროთ, გადავაკეთოთ საბუთებიც, ურთიერთობებიც, ნივთებიც. 24 ივნისს გველოდება სავსემთვარეობა თხის რქის მე-4 გრადუსში, 22:39-ზე. სასურველია, ჩამოვყალიბდეთ ჩვენს მიზნებში, კარიერულ მიღწევებში. დაისახეთ დიდხნიანი გეგმები. მოგეცემათ ახალი შანსები, პერსპექტივები. 25 ივნისს პლანეტა ნეპტუნი გახდება რეტროგრადული პირველ დეკემბრამდე. გადახედეთ თქვენს სურვილებს, ოცნებებს. მიუბრუნდით დაწყებულ შემოქმედებით პროექტებს. ჩაუღრმავდით საკუთარ სამყაროს. და ივნისის ბოლო მოვლენა, 27-ში ვენერა გადავა ლომის ზოდიაქოში, სადაც დარჩება 22 ივლისამდე. მოიმატებს შემოქმედებითობა, რომანტიკულობა, მოგინდებათ ელიტურ წვეულებებზე დასწრება და უფრო მეტიც, საკუთარი თავის საუკეთესოდ გამოვლენა. გახდებთ გულუხვი საყვარელი ადამიანის მიმართ, გაანებივრებთ ძვირად ღირებული საჩუქრებით, პაემნები გახდება დაუვიწყარი. ლომი ეს არის დღესასწაული, მხიარულება, ფესტივალები, ელიტური შეხვედრები, თეატრალური წარმოდგენები, ვენერა კი სიამოვნების მიღება, ბედნიერებით ტკბობა და იმედია, ამ პერიოდისთვის მოიხსნება შეზღუდვები და ხალისიან, ბედნიერ ცხოვრებას დავუბრუნდებით. ასევე დაგაინტერესებთ:კარმის პლანეტა "უკანმავალი" გახდა - რა უნდა მოასწროთ 2021 წლის ოქტომბრამდე და რა "საჩუქრებს" გიმზადებთ სატურნი ზოდიაქოს ნიშნებსბედნიერების პლანეტა ნიშანს იცვლის - ასტროლოგები მსოფლიოში მოსალოდნელ დიდ ცვლილებებსა და ზოდიაქოს 3 ნიშანზე, რომლებსაც ერთი წელი სასიკეთო პერიოდი ელითყოველთვის მართავს ის, ვინც ნაკლებად შეყვარებულია - დომინანტი პარტნიორის 6 წესი"შხაპის ქვეშ ვიდექი და ღმერთს ვუყვიროდი, რომ ქორწინება აუტანელი გახდა..." - ისტორია, რომელიც ყველა დაქორწინებულმა წყვილმა უნდა წაიკითხოსრას მოგიტანთ ბედნიერების პლანეტა იუპიტერი 2022 წლის დეკემბრამდე, თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - "გაიხსენეთ რა ხდებოდა თქვენს ცხოვრებაში 2010 წელს...""დაბნელებების დერეფანი" და სუპერსავსემთვარეობა - რა მოვლენებს უნდა ველოდეთ 26 მაისიდან 10 ივნისამდე და როგორ უნდა გავატაროთ ეს პერიოდიზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც ზაფხულში დიდ სიყვარულს იპოვიან - ვის პირად ცხოვრებას შეცვლის სამუდამოდ მომდევნო სამი თვე?967 1-ს მოსწონს
|