x
image
თამილა გურაშვილი
ლია ელიავა: ".. ჩემს ფანჯრებთანაც კი მღეროდნენ, როგორც სადღაც სევილიაში…"
image


--- გავიზარდე სოლოლაკში, ქუჩებში ჟღერდა მუსიკა, ვიღაცა კლასიკურ მუსიკას უკრავდა, მეცადინეობდა, ვიღაცა მღეროდა, უბრალოდ იმიტომ რომ ემღერებოდა. საღამოობით დადიოდნენ ახალაგაზრდები და რამდენიმე ხმაში მღეროდნენ, ზოგჯერ მეძინა და ძილშიც მესმოდა სიმღერა ქუჩიდან, რომ წამოვიზარდე, ჩემს ფანჯრებთანაც კი მღეროდნენ, როგორც სადღაც სევილიაში…
--- ბავშვობაში ძალიან ცელქი ვიყავი, თუმცა კითხვა მიყვარდა. კინო და თეატრი თავიდანვე მიზიდავდა. მე და ჩემი თანატოლები ქუჩაში ჩვენს კინოვარსკვლავებს დავდევდით;. ნატო ვაჩნაძეს ან თამარ ციციშვილს თუ დავინახავდით, დიდი მოვლენა იყო. მახსოვს, როგორ გაგვაოგნა მე და ჩემი მეგობარი ქუჩაში ულამაზეს, სრულიად ახალგაზრდა დოდო ჭიჭინაძესთან შეხვედრამ. „დავით გურამიშვილი“ მისი მონაწილეობით უკვე ნანახი მქონდა და მსახიობობაზე ოცნება მაშინ დავიწყე.
--- მ ა მ ა(შ.ელიავა) ნაკლებად მახსოვს. მხოლოდ საწოლთან თავდახრილი კაცის სახე ჩამრჩა მეხსიერებაში.
მონატრებულ დ ე დ ა ს (ე.კერესელიძე) კარადაში შემორჩენილი მისი ორი კაბის სურნელით ვიხსენებდი და გულში ვმალავდი ბავშვურ ტკივილს, რომელიც ყოველდღე მახსენებდა თავს.
. სკოლიდან შინ მიმავალს სოლოლაკში ჩვენი ყოფილი სახლი უნდა გამევლო, იქით გახედვას სასტიკად მიკრძალავდნენ. თვალს მალულად ვაპარებდი მესამე სართულისკენ. ფანჯარაში, ფარდის მიღმა, ჩანდა ჩვენი ავეჯის ნაწილი, ლამაზი „ბუფეტის“ კუთხე. იქ ყველაფერი ისევე იყო, ოღონდ, ჩვენ მაგივრად, სხვები ცხოვრობდნენ.
--- 17 წლის ვიყავი, დედა რომ გადასახლებიდან დაბრუნდა. მეუბნებოდნენ, დედაშენი ლამაზი, ელეგანტური, სიცოცხლით სავსე ქალიაო და მოუთმენლად ველოდი მასთან შეხვედრას. თან მეშინოდა, არ ვიცოდი, რა მეთქვა - ჩემს ცხოვრებაში შემოდიოდა ყველაზე ახლობელი და ამავე დროს უცხო ქალი, რომელსაც ჩემი ყოფა უნდა შეეცვალა. ვაგონიდან ორი ქალი გადმოვიდა, დაბამბული ქურთუკები ეცვათ. ორივეს სახე შეშუპებული ჰქონდა. გავშეშდი. დედაჩემი ხომ ასეთი არ იყო. პირველად მას დეიდა კატიუშა დავუძახე. ახლაც მახსოვს მისი ელდანაცემი სახე. დღემდე ვერ მიპატიებია ეს ჩემი თავისთვის.... დიდი ხანი დამჭირდა, რომ დედას შევჩვეოდი.
--- პირველი უიღბლო ქორწინების შემდგ ოჯახის შექმნაზე აღარ ვფიქრობდი, მაგრამ ოთარმა ისე დაჟინებით და ლამაზად მთხოვა ხელი, რომ უარი ვერ ვუთხარი. როცა „მამლუქი“ ეკრანებზე გამოვიდა, ჩვენ უკვე საყვარელი ქალიშვილი ნანა შეგვეძინა.
--- ყველა სახე, რომელიც ეკრანზე შევქმენი, ძვირფასია ჩემთვის, რადგან თითოეული მათგანი ჩემი ცხოვრების ნაწილაკია. თუმცა, ჩემი ოცნების გმირს დღემდე ვერ მივაგენი. ჩვენი პროფესია ძალზედ რთულია. როლები, რასაც მთავაზობენ, ხშირად არ მაკმაყოფილებს და მაინც ვთანხმდები. ვიცი, ეს კომპრომისია, მაგრამ კინოს გარეშე ცხოვრება არ შემიძლია.
---უსაზღვროდ მადლობელი ვარ ჩემი მაყურებლის, რომელმაც ასე გულთბილად მიმიღო. სადაც არ უნდა ვიყო, როგორც ახლობელს, როგორც თავისიანს, ისე მხვდებიან. ეს ყველაზე დიდი მწვერვალია, რომელიც დავიპყარი.
* * * ”დედას უყვარდა უბრალო ადამიანებთან ურთიერთობა. ყოველთვის დადიოდა რაიონებში და სოფლებში. .... ეს ნაზი ქალბატონი საკმაოდ პრინციპული, სამართლიანი და მამაცი იყო. პირდაპირ იტყოდა იმას, რასაც ფიქრობდა. უყვარდა კითხვა და ყოველთვის ცოტა დრო რჩებოდა საკუთარი თავისთვის. არ მახსოვს, სარკესთან გაუთავებლად მდგარიყო და გაპრანჭულიყო, “ - ნანა კობერიძე, ლია ელიავასა და ოთარ კობერიძის შვილი.
- ”ლიას პირველად ბევრი წლის წინ შევხვდი. იმ დროს „ვგიკ“-ში ვსწავლობდი და მოსკოვიდან თბილისში მატარებლით დავდიოდი;. შევედი კუპეში და დამხვდა ნამდვილი საოცრება - სულ ახალგაზრდა ქალი, თითქმის გოგონა, რომელიც თითქოს შიგნიდან ანათებდა. პირველივე წუთიდან უცნაური განცდა დამეუფლა: ის არ იყო იმ კუპედან, იმ მატარებლიდან, იმ ცხოვრებიდან...“ - ლანა ღოღობერიძე.
- " ლია ელიავა პირველად „ბაში აჩუკის ღამის” გადაღებებზე ვნახე და მისმა სილამაზემ დამაბრმავა” - .ოთარ კობერიძე.
* * * გასული საუკუნის 70-იანი წლებში ლ ი ა ე ლ ი ა ვ ა წლის
უ ლ ა მ ა ზ ეს ევროპელ მსახიობ ქალად და წლის სახედ დაასახელეს!
1934 წლის 28 მაისს დაიბადა ლია ე ლ ი ა ვ ა ! - წერს ლალი გოგუაძე
0
260
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
260
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0