კონფლიქტები ყოფილი ტროლი ჰყვება თუ, როგორ მუშაობს რუსეთის "ტროლების ქარხანა" 2021, 29 მაისი, 7:35 პირველ რიგში რაც უნდა აღინიშნოს არისდ ის რომ ტროლები რუსეთში გაჩნდნენ და სახელწოდება "ტროლების ქარხანაც" აქვე შეიქმნა რაც პირდაპირი მნიშნველობით ნიშნავს შენობას სადაც ყალბი, ცრუ, ცილისმწამლებური და დეზინფორმაცილი ამბები მზადდება. ეს არის ვაშინგტონ პოსტის მასალა, სადაც "ტროლების ქარხნის" ყოფილი ტროლი 43 წლის კაცი ჰყვება თუ როგორ მუშაობენ ისინი. "ყოფილმა თანამშრომელმა მარატ მინდიაროვმა The Washington Post-სთან ინტერვიუში მოყვა, თუ როგორ ხდება ამ ინფორმაციულ ომში "მწერალი ჯარისკაცების" გამოყენება. მისივე თქმით, ის იმყოფებოდა ახალი ამბების კომენტირების განყოფილებაში რუსული ენის მიმართულებით. მარატ მინდიაროვი ტროლების ქარხანაში 2014 წლის ნოემბრიდან 2015 წლის თებერვლამდე მუშაობდა, მაშინ ეს ქარხანა პეტერბურგში სავუშკინის 55-ში მდებარეობდა. თვითონ კი ახლომდებარე სოფელში ცხოვრობდა. როგორც ის ამბობს იქ შემთხვევით მივიდა, უმუშევარი იყო და მომავალი სამუშაო სახლთან ახლოს იქნებოდა. "შენობა ოთხ სართულიანი იყო, სადაც მრავალი ოთახი იყო, შიგ განთავსებული 20 კომპიუტერით. ყველა მუდმივად საქმიანობდა და რაღაცას წერდა”, - იხსენებს ის. "მე იქ მოვედი და მაშინვე ვიგრძენი ჯორჯ ორუელის წიგნის "1984" პერსონაჟად თავი. ეს ის ადგილია, სადაც უნდა დაწერო, რომ თეთრი არის შავი და შავი არის თეთრი. პირველი შეგრძნება იყო ის, რომ რაღაც ქარხანაში ვიყავი, სადაც უამრავი ადამიანი მუშაობდა 300–დან 400–მდე, და ყველანი წერდნენ სრულ სისულელეებს. ყველაფერი ისეა, როგორც ორუელის სამყაროში ", - აღნიშნა მან. ილუსტრირებული ფოტო როგორც "ყოფილმა ტროლმა" დააკონკრეტა, მისი ამოცანა იყო კომენტარების წერა სიახლეებზე ინტერნეტსივრცის რუსულ სეგმენტში - ნებისმიერ პლატფორმაზე. როგორც კი რაიმე სახის სიახლეები გამოჩნდებოდა, ტროლები იწყებდნენ კომენტირებას "პარტიის ხაზის" მხარდაჭერის ილუზიით. თითოეულ სიახლეზე სამი თანამშრომელი აკეთებდა კომენტარს, რათა შექმნილიყო ახალი ამბების ქვეშ უცხო პირების დიალოგი. ერთმა დაწერა უარყოფითი შინაარსის კომენტარი, ორმა კიდევ დაუპირისპირდა მას და შედეგად ვითომ "დაარწმუნა". ტროლებს ეს თემები საერთოდ არ აინტერესებთ. ისინი უბრალოდ მექანიკური მაიმუნები არიან და ესაა მაიმუნების კოლოსალური და უაზრო ნაშრომი. გაოცებული ვიყავი იმით, თუ როგორ გრძნობდნენ თავს ყველანი დაუსჯელად, მაშინაც კი, როდესაც ისინი წერდნენ სრულიად შეურაცხმყოფელ კომენტარებს. ჩემი აზრი არავის აინტერესებდა. მე უნდა დამეწერა ის, რაც მიბრძანეს. მაგალითად, როდესაც იქ ვიყავი, ამერიკამ და ევროკავშირმა უკრაინაში შეჭრისთვის სანქციები დაუწესა რუსეთს, დაიწყო რუბლის გაუფასურება. მე კი საპირისპიროდ დავწერე: რამდენად კარგია ყველაფერი ჩვენთან, რა მაგარია, რომ რუბლი მყადება, რომ სანქციები მხოლოდ გაგვაძლიერებს და მსგავსი აბსურდი, ”- განმარტა მან. მინდიაროვმა თქვა, რომ ცვლა 12-საათიანი იყო, ისინი ორი დღის განმავლობაში მუშაობდნენ როტაციული წესით და "ნორმა" იყო ცვლაში 135-200 კომენტარის დაწერა. ხელფასი იყო 40 ათასი რუბლის ფარგლებში, მაგრამ ეს შეიძლება გაორმაგებულიყო თუ ინგლისური იცოდი და Facebook განყოფილებაში იმუშავებდი. მინდიაროვი ამბობს, რომ თვითონ ჩაიჭრა ტესტში "ფეისბუქზე" ინგლისურის არასაკმარისი ცოდნის გამო, როდესაც ჰილარი კლინტონის შესახებ ესეს დაწერა სთხოვეს. ის ირწმუნება, რომ ენის ცოდნის მოთხოვნები მაღალი იყო, რათა ამერიკელ მკითხველს არ გაეგო, რომ უცხოელთან და, მით უმეტეს, ტროლთან ჰქონდა საქმე. ქარხანაში არსებობდა "საზღვარგარეთის დეპარტამენტი", აქ მომუშავეები გამოიყურებოდნენ, როგორც სრულიად თანამედროვე ახალგაზრდები, მოდურ სამოსში, თანამედროვე ვარცხნილობებით და ახალი გაჯეტებით". მინდიაროვის თქმით, მან თავად დატოვა თანამდებობა, მორალური მიზეზების გამო, რადგან მრცხვენია ასეთ ადგილზე მუშაობის - თქვა მან. ყოფილი ტროლის თქმით, მისი ყოფილი კოლეგების მუშაობა თავიდან საკმაოდ არაპროფესიონალური იყო, მაგრამ ახლა მათ ახალ დონეზე მიაღწიეს და უფრო მოწინავე და რთულ ტაქტიკას იყენებენ. "მე ვფიქრობ, რომ ქარხანა გააგრძელებს მუშაობას და ყველაფერი დარჩება ისე, როგორც იყო. მიულერის სიაში მყოფ ხალხს არაფრის ეშინიათ, სანამ არ დატოვებენ რუსეთს". მედიის ცნობით, ამგვარი ქარხნების ორგანიზაციის უკან, კრემლთან დაახლოებული ბიზნესმენი ევგენი პრიგოჟინი დგას. ევგენი პრიგოჟინი ევგენი პრიგოჟინი არის პუტინის მთავარი "შეფ-მზარეული" "რა თქმა უნდა, ამის შესახებ მსმენია, - მაგრამ ტროლებს ის ძირითადად სძულდათ. ის ცნობილია როგორც" კრემლის მთავარი მზარეული", მაგრამ ჩვენს უზარმაზარ შენობაში არც კაფე იყო, არც სასადილო, არც არაფერი. აქ სამუშაოდ მოდიოდნენ სახლიდან წამოღებული ბუტერბროდებით”. 2018 წლის 30 იანვარს აშშ-ს ხაზინამ გამოაქვეყნა რუსი პოლიტიკოსების, მაღალჩინოსნების და ოლიგარქების სია, რომლებიც უკავშირდებიან რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს. ჩამონათვალში შედის 114 ჩინოვნიკი და 96 ოლიგარქი (რომელთაგან თითოეული ფლობს 1 მილიარდ დოლარს და მეტს). 2018 წლის 14 თებერვალს აშშ-ს ფინანსთა მინისტრმა სტივენ მნუჩინმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია "აქტიურად მუშაობს" რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე 2016 წლის არჩევნებში ჩარევის გამო. სწორედ ეს ჩარევა განხორციელდა ტროლების ქარხნის მეშვეობით, რის შემდეგაც მსოფლიოში გახდა ცნობილი ერთ-ერთი იმ მეთოდის შესახებ რასაც რუსეთი იყენებს დეზინფორმაციისთვის. 2018 წლსი 16 თებერვალს აშშ-ს სპეციალურმა პროკურორმა რობერტ მიულერმა დაადანაშაულა 13 რუსი და 3 ორგანიზაცია: "ინტერნეტის კვლევის სააგენტო", "კონკორდ მენეჯმენტი და კონსალტინგი" და "კონკორდ კატერინგი" - აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევაში. ყველა კომპანია ასოცირდება "პუტინის შეფთან" ევგენი პრიგოჟინთან. P.S. 2018 წლიდან რუსეთის ტროლების ქარხანა ახალ, უფრო დიდ შენობაში გადავიდა - ბიზნეს ცენტრის შენობაში, რომელიც "ლახტა 2"-ის სახელითაა ცნობილი. ის ასევე სანკტ-პეტერბურგში მდებარეობს ოპტიკის ქუჩაზე. მანამდე კი ამ შენობაში მუშაობდნენ ტროლები, სანკტ-პეტერბურგში, სავუშკინის 55-ში 421 შეფასება არ არის
|