რელიგია ხატის წყევლა: გაქვავებული ზოიას დაუჯერებელი ისტორია 2021, 28 მაისი, 18:32 არსებობს ლეგენდები და დაუჯერებელი ისტორიები, რომელიც მოხდა, (არსებობს მოწმეებიც და დოკუმენტური მტკიცებულებაც)თუმცა ზოგი იმდენად დაუჯერებელია, შეუძლებელია გააცნობიერო მისი რეალობა.ასეა თუ ისე, დღეს მოგითხრობთ ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ ლეგენდაზე, რომელიც 1956 წელს კუიბიშევში (ამჟამად სამარა)მოხდა(ან იქნებ არც მოხდა) ფოტოზე:ჩკალოვის ქუჩა 84 მილების ქარხნის მუშა, კომკავშირელი, მშვენიერი ზოია (ისტორიამ მისი გვარიც კი შემოინახა-კარნაუხოვა)ცხოვრობდა ჩკალოვის ქუჩაზე, 84 ნომერში.ახალი წელი დგებოდა და გოგონამაც გადაწყვიტა მეგობრებთან ერთად გაეცილებინა ძველი და შეხვედროდა ახალ წელს, მიუხედავად იმისა, რომ დედა ეწინააღმდეგებოდა, (ვინ უსმენდა დედის ბუზღუნს).შეიკრიბნენ ახალგაზრდები, ყველა გოგონა საქმროსთან ან შეყვარებულთან ერთად იყო მოსული, მარტო ზოია იყო მარტო, ცოტა ხნის წინ მან ქარხანაში გაიცნო სიმპატიური მამაკაცი, ნიკოლაი, თუმცა ის რაღაც მიზეზის გამო აგვიანებდა. შეხვდნენ ახალ წელს დაახალგაზრდობამ გადაწყვიტა ეცეკვათ, ყველას პარტნიორი ჰყავდა, მარტო ზოია იყო მარტო.უცებ გოგონამ ხატების კუთხიდან წმ. ნიკოლოზის ხატს დაავლო ხელი და წამოიძახა-"რადგან ჩემი კოლია არ მოვიდა, მაშინ ნიკოლოზის ხატთან ერთად ვიცეკვებ" და დაიწყო ტრიალი ხატთან ერთად. "არ შეიძლება ზოია ეს ცოდვაა"-შესძახეს მეგობრებმა, "თუ ეს ცოდვაა და ღმერთი არსებობს, დაე დამსაჯოს"-წამოიძახა ზოიამ. კიდევ ერთი წრეც გააკეთა ზოიამ და უცებ ოთახში კაშკაშა სინათლე შემოვარდა, გაისმა ჭექა ქუხილის ხმა, მოცეკვავე წყვილები აქეთ-იქეთ გადაცვივდნენ, მარტო ზოია დარჩა შუა ოთახში, თვალები შუშასავით გაუხდა, ხოლო ფეხებით გეგონება იატაკზე მიაკრესო. ფოტოზე: წმ.ნიკოლოზის ხატი ატყდა პანიკა, გოგონა ადგილზე იყო გაქვავებული, მეგობრებმა გამოიძახეს სასწრაფო და მილიცია, გოგონა არ ინძრეოდა, იგი ფერმკრთალი იყო, მარმარილოს ჰგავდა, ექიმებმა გადაწყვიტეს ნემსი გაეკეთებინათ ზოიასთვის, მაგრამ ნემსი იღუნებოდა და ტყდებოდა, სხეულში არ შედიოდა.ერთ-ერთმა მილიციელმა გადაწყვიტა იატაკის ის ნაწილი, სადაც გოგონა იდგა ნაჯახით ამოეჭრა, მაგრამ უშედეგოდ. ფოტო:ასე გამოიყურება დღესდღეობით იატაკის ის ადგილი სადაც ზოია იდგა ჩკალოვის ქუჩაზე. მეორე დღეს მთელი კუიბიშევი, მუშიდან დაწყებული და პარტიული მუშაკით დამთავრებული "გაქვავებულ ზოიაზე" ლაპარაკობდა, სახლს ალყა შემოარტყეს, ზოგი ფანჯრებიდან ძვრებოდა, რომ ზოია ენახათ.საშობაოდ ზოიასთან შეუშვეს ბერი სერაფიმი, (ალბათ საუბარია კუიბიშევის პეტრე-პავლეს ეკლესიის წინამძღოლზე სერაფიმზე, რომელიც აღწერილი ამბის შემდეგ მალევე დააპატიმრეს, ქვემოთ ფოტოზე.) სერაფიმმა შეძლო და ზოიას ხატი გამოართვა, მანვე განაცხადა, რომ გოგონა აღდგომის დღესასწაულამდე ასე იდგება, ასეც მოხდა, იგი 128 დღის შემდეგ განთავისუფლდა..."დაიღალე ძვირფასო დგომით?"-შეეკითხა გოგონას სერაფიმი.რა მოხდა შემდეგ და რა ბედი ეწია ზოიას ზუსტად არავინ იცის, ზოგი ამბობს, რომ მალევე გარდაიცვალა, ზოგი ამტკიცებს საგიჟეთში მოათავსესო, ხოლო ზოგის აზრით იგი მონასტერში წავიდა. 2012 წელს ზოიას სახლის წინ, ჩკალოვის ქუჩაზე წმ.ნიკოლოზის სახელობის საყდარი ააგეს, დღესაც ამ ადგილას ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან უამრავი ხალხი მოედინება. პოპ-კულტურაში 2000 წელს გამოვიდა 20 წუთიანი ფილმი გაქვავებულ ზოიაზე, რომელიც სამარის სტუდია "35 мм"-მ გადაიღო 2009 წელს რეჟისორმა ალექსანდრე პროშკინმა გადაიღო ფილმი გაქვავებულ ზოიაზე სახელწოდებით-"სასწაული"(Чудо") 2015 წელს გამოვიდა სამსერიანი სატელევიზიო ფილმი "ზოია", ალექსანადრე იგნაშევის პიესის" გაქვავებული ზოიას" მიხედვით. ასევე გამოვიდა რამდენიმე წიგნი და ბროშურა 2009 იდან 2017 წლამდე. სხვა ინფორმაციები და ვერსიები ***სამარელი ჟურნალისტის, ეროფეევის განცხადებით, 1956 წლის იანვარში, ჩკალოვის ქუჩაზე No84 სახლის მახლობლად ათასობით ადამიანი შეიკრიბა, რადგან ჭორები გავრცელდა სახლში "გაქვავებული" გოგონას შესახებ. სახლთან განათავსეს მილიციელები, მაგრამ ხალხი კიდევ უფრო ემატებოდა. სახლს ალყა ცხენოსანმა მილიცილებმა შემოარტყეს. ჟურნალისტს არ ჰქონდა ზუსტი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა მოხდა სინამდვილეში სახლში. ***გაქვავებული მოცეკვავის შესახებ ლეგენდა რუსეთში ცნობილია მინიმუმ XIX საუკუნის შემდეგ და არის პოპულარული ნარატიული სქემა "სასჯელი სალოცავების შეურაცხყოფისთვის." ***კითხვაზე ინფორმაცია "გაქვავებული ზოიას შესახებ" გპასუხობთ, რომ სამარის ოლქის FSB– ს სამმართველოს არ გააჩნია საარქივო მასალები "ზოიას შესახებ" ***რელიგიური გარდა, ამ ამბის სამედიცინო ვერსია არსებობს, რომლის თანახმად, გოგონას ფსიქიკური დაავადება ჰქონდა და გამწვავების გამო კატატონია დაემართა(კატატონია_მოძრაობის ფსიქიკური მოშლილობა. ავადმყოფი ხშირად უცნაურ და მოუხერხებელ პოზაში იმყოფება. კატატონია შეიძლება იყოს დეპრესიის ან შიზოფრენიის ერთ-ერთი სიმპტომი.) ***მეზობლების მონათხრობის თანახმად, შესაძლებელია ზოიას ამბავი გამოიგონა კლაუდია ბოლონკინამ, რომელიც სახლი N-84 -ის მფლობელი იყო]. დოკუმენტები, სადაც ნახსენები იყო ზოია კარნაუხოვას და სერაფიმ ტიაპოჩკინის სახელები, არქივში ვერ მოიძებნა. ***კიდევ ერთი მეზობლის თქმით, ხატთან ერთად ცეკვა ნამდვილად შედგა, რა დროსაც იქ მყოფმა მონაზონმა მიაძახა: "ასეთი ცოდვისთვის მარილის სვეტად იქცევი!" - და კლაუდიამ დაიწყო ჭორების გავრცელება, რომ ეს ამაბავი ნამდვილად მოხდა. სამარის ერთ-ერთი მკვიდრის თქმით, ზოია კარნაუხოვას სახელი დაირქვა ქალმა, ასევე სახელად ზოიამ, რომელსაც იმდენად ფანატიკურად სჯეროდა ამ ისტორიის, რომ თავი გაქვავებულ გოგონად მიაჩნდა. თანდათანობით ნაცნობებმა მას "გაქვავებული ზოია" უწოდეს 407 3-ს მოსწონს
|