x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"დუგინმა ვასაძე მიჯირყვნა, ქართულ პოლიტიკაში ახალი სახე შემოყავთ" - ნახეთ, რა კულუარულ ინფორმაციას ავრცელებს ელისო კილაძე

image


ჟურნალისტი ელისო კილაძე სოციალურ ქსელში საქართველოში რუსეთის ახალ გეგმებთან დაკავშირებით მორიგ კულუარულ ინფორმაციას ასაჯაროებს და იმის შესახებ წერს, თუ როგორ "მიჯირყვნა" რუსეთის ხელისუფლების იდეოლოგმა ალექსანდრ დუგინმა, ბიზნესმენი და საზოგადოებრივი მოძრაობა "ერთობა, რაობა, იმედის" დამფუძნებელი ლევან ვასაძე "ჩაფლავებული" აქცია - არეულობისთვის, რის გამოც მისი კულისებში გაყვანა და სცენაზე ახალი პერსონის გამოყვანა იგეგმება. კილაძის თქმით, იმის გამო რომ რიონის ხეობის აქციამ დედაქალაქში სასურველ მასშტაბებს ვერ მიღწია ჩრდილოელი მეზობელი ქვეყანაში გეგმა ბ - ეს განხორცილებას იწყებს. ჟურნალისტის განცახდებით, რუსეთს ქართულ პოლიტიკაში ყაზახეთში მცხოვრები, წარმოშობით ბათუმელი მილიარდერი მიხეილ ლომთაძე შემოყავს: "რიონის ხეობის აქცია და ვასაძის კონცერტი დასრულდა ! თბილისი ვერ წამოიკიდეს ! რამკიანებმა და საპატრიარქომ ფული ვერ გაწიეს, დუგინმა ვასაძე მიჯირყვნა და დაიწყო გეგმა ბ : ვასაძეს კულისებში გაიყვანენ და სცენაზე ახალ პერსონას შემოიყვანენ. ქართულ პოლიტიკაში ახალი რუსული სახე, ყაზახეთში მცხოვრები, ბათუმელი წარმოშობის მილიარდელი მიხეილ ლომთაძე შემოყავთ"- წერს ელისო კილაძე.










0
295
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
295