x
image
თამილა გურაშვილი
გუჯა შვანგირაძე: " ..ვინ აფინანსებს და ის ხალხი, ვინც თქვენ ყველას გაფინანსებთ..."

image




"ვინ აფინანსებსო, ხო?
კითხულობენ ჩასაფრებულები, და ჰგონიათ გამოიჭირეს ამ კითხვით რიონის ხეობა. ვინ აფინანსებს და ის ხალხი, ვინც თქვენ ყველას გაფინანსებთ, ამ კითხვის დამსმელებსაც, მთავრობასაც, ვითომოპოზიციასაც და მათ გამპრავებლებსაც.
ვინ აფინანსებს და ძირითადად ემიგრაცია, სწორედ ის ხალხი, ვინც ყოველწლიურად მილიონობით დოლარს და ევროს აგზავნის საქართველოში.
ვისი ფულითაც ყიდულობენ ემიგრანტების ოჯახის წევრები, მათი ნათესავები, და ახლობლები საკვებს, ტანსაცმელს, წამლებს, ვისი ფულითაც მკურნალობენ საავადმყოფოებში, ვისი ფულითაც იხდიან გადასახადებს, ბანკის ვალებს, უძღვებიან მცირე ბიზნესს და ასე მიდის ეს თანხა ბრუნვაში, და საბოლოოდ ბიუჯეტში, საიდანაც იღებს მთავრობაც და პარლამენტრებიც ხელფასს, საიდანაც გვიტარებს სავალუტო ფოკუსებს ეროვნული ბანკიც, საიდანაც ფინანსდებიან პარტიებიც, ჩინოვნიკები, პენსიონერები, მასწავლებლები, ექიმები, ჯარი, პატრული, ის პოლიციელები, ვინც ახლა გუმათში ხალხს არბევს და ის მამაძაღლებიც კი, ვისაც რიონის ხეობის საგინებელ პოსტებში უხდიან ხელფასს.
პირველად გესმით, რომ ქვეყანა, რომელიც არაფერს არ აწარმოებს, ორ მილიონამდე ემიგრანტის მიერ გამოგზავნილი ფულით და სახელმწიფოს მიერ აღებული საგარეო სესხით რომ ირჩენს თავს?
სესხით, რომელიც ისევ და ისევ მოსახლეობის მიერ არის გასასტუმრებელი?
გაიგეთ ახლა საიდან ფინანსდებიან რიონის ხეობის დამცველები და თქვენც,?
და თუ გაიგეთ, მათი საწვავი, საკვები, მაისურები და კარვები და მიტინგები გიკვირთ და თქვენი ხელფასები, არა?
თუ გაიგეთ, ისიც იცოდეთ, რომ ქართული ემიგრაცია გახდება სწორედ ის დანა, საკუთარი ყელის გამოსაჭრელად რომ ალესა ამ 30 წლის განმავლობაში სისტემამ.
დანა გახდება სწორედ, თუკი მოხერხდება ემიგრაციის სხვადასხვა ჯგუფების ერთ ორგანიზაციულ სტრუქტურაში გაერთიანება, ერთი საქვეყნო იდეის ირგვლივ შემოკრება და იქვე გამოჩნდება ამ მახინჯი პარტიული სისტემის დასასრულის დასაწყისი.
და გაზეთის ამ ნომერში რაღაა?
image

აქ პასუხია სწორედ იმ კითხვაზე, თუ როგორ უნდა მოხერხდეს მსოფლიოში მიმობნეული ემიგრაციის გაერთიანება და პასუხია იმ მთავარ კითხვაზეც, თუ როგორ უნდა დაბრუნდნენ უკან.მაგრამ ამ ქვეყანაში პასუხების მოსმენა არ უყვართ. ამ ქვეყანაში მხოლოდ კითხვების დასმა ვიცით." წერს რეჟისორი გუჯა შვანგირაძე
0
257
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
257
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0