x
image
თამილა გურაშვილი
მარინა ჯანაშია:ვდარდობდი, მალე რომ არ გამოვკეთდე... და მაყურებელი გავაწბილოთ-მეთქი..".
image

მარინა ჯანაშია ....
28.12.1949 - 27.05.2021
"ჯანმრთელობის პრობლემებს არასდროს შევუწუხებივარ, 2 წლის წინ(2018 წ.) კი მძიმე დიაგნოზი დამისვეს და დაავადებაც ისეთ ფაზაში იყო, გადარჩენის შანსი თითქმის არ არსებობდა.
გერმანიის კლინიკაში ვიწექი. ჩემთან თვეების განმავლობაში ვაჟიშვილი თემიკო იყო. მას მუდმივად ეუბნებოდნენ, რომ შეიძლებოდა ვერ გადავრჩენილიყავი. ძირითადად, გათიშული ვიყავი. რაღაც პერიოდებში, როცა გონს მოვეგებოდი, ვფიქრობდი თეატრზე, სპექტაკლზე და მაყურებელზე.
მახსოვდა, რომ “ბებერ ჯამბაზებზე” ბილეთები გაყიდული იყო. ვდარდობდი, მალე რომ არ გამოვკეთდე, ამ ბილეთებს ხომ არ დააბრუნებენ, სირცხვილია, მაყურებელი რომ გავაწბილოთ-მეთქი. პროფესორს მუდმივად ვეკითხებოდი, როდის ავდგები, სპექტაკლი მაქვს დანიშნული-მეთქი. მიყურებდა გაოცებული, ნამდვილად გიჟად მთვლიდა, სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა, ეს კიდევ რას ფიქრობსო.
ერთ დღესაც ბურუსიდან ახალ თავდაღწეულს ნაცნობი ფიგურა მომელანდა. მხედველობა დავძაბე და ვხედავ – კ ა ხ ი კ ა ვ ს აძე. ზამთარი იყო, ეცვა პალტო, ეხურა ქუდი და ხელში ეჭირა პარკი, ქართული ხილით სავსე. გვერდით ჰყავდა თარჯიმანი.
დაინახა ჩემი პროფესორი და ეძახის თავისებურად, გამოკვეთით:
“ბიჭო, მოდი შენ აქ!”. თარჯიმანს უთხრა: “უთარგმნე, ეს ბოვშვი როდის ადგება, სპექტაკლი აქვს სათამაშო”.
აი, მაშინ კი საბოლოოდ დარწმუნდა გერმანელი პროფესორი, რომ საქართველოში გიჟები ვცხოვრობდით!
თემიკოს როცა გადაწყვეტილად უთხრეს, რომ ვეღარ ვიცოცხლებდი, თავს ვერ მოერია და ტირილი დაიწყო.
შვილის ცრემლიანი თვალები რომ დავინახე, დავიფიცე, ვიბრძოლებდი სიცოცხლისთვის, რომ ჩემს ოჯახს, შვილებს ამ ტკივილისთვის არ გავიმეტებდი.
ეს გავიფიქრე და ისევ გავითიშე. თურმე გათიშული ფეხის თითებს, ტერფებს ვამოძრავებდი და ერთგვარ ვარჯიშებს ვაკეთებდი.
მთელი მედპერსონალი ჩემს საწოლთან შეკრებილა და ამბობდნენ, რომ ასეთი საოცრება არ უნახავთ, რომ ორგანიზმი იბრძოდა გადარჩენისთვის.
ჩემი გადარჩენა იყო გამარჯვება ურთიერთსიყვარულის, დედაშვილობის, ოჯახის, თეატრის, პროფესიის. მოკლედ, ეს იყო ერთგვარი “იავნანამ რა ჰქმნა”....
0
129
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
129
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0