ბელადის მეუღლე, თუ რევოლუციის რუხი კარდინალი. მოწამლა, თუ არა, სტალინმა ლენინის ქვრივი
ის რომ ყველა წარმატებული მამაკაცის უკან, ძლიერი მანდილოსანი დგას, ისტორიას არაერთხელ დაუმტკიცებია... თუმცა, ნადეჟდა კრუბსკაიას როლი რევოლუციაში იმდენად დაკნინებულია, რომ ისეთი შთაბეჭდილება გვრჩება, რომ თითქოს, ლენინი სახელმწიფო გადატრიალებას დამოუკიდებლად ან მხოლოდ, რევოლუციონერ–თანამებრძოლებთან ერთად ამზადებდა.
უმრავლესობისთვის, უბრალოდ, ლენინის მეუღლე და დიასახლისი იყო, რომელიც სახლზე და ქმარზე ზრუნვაში ათენებდა და აღამებდა. და ბევრს წარმოდგენაც არა აქვს, რომ სწორედ მასზე გადაიარა რევოლუციის ორგანიზების ყველაზე რთულმა ნაწილმა. ასე, რომ, როდესაც რევოლუციაზეა საუბარი, უნდა გვახსოვდეს, რომ «ლენინი», მხოლოდ ვ. უილიანოვის ფსევდონიმი კი არა, რეალურად, ის ორი ადამიანის საერთო სახელი იყო — კრუბსკაია თავის მეუღლეს ყველაზე «მადლიერ» სამუშაოს აძლევდა, თავად კი, მუდამ, «შავ საქმეს» ასრულებდა. ის დაკავებული იყო შიფრებით, ორგანიზებას უკეთებდა შეხვედრებს და სატრანსპორტო გადაზიდვებს, ამყარებდა კონტაქტს საზღვარგარეთიდან – რუსეთთან, რუსეთში კი, ცენტრსა და რეგიონებს შორის. აკეთებდა იმას, რაც დიდ დროს და ენერიას მოითხოვდა და რაც მას სახალხო აღიარებას და პოპულარობას არ უქადდა.
სიმართლე რომ ითქვას, ლენინი თავს არაფრით იტვირთავდა. გადასახლებაში ყოფნისას, მის ოჯახს სიდედრი ინახავდა. ნადეჟდა კი, პასუხობდა კორესპონდენციას, «ისკრის» («Искра» («ნაპერწკალი») – რევოლუციონერების გაზეთი. რედ.) გამოსაცემად, სახსრებს შოულობდა, ლენინისთვის სამეცნიერო ტრაქტატებს თარგმნიდა, რომლებიც, ხშირ შემთხვევაში, ტომების სახით იყო. ამასთან, ის, როგორც პედაგოგი, განათლების სისტემის რეფორმირებაშიც მონაწილეობდა.
სწორედ მისი ძალისხმევით გახდა განათლება ყველასთვის ხელმისაწვდომი. ხოლო, გენდერულმა თანასწორობამ იქამდე მიაღწია, რომ რევოლუციიდან, სულ მალე, ქალებს მამაკაცის სრულფასოვან კონკურენტად თვლიდნენ, როგორც სპორტში, ისე მეცნიერებაში. თუმცა, მას ფემინისტად მაინც ვერ ჩავთვლით. ის, უბრალოდ, იმის დამტკიცებას ცდილობდა, რომ ქალებს ყველაფერი შეეძლოთ. მისთვის სექსუალური რევოლუცია, ქალთა პოლიტიკაში, ეკონომიკაში, ფილოსოფიაში და მეცნიერების სხვა დარგებში წინსვლას ნიშნავდა.
თანამედროვე ტერმინოლოგიით თუ ვიხელმძღვანელებთ, შეგვიძლია მას რევოლუციის პროდიუსერი ვუწოდოთ. მან საკუთარი მეუღლისგან მაღალრეიტინგული ვარსკვლავი შექმნა, მოიზიდა მიმდევართა ჯგუფი, ძალისხმევა არ დაიშურა, რომ მისი იდეები აღქმული და მიღებული ყოფილიყო. ხოლო, ყველაზე მთავარი ის იყო, რომ ის ყოველთვის შოულობდა სახსრებს, დასახული მიზნების დასაფინანსებლად. ასე, რომ, «ლენინი», რეალურად, მისი მეუღლის ქმნილება იყო...
ლენინის უკანასკნელი წლები, ნადეჟდასთვის ძალიან რთული აღმოჩნდა. თუმცა, არც მისი გარდაცვალების შემდეგ იყო მარტივი... ის ხვდებოდა, რომ ხალხის ბელადის გარდაცვალება, სსრ კავშირში, მღელვარების ტალღას გამოიწვევდა და ძველებურად აღარაფერი იქნებოდა.
მან ლენინის გარდაცვალებისთანავე, მის მემკვიდრეობაზე უარი თქვა. ხოლო, დაკრძალვაზე, არც კი უტირია. ვინც კრუბსკაიას კარგად იცნობდა, მისი ასეთი საქციელი, იმით ახსნა, რომ ქალს მეუღლის გარეშე სიცოცხლე არ უნდოდა, აზრს ვეღარ ხედავდა... თუმცა, არც გულზე ხელების დაწყობა იყო გამოსავალიო!
ლენინის გარდაცვალების შემდეგ, ბელადის ქვრივმა კიდევ 15 წელი იცხოვრა და მას რევოლუციური ალღო მოსვენებას არ აძლევდა. თავად კი, მოსვენებას სტალინს არ აძლევდა. ის, მასთან, ერთგვარ, ოპოზიციაში იყო. მაგრამ, ხვდებოდა, რომ როგორც ლენინის ქვრივს, მას ყოველთვის ვ. ულიამოვთან აიგივებდნენ და საკუთარი პოზიციის ხმამაღლა დაფიქცირებით, შეიძლება პარტიის რღვევა გამოეწვია. ამიტომ, საჯარო გამოსვლებს ერიდებოდა. გარდა ამისა, ის საკუთარ თავში ძველებურად დარწმუნებული აღარ იყო. ეს ხელისუფლებამაც იცოდა და მის გატეხვას ცდილობდა.
გარეგნულად, როგორც ბელადის ქვრივს, მას პატივს სცემდნენ. მაგრამ, ამასთან ერთად, ხელიდან შესაძლებლობას არ უშვებდნენ, რომ მისი სახელი ჭორებით არ შეებღალად. არ ერიდებოდნენ ხუმრობას, მის გარეგნობასთან დაკავშირებითაც და არავის ადარდებდა, რომ სწორედ მისი მადლიერები უნდა ყოფილიყვნენ ისინი, ვინც რევოლუციის მონაპოვრით სარგებლობდა.
რაც შეეხება სტალინს, კრუბსკაია მისთვის თვალში შერჭობილი ეკალივით იყო. ის მისგან ყოველთვის ხრიკის მოწყობის მოლოდინში იყო, რადგან კარგად იცოდა, საქმე ვისთან ჰქონდა. გარდა ამისა, ბელადის ქვრივმა სტალინის შესახებ ძალიან ბევრი რამ იცოდა, იმაზე მეტიც კი, ვიდრე სტალინი ისურვებდა...
მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, ის წერას აგრძელებდა. მაგრამ მის სტატიებს, მსუბუქად რომ ვთქვათ, დიდი ხალისით არ აქვეყნებდნენ. რედაქტორთან ხანგრძლივი მოლაპარაკების და ცენზურის გავლის შემდეგ, სტატია, ბოლოს და ბოლოს იბეჭდებოდა. თუმცა, რედაქტირების შემდეგ, მასში დამატებითი ტექსტი ჩნდებოდა, რომელიც სტალინის კულტივირებას ემსახურებოდა. სტატიის ავტორს ტექსტის ჩამატების შესახებ, არაფერს ეკითხებოდნენ, სამაგიეროდ, სტატიას მისი სახელით აქვეყნებდნენ.
და ამ სიტუაციაში, რისი გაკეთება შეეძლო მას? ის თითქოს კუთხეში იყო მიმწყვდეული და მძიმე დაავადების ფონზე, ცდილობდ, საკუთარი სიცოცხლის აღსასრულს დალოდებოდა.
მისი სიკვდილი, ისევე, როგორც ცხოვრება, საიდუმლოებით არის მოცული. ნადეჟდა კრუბსკაია საკუთარი დაბადების დღის შემდეგ გარდაიცვალა. დღესასწაულზე სტალინმა ტორტი გაუგზავნა და მაშინვე ჭორი აგორდა, რომ მას ქვრივის მოწამვლა უნდოდა.
თუმცა, უფრო მართებული მეორე ვერსიაა, რომლის მიხედვით, ტორტმა აპენდიქსის შეტევა გამოიწვია, ექიმებს ოპერაციის გაკეთების შეეშინდათ, პაციენტს სისხლი მოეწამლა და სწორედ ამის გამო დაიღუპა.
1. აშშ–ს საზღვაო ძალების ყოფილი ოფიცრის განცხადებით, ამო–ს ტექნოლოგია ბევრად უსწრებს ადგილობრივს (ვიდეო)
2. ჰიტლერის უკანასკნელი ინტერვიუ — რას ფიქრობდა ის სტალინის შესახებ
3. მარად ახალგაზრდა ზოდიაქოს ნიშნები — ასტროლოგიური დუჟინის 5 წარმომადგენელი, რომელზეც დრო არ მოქმედებს
4. თომას ანდერსმა Modern Talking–ის დაშლის მიზეზი ახსნა
5. II მსოფლიო ომის 10 საიდუმლო, რომელიც დღემდე ამოუხსნელია
6. სხეულის სიკვდილის შემდეგ, სული სამყაროში ბრუნდება — ასეთია ბრიტანელი მეცნიერების კვლევის შედეგი