x
image
თუთიკო ბერძენა
Mediator image
არც ისე ლამაზი ჟაკლინ კენედი -ონასისის სილამაზის საიდუმლოებები: რით ხიბლავდა მამაკაცებს და ხალხს
image
მანერები, ჩაცმის სტილი, ღიმილი - რომ არა სამი რამ, ამათ გარეშე ჟაკლინ კენედი ონასისი არცერთი პარამეტრით არცერთი საუკუნის სილამაზის სტანდარტებში არ ჯდებოდა. მთელი მისი შარმი სწორედ ამ სამი მნიშვნელოვანი ასპექტის დამსაციურება იყო. სხეულთა შEდარებით არაპროპორციული ტანი, განიერი ყბების ფონზე თითქმის არარსებული ნიკაპი, კვინიხით დაღცდილული თვალები, რომელიც პროფილში განსაკუთრებულად უხეშს და მამაკაცურს ხდიდა.

image

მაგრამ ეს ქალი დასაფასებელია სწორედ იმის გამო, რომ ასეთი არასახარბიელო გარეგნობის ფონზე მოახერხა გამხდარიყო ყველაზე მიმზიდველი და შარმიანი პირველი ლედი შეერთებული შტატების მთელი ისტორიის განმავლობაში, დაეპყრო მოდის სამყარო და გავლენა მოეხდინა მის განვითარებაზე. თეთრი სახლის დიასახლისმა იცოდა, როგორ უნდა განესაზღვრა ტენდენციები და მისაბაძი მაგალითი ყოფილიყო, მაგრამ ამ წარმატების მიღმა დელიკატური მუშაობა იდგა საკუთარ თავზე. მსუბუქი, მაგრამ ეფექტური მაკიაჟი ჟაკლინის მთავარი სამკაული იყო და თავად არასდროს დაუმალავს, რომ სილამაზის გარკვეულ წესებს იცავდა და განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა მოვლის საშუალებებს.

image


საქართველოში ყოველი მეორე ქალი რომ გააჩერო, ჟაკლინ კენედიზე ბევრად უკეთესი გარეგნობა აქვს, თუმცა ქართველ ქალებს ნაკლები დრო და საშუალებები აქვთ, საკუთარ გარეგნობაზე ასეთი რუდუნებით იზრუნონ, თორემ საქართველო მართლაც " მზეთნახავების ორანჟერეა" იქნებოდა დღესაც და არა მარტო იმანული კანტის ეპოქაში, როცა მან ასე შეაფასა ქართველი ქალების გარეგნობა.



image

კანის მოვლა პატარა ასაკიდან
ზღაპრული ბუვიერი დები: ჯეკისა და ლის ტრაგიკული და გლამურული ცხოვრება სემ კაშნერისა და ნენსი შონბერგერის ბიოგრაფია, რომელიც ეძღვნება ჟაკლინ კენედის და მის უმცროს დას, ლი რეძივილს, საინტერესო აღწერილობას უწევს ჟაკლინ ბუვიერის სილამაზის რიტუალებს სტუდენტობის პერიოდში. გოგონა პრაქტიკულად ასრულებდა კონტრასტულ ცხელ-ცივ შხაპებს და არ ავიწყდებოდა მკვებავი კრემით სახის საფუძვლიანი მასაჟი.

image

მას შემდეგ, რაც ჟაკლინ ბუვიე ჯონ კენედის ცოლი გახდა, მისი მოვლის რიტუალმა თანდათანობით დაიწყო იმ დროის საუკეთესო ფუფუნების ბრენდების ათვისება. მაგალითად, ცნობილია, რომ ყველა დამატენიანებელს შორის პირველ ქალბატონს განსაკუთრებული სიყვარული ჰქონდა ერნო ლაზლოს პროდუქტების მიმართ. მის კოსმეტიკურ ჩანთაში ყოველთვის ნახავდით ამ ბრენდის მკვდარი ზღვის ტალახის საფუძველზე შექმნილ საპონს: ამ პროდუქტმა მშვენივრად გაასუფთავა მისი გამონაყარიანი კანი


image

აბრეშუმის ოცნება
ცნობილია, რომ ჯეკი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა რაში სძინავს. პიტერ ლამასმა, ჯეკის ყოფილმა ვიზაჟისტმა, ერთ-ერთ თავის ინტერვიუში აღნიშნა, რომ უყვარდა აბრეშუმის ბალიშზე დაძინება და ძილის წინ ელეგანტური აბრეშუმის შარფით თმების შეკვრა ისე“ რომ ძილის დროს არ ჩახლართულიყო.


image

"ბამბა თმას უფრო უხეშს და უფრო მყიფე ხდის - ჯეკიმ ეს კარგად იცოდა", - თქვა პიტერმა სხვათა შორის. სწორედ მას შემდეგ დაიწყო აბრეშუმის ბალიშმა სილამაზისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების საუკეთესო საშუალების სტატუსის მოპოვება. ამ მხრივ, ჟაკლინ კენედი სტილის ხატი იყო.

image


თეთრ სახლში გატარებული წლები არ იყო იოლი ჯეკისთვის. მეუღლის პრეზიდენტობამ მას მრავალი პასუხისმგებლობა დააკისრა. მოწევა არის ერთ – ერთი იმ მავნე ჩვევებიდან, რაც პირველ ქალბატონს ჰქონდა და რომლის დანებებაც არ სურდა. სიცოცხლის მანძილზე მან განაგრძო ორი კოლოფი სიგარეტის მოწევა, მაგრამ ძალიან ფრთხილად ეკიდებოდა სტომატოლოგიურ საკითხებს ამისათვის პეროქსიდის ნაერთებს ივლებდა, რამაც გადაარჩინა კბილების ზედაპირზე ნიკოტინის არაესთეტიკური ლაქებისგან.

image


ჯეკი ერთგული იყო სუნამოს Lovely Patchouli 55 ფრანგული ბრენდის. სუნამოში შედის ქარვის, ბერგამოტის, პაჩულისა სურნელებები. და ეს იყო პირველი ლედის მუდმივი თანამგზავრი ცხოვრების ნებისმიერ სიტუაციაში.


image

გასული საუკუნის 80-იან წლებში ბრუკ შილდსმა რევოლუცია მოახდინა სილამაზის ინდუსტრიაში და მსხვილ წარბებს მოდურობა დაუმკვიდრა. მასთან შედარებით მხოლოდ ჟაკლინ კენედიმ მოახერხა გამხდარიყო ამ მასშტაბის ტენდენციორი: მკვრივი, მკაფიოდ ფერადი და ელეგანტურად ხაზგასმული - წარბების თვალსაზრისით, ის იყო ნამდვილი პერფექციონისტი.


image


პომადა, როგორც აქსესუარი
მაკიაჟის დროს ჟაკლინი ცდილობდა დაეცვა წესი "ნაკლები უფრო მეტია" მაგრამ ერთადერთი, რაც მან არასდროს უარყო - პომადა იყო. იგი ხშირად ცდილობდა თამამი ცოცხალი შეფერილობის პომადები გამოეყენებინა, რომელიც იდეალურად შეეფერებოდა მისი კოსტიუმების ფერთა გამას. ფავორიტებს შორის იყო წითელი და ვარდისფერი ჩრდილები - ქალის გარეგნობის საუკეთესო თანამგზავრები.



image

ასეთ დღეებში ჟაკლინის იმიჯი იმდენად დასასვენებელი იყო, რომ არავის ენახებოდა. ბოლოის იმისთვის, რომ გაელამაზებინა ტავი მაკიაჟის გარეშეც, ჟაკლინმა საყვარელი აქსესუარების დახმარებას მიმართა: აბრეშუმის შარფი, რომელიც ხელსაყრელ მდგომარეობაში მალავდა ნაკლოვანებებს და შავი დიდი ზომის სათვალე, რომელიც ემსახურებოდა თვალების ქვეშ მყოფი შავი წრეების დამალვას.

ჟაკლინის თითოეული პოზა და მანერა იყო კლასიკური, აკადემიური, ქალური და დიდებული, ჯდომისას, დგომისას, ყველანაირ მდგომარეობაში ის ინარჩუნებდა თავს, ამასთან ჰქონდა გახსნილი და გულწრფელი ღიმილი, რაც ყველაზე მეტად მოწონს და აფორიაქებს ხალხს ღომილის სუბიექტის მიმართ იყონ სიმპათიითა და ნდობით განმსჭვალულები

0
183
3-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
Mediator image
183
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0