სხვა ერთ-ერთი უდიდესი ავიაკატასტოფა ისტორიაში და რა კავშირი აქვს მასთან ნიკი ლაუდას? 2021, 26 მაისი, 10:56 30 წლის წინ 1991 წლის 26 მაისს, კვირა დღეს მოხდა ერთ-ერთი უდიდესი ავიაკატასტროფა ავიაციის ისტორიაში . Lauda Air Boeing 767-3Z9ER თვითმფრინავი, რომელიც ასრულებდა რეისს NG004 ჰონგ კონგი-ბანგკოკი-ვენის მარშრუტზე, ბანგკოკის აეროპორტიდან აფრენიდან 15 წუთში მარცხენა ძრავა (# 1) სპონტანურად გადავიდა რევერსულ რეჟიმში, რამაც გამოიწვია თვითმფრინავის უკონტორლო პიკეტირება.შედეგად ლაინერმა ვერ გაუძლო გადატვირთვას, ნაწილებად დაიშალა და მისი ნამსხვრევები დანჩანგის ტერიტორიაზე დაეცა. დაიღუპა ბორტზე მყოფი 223 ადამიანი - 213 მგზავრი და ეკიპაჟის 10 წევრი. ეს არის ყველაზე დიდი ავიაკატასტროფა ავსტრიის და ტაილანდის ისტორიაში. Boeing 767-3Z9ER 1989 წელს იყო გამოშვებული, რომელიც ავსტრიულ კომპანია Lauda Air-ს ეკუთვნოდა, ლეგენდარულმა ავტომრბოლელმა ნიკი ლაუდამ ავიაკომპანია 1980-იანი წლების ბოლოს შეიძინა, როდესაც დიდი სპორტიდან საბოლოოდ წავიდა, პარალელურად ის "ფორმულა "1-ის მერსედესის გუნდის არააღმასრულებელი დირექტორი გახდა და დიდი როლი ითამაშა "მერსედესის" წარმატებაში. გვიან საღამოს 23:02 საათზე რეისი NG004 აფრინდა ბანკოკის დონმიეანგის აეროპორტიდან, რომელიც მოცავდა დაგეგმილ 10-საათიან ფრენას ვენამდე . ეკიპაჟის 10 წევრის გარდა, ბორტზე 213 მგზავრი იმყოფებოდა, აქედან 125 ჩაჯდა ჰონგ კონგში, ხოლო 88 ბანგკოკში. ბორტზე იმყოფებოდა ჩიანგ მაის პროვინციის გუბერნატორი, პაირატ დეჩარინი (ინგლისურად: Pairat Decarin). აფრენიდან 5 წუთის და 45 წამის შემდეგ, როდესაც 004 რეისი 3350 მეტრის სიმაღალეზე იყო, მფრინავების წინ ეკრანებზე გამოჩნდა შეტყობინება “REV ISLN”, რომელიც აფრთხილებდა უკანა სისტემის გაუმართაობას. თვითმფრინავის ფრენის სახელმძღვანელოში აღნიშნული იყო, რომ სისტემის გაუმართაობის შემთხვევაში, ამან შეიძლება გამოიწვიოს ის ფაქტი, რომ ფრენის დროს ძრავა შეიძლება გადავიდეს საპირისპირო რეჟიმში (შექმნას უკუგაქაჩვა), თუმცა დაშვების შემდეგ, სისტემა ნორმალურ რეჟიმში დაბრუნდებოდა. ვინაიდან მონიტორის ეკრანებზე შეტყობინებას მხოლოდ გამაფრთხილებელი ხასიათი ჰქონდა, მეთაურმა ჩათვალა, რომ გაფრთხილების სისტემაში უბრალოდ ნესტმა შეაღწია. 11:17 საათზე, როდესაც თვითმფრინავი 7600 მეტრის სიმაღლეზე იყო, ხოლო სიჩქარე 828 კმ / სთ და აფრენიდან 15 წუთი და 1 წამი იყო გასული, მეორე პილოტმა მოულოდნელად წამოიძახა: ჰეი, რევერსი ჩართო ( ინგლისური: Ah, reverser's deployed). მარცხენა ძრავა მოულოდნელად გადავიდა რევერსის რეჟიმში, ანუ დაიწყო უკუგაწევა. შედეგად ასიმეტრიულობამ გამოიწვია 180-ტონიანი თვითმფრინავის მკვეთრად მარცხნივ გადაწევა, რა დროსა მარცხენა ფრთამ 25% -ით დაკარგა საფრენი ძალა. 004 რეისი გადატრიალდა და თავღმა დაეშვა. მფრინავები სიტუაციის გამოსწორებას ცდილობდნენ მარცხენა ძრავის მსუბუქ რეჟიმში გადაყვანით და ავიასაწვავის მიწოდების გათიშვით, თუმცა თვითმფრინავი უკონტროლო გახდა. რევერსის ჩართვის მომენტიდან 29 წამში და დაახლოებით 1200 მეტრის სიმაღლეზე, მან მიაღწია 1051 კმ / სთ სიჩქარეს და, ალბათ, გადალახა ბგერის ბარიერი, რადგან კოლოსალური გადატვირთვის გამო, ლაინერეს ჯერ კუდის მონაკვეთი მოძვრა, შემდეგ კი ორივე ფრთა მოძვრა თავის ძრავებიანად. რეისი NG004 ნამსხვრევები ფუტოის ეროვნულ პარკის ჯუნგლებში ჩავარდა, ამავე სახელწოდების ქალაქიდან 5, 5 კილომეტრში მიანმარის საზღვართან. ბორტზე მყოფი 223-ივე ადამიანი დაიღუპა. ავსტრიაში, რეისი-004 ის კატასტროფამ ფართო საზოგადოებრივი გამოხმაურება მოიპოვა. Lauda Air- ის მფლობელი, ნიკი ლაუდა, პირადად ჩავიდა ტაილანდში, რომ მონაწილეობა მიეღო თვითმფრინავის ნარჩენების ანალიზსა და ავარიის მიზეზების გამოძიებაში. ცხელი კლიმატის გამო, 004 ფრენის მგზავრთა გვამები სწრაფად იხრწნებოდა, ხოლო პირადი ნივთების შესწავლა მნიშვნელოვნად რთულდებოდა ადგილობრივი მაცხოვრებლების და თუნდაც მოხალისეების მიერ ჩადენილი ძარცვა-ქურდობის გამო. 43 ცხედარის იდეტიფიცირება არც მომხდარა, ისინი დაკრძალეს ავარიის ადგილიდან 90 კილომეტრის დაშორებით საძმო სამარხში. ნიკი ლაუდა აღშფოთდა "ბოინგის" საქციელით: მათ პრაქტიკულად არ გაუკეთებიათ კომენტარი ავარიის მიზეზებზე, არ ჩქარობდა ძრავის რევერისის მექანიზმის შეცვლას და მფრინავების ინსტრუქციაში ცვლილებესბი შეტანას მსგავსი ინციდენტის შემთხვევაში, არა და აშკარა იყო, რომ რევერსულ მექანიზმს აქვს ნაკლი (ამავე დროს, გაუგებარია, რა პირობებში ვლინდება იგი). მაგრამ "ბოინგს "დაახლოებით 3 თვე დასჭირდა ადვოკატებთან კონსულტაციისთვის და კატასტროფის "დამაჯერებელი ახსნა" რომ მოემზადებინა, ბანკოკში უკანასკნელი 23 დაუდგენელი გარდაცვლილის დაკრძალვისთანავე, ნიკი ლაუდა სიეტლში გაფრინდა და ჩავიდა "ბოინგის" შტაბში, სადაც მან მოითხოვა მიეწოდებინათ მისთვის Boeing 767-ის სიმულატორი და შეექმნა ზუსტად იგივე ფრენის პირობები, რომელიც რეისი 004-ზე იყო. თავდაპირველად, ამერიკელები უარზე იყვნენ, მაგრამ შემდეგ, Lauda Air- ის ხელმძღვანელის დაჟინებული შეტევის შემდეგ, ისინი დანებდნენ. ტრენაჟორზე ლაუდა შეეცადა გადაერჩინა Boeing 767 ძრავი # 1 რევერსის ჩართვის შემდეგ დაახლოებით 7500 მეტრის სიმაღლეზე (რეისი 004 პირობებში)და 15 მცდელობიდან ყველა წარუმატებული აღმოჩნდა; საბოლოოდ, ნიკიმ დაამტკიცა, რომ მფრინავები ელემენტარულად უძლურები იყვნენ რაიმე მოემოქმედებინათ და პრობლემენი თავად Boeing 767-ში იყო . "ბოინგმა" საჰაერო ხომალდის რევერსული ძრავის გააქტიურება 3000 მ-ის სიმაღლეზე გამოსცადა.რა დროსაც აღმოჩნდა, რომ ასეთ პირობებში ლაინერი სტაბილური რჩება და პრომლემები არ ექმნება, თუმცა არც არავის უცდია, იგივე გამოცდა უფრო მაღალ ეშელონზე განეხორციელებინა- ფრენის სიმაღლის მატებასთან ერთად ძრავის უკუბრუნვა აღმოჩნდა კატასტროფული, მაგრამ ბოინგმა რატომღაც არ იცოდა ამის შესახებ.ნიკი ლაუდამ კი დაუმტკიცა ეს. როგორც იქნა "ბოინგმა" აღიარა ტექნიკური ხარვეზი და 004 რეისის ჩამოვარდნის შემდეგ, შეცვალა რევერსის უკანა წამყვანი გამშვები სარქველი ბოინგ 767-ზე, ბოინგ 757-ზე და ბოინგ 737-ზე. ამ ტრაგედიაზე გადაღებულია დოკუმენტური ფილმი "ნიკი ლაუდა: ტრაგედია ჰაერში" 273 4-ს მოსწონს
|