საზოგადოება ზვიად ტომარაძე:ხელისუფლება იუსტიციის სამინისტროს დასკვნას ნამოხვანჰესზე დღემე მალავდა! 2021, 25 მაისი, 21:22 აუცილებლად გააზიარეთ!!! დღეს 25 მაისს ცნობილი გახდა იუსტიციის სამინისტროს 2019 წლის 30 მარტის უარყოფითი დასკვნა ნამოხვანჰესის შესახებ!
დასკვნა 22 კრიტიკულ შენიშვნას მოიცავს და მთავრობას სწორედ იმ საკითხების შეცვლისკენ მოუწოდებს, რაც საზოგადოებრივი პროტესტის საფუძველია!
დასკვნაში 5 მთავარი ასპექტი:
1. გაკრიტიკებულია ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მთავრობის ვალდებულება ფორს-მაჟორის შემთხვევაში კომპანიას ზიანი აუნაზღაუროს.
2. გაკრიტიკებულია მთავრობის მიერ „მაღალი რისკის“ შემცველი ფინანსური ვალდებულებების აღება.
3. იუსტიციის სამინისტრო მოითხოვს, რომ გადაიხედოს ხელშეკრულების შეწყვეტის პირობები, რომელიც, როგორც ცნობილია, კომპენსაციის გადახდის ვალდებულებას ყველა შემთხვევაში მთავრობას აკისრებს.
4. სამინისტრო უარყოფითად აფასებს იმას, რომ ხელშეკრულება არ უშვებს კომპანიის მიერ სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას. სამინისტრო ასაბუთებს, რომ ზიანის ანაზღაურების შეუძლებლობა ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობით გარანტირებულ უფლებას კრედიტორმა (ამ შემთხვევაში - მთავრობა) „პირგასამტეხლოს გადახდის პარალელურად ყოველთვის მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება, თუკი ასეთი ზიანი სახეზეა.“
5. კრიტიკულია შეფასება იმასთან დაკავშირებით, რომ კომპანია „ენკა“ გათავისუფლებულია ბუნებრივი რესურსების მოპოვებისთვის ლიცენზიისგან კონკრეტული პროცედურის გამოყენებით.
სამარცხვინო ხელისუფლებამ არაფრად ჩააგდო სამართლებრივი რისკების შემფასებელი – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2019 წლის 30 მარტის უარყოფითი დასკვნა და ერთი თვის შემდეგ 2019 წლის 25 აპრილს ენკასთან კაბალური და მოღალატეობრივი ხელშეკრულება გააფორმა!!!
გუშინ ირაკლი ღარიბაშვილმა იუსტიციის სამინისტროს დაავალა საკითხის შესწავლა, რომელ საკითხზეც სამინისტროს დასკვნაც ხელშეკრულების გაფორმებამდე ჰქონდა და ხელისუფლება ამას დღემდე მალავდა.
ზვიად ტომარაძე 25/05/2021
98 1-ს მოსწონს
|