სხვა ორმა მეთევზემ საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად მდინარიდან 20 ნიანგით გარშემორტყმული ძროხა გამოიყვანეს(ვიდეო) 2021, 25 მაისი, 17:09 ავსტრალიაში, მდინარე ორდზე მყოფმა ორმა მეთევზემ საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდო, რათა 20 უზარმაზარი მლაშე წყლების ნიანგისგან ძროხები ეხსნათ. ვიდეო გამოცემა Daily Mail- იმ გაავრცელა.
21 მაისს გრანტ მელეისი და ტრევორ ტიერნი მდინარე ორდზე (აღმოსავლეთ ავსტრალია) სათევზაოდ გაეშურნენ. "ჩვენ მთელი დღე ვთევზაობდით და უკვე უკან ბანაკში დაბრუნებას ვაპირებდით, როდესაც მდინარის ნაპირზე ჭაობში ჩაძირული ორი ძროხა დავინახეთ. ისინი ცდილობდნენ გამოსვლას, მაგრამ გამოსვლის ნაცვლად კიდევ უფრო ღრმად იძირებოდნენ". - თქვა მელეისმა. მამაკაცებმა ნავი ნაპირზე მიაბეს და ცხოველების გადასარჩენად გაიქცნენ. ისინი შეიარაღდნენ ტოტებით, იმშემთხვევაში თუკი ნიანგები თავს დაესხმებოდნენ. ერთმა ძროხამ მოახერხა თავისით გამოსვლა, მეორემ კი ჭაობის ბალახებში გაიჭედა. მამაკცებმა ძროხას კისერზე თოკი ესროლეს და გამოიყვანეს: "ძროხა მთლიანად გამოფიტული იყო და მძიმედ სუნთქავდა. ის კანკალებდა. ხმელეთზე გამოყვანის შემდეგ პირტუყვმ აგონება დაკარგა." ცხოველის გადარჩენის შემდეგ, ავსტრალიელებმა მდინარის პირას გავიდნენ და დაინახეს, რომ წყალში 20-მდე ნიანგი დაცურავდა, რომლებიც სხვა ძროხის გვამს იყო მისეული და ჭამდა.მებადურებმა ეს ყველაფერი დრონის საშაულებით გადაიღეს. 100 3-ს მოსწონს
|