x
image
მაია 24
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც ზაფხულში დიდ სიყვარულს იპოვიან - ვის პირად ცხოვრებას შეცვლის სამუდამოდ მომდევნო სამი თვე?
image


ზაფხული იწყება და მიუხედავად სამყაროში არსებული სიტუაციისა, ზოგს საკურორტო რომანი სურს, ზოგს რომანტიკული თავგადასავლები. საინტერესოა, რას გპირდებიან ვარსკვლავები. წაიკითხეთ პროგნოზი თქვენი მზისა და ასცენდენტის მიხედვით.


  • ვერძი

ზაფხულში ბედნიერების მომტანი ფერი: ცეცხლისფერი

თქვენი ზაფხულის დევიზი: "ჯერ საქმე, მერე დაფიქრება"


ლომები ან მშვილდოსნები მიიპყრობენ თქვენს ყურადღებას. ურთიერთობა ცხელი და ხანგრძლივი იქნება. განსაკუთრებით, თუ შვებულების ერთად გატარებას გადაწყვეტთ. რაც უფრო მეტ რომანტიკულ დღეესასწაულს მოიწყობთ, მით უკეთესია თქვენთვის.


  • კურო

ზაფხულში ბედნიერების მომტანი ფერი: ზურმუხტისფერი

თქვენი ზაფხულის დევიზი: "ერთხელ ვცოცხლობთ"

თავადაც გაოცებული დარჩებით თქვენი სითამამით. თავბრუდამხვევ რომანში თავით გადაეშვებით. გარშემო მყოფები გაოცდებიან, როცა თქვენნაირი დინჯი ადამიანი, მთელი ზაფხულის განმავლობაში, რომანტიკულ ურთიერთობებში მარტივად შევა და გავა.


  • ტყუპი

ზაფხულში ბედნიერების მომტანი ფერი: ინდიგო

თქვენი ზაფხულის დევიზი: "მოვედი, ვნახე, გავტრიალდი"

თქვენს ყოფილს თქვენთან დაბრუნება სურს და მთელ ზაფხულს მოვა-წავა. თუ თქვენ 50 პროცენტით მაინც გსურთ მასთან ყოფნა, სცადეთ, თუ არც ერთი პროცენტით არ გსურთ მისი თქვენს ცხოვრებაში დაბრუნება, ზაფხულს მის გამო ნუ გაიფუჭებთ.


  • კირჩხიბი

ზაფხულში ბედნიერების მომტანი ფერი: ფირუზისფერი

თქვენი ზაფხულის დევიზი: მზად ვარ სიყვარულისთვის

ყოფილთან დაშორება რთულად გადაიტანეთ და რომანტიკული გრძნობებს გაურბიხართ, აღარ გსურთ, გული გატკინონ. ვარსკვლავები სულ სხვა იღბალს გიმზადებენ. შეხვდებით ადამიანს, რომელიც გულის იარებს მოგიშუშებთ, მაგრამ დასაახლოებლად მაინც დრო დაგჭირდებათ.


image


  • ლომი

ზაფხულში ბედნიერების მომტანი ფერი: ელექტრიკი ლურჯი

თქვენი ზაფხულის დევიზი: "ახლა ვიცი, რაც მსურს"

დაბრუნდება ძველი სასიყვარულო პარტნიორი და ცხოვრებას თავდაყირა დაგიყენებთ. თავიდან შეგიყვარდებათ, ის, ვინც ერთხელ უკვე უარყავით. ურთიერთობა აუცილებლად შედგება, მაგრამ იდეალური სექსი და ჩხუბი ხშირად შეცვლის ერთმანეთს.


  • ქალწული

ზაფხულში ბედნიერების მომტანი ფერი: ქლიავისფერი

თქვენი ზაფხულის დევიზი: "მე უკეთესი გავხდები"

კვლავ სუპერანალიტიკოსი უნდა გახდეთ, რათა გაარკვიოთ, ნაცნობებიდან ვისთან შეიძლება გქონდეთ საზაფხულო თავგადასავალი. როცა გრძნობა შეგიპყრობთ, რაციონალურობას შეეშვით და დასვენების დროს მაინც დატკბით გრძნობებით.

  • სასწორი

ზაფხულში ბედნიერების მომტანი ფერი: ღია იასამნისფერი

თქვენი ზაფხულის დევიზი: "იქ, სადაც სიყვარულია, რა უნდა ბოროტებას"

აუცილებლად მოვა (ან ამბიციური ლომი, ან უთქმელი თხის რქა) და გაფიქრებინებთ, რომ მიუწვდომელ იდეალს შეხვდით. სიყვარული და სიფსიხე ერთმანეთს ხშირად შეცვლის და გრძნობებს კიდევ უფრო გაგიძლიერებთ. ეს ზაფხული თქვენს ცხოვრებას რადიკალურად შეცვლის.


  • მორიელი

ზაფხულში ბედნიერების მომტანი ფერი: ზღვის ტალღისფერი

თქვენი ზაფხულის დევიზი: "საერთოდ აღარ მტკივა"

ცეცხლის წარმომადგენელი (ვერძი, ლომი ან მშვილდოსანი) თქვენს ცხოვრებაში გრიგალივით შემოიჭრება. გაგიჭირდებათ ცდუნებებთან გამკლავება. ვერ გეტყვით, რამდენად სერიოზული გახდება კავშირი, მაგრამ "მხიარულება" გარანტირებული გაქვთ.


  • მშვილდოსანი

ზაფხულში ბედნიერების მომტანი ფერი: ნარინჯისფერი დაისი

თქვენი ზაფხულის დევიზი: "რაც იქნება იქნება, მაგრამ ყველაფერი მაინც ისე იქნება, როგორც მე მსურს"

გაუშვით ის, ვინც წასასვლელია, რადგან თქვენ გვერდით დგას ადამიანი, ვინც აღფრთოვანებულია თქვენით და თავის დროს ელოდება. მეგობრობა გადაიზრდება სიყვარულში. გაუღეთ გულის კარი ახალ ურთიერთობას.


  • თხის რქა

ზაფხულში ბედნიერების მომტანი ფერი: ცისფერი

თქვენი ზაფხულის დევიზი: "ეძიებდე და ჰპოვებდე"

პაემანზე სიარული, რომანტიკულობა და გრძნობებს აყოლა თქვენი სტილი საერთოდ არაა, მაგრამ... სიყვარული მოვა თქვენს ცხოვრებაში და დაგიპყრობთ. ეს იქნება რომანი, რომელსაც მომავალში ხშირად გაიხსენებთ.


  • მერწყული

ზაფხულში ბედნიერების მომტანი ფერი: ღრუბლებისფერი

თქვენი ზაფხულის დევიზი: "ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული"

გულწრფელობა და გულახდილობა თქვენი თანმდევია ამ ზაფხულს. თუ ვიღაც მოგწონს, უთხარით! არ მოგწონთ, ეგეც უთხარით! გსურთ, ფარული რომანი გააბათ? მაგრამ ტოქსიკურ კავშირს გულს ნუ შეაჭმევინებთ.


  • თევზები

ზაფხულში ბედნიერების მომტანი ფერი: ჭუჭყიანი ვარდისფერი

თქვენი ზაფხულის დევიზი: "ფარით ან ფარზე"

სამეგობროში ერთ ადამიანს მთელი გულით უყვარხართ. ამ ზაფხულს საიდუმლო გამჟღავნდება და თქვენი გადასაწყვეტია, რა ბედი ეწევა მას. შეიძლება მეგობრებად დარჩენა შესთავაზოთ, მაგრამ თუ გარისკავთ ისეთ სიყვარულს იპოვით, რასაც მთელი ცხოვრება ელოდით.



ასევე დაგაინტერესებთ:




კარმის პლანეტა "უკანმავალი" გახდა - რა უნდა მოასწროთ 2021 წლის ოქტომბრამდე და რა "საჩუქრებს" გიმზადებთ სატურნი ზოდიაქოს ნიშნებს



ბედნიერების პლანეტა ნიშანს იცვლის - ასტროლოგები მსოფლიოში მოსალოდნელ დიდ ცვლილებებსა და ზოდიაქოს 3 ნიშანზე, რომლებსაც ერთი წელი სასიკეთო პერიოდი ელით


ყოველთვის მართავს ის, ვინც ნაკლებად შეყვარებულია - დომინანტი პარტნიორის 6 წესი

"შხაპის ქვეშ ვიდექი და ღმერთს ვუყვიროდი, რომ ქორწინება აუტანელი გახდა..." - ისტორია, რომელიც ყველა დაქორწინებულმა წყვილმა უნდა წაიკითხოს

ვინ მიიღებს უეცარ ფულს ან ვის ეწვევა ახალი სიყვარული - მაისის პროგნოზი ახალმთვარეობის მიხედვით




რას მოგიტანთ ბედნიერების პლანეტა იუპიტერი 2022 წლის დეკემბრამდე, თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - "გაიხსენეთ რა ხდებოდა თქვენს ცხოვრებაში 2010 წელს..."



"დაბნელებების დერეფანი" და სუპერსავსემთვარეობა - რა მოვლენებს უნდა ველოდეთ 26 მაისიდან 10 ივნისამდე და როგორ უნდა გავატაროთ ეს პერიოდი

0
2213
1-ს მოსწონს
ავტორი:მაია 24
მაია 24
2213
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0